როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია

4 იანვარი, 2023

მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი ფორმის იმეილების სტატუსი, ასე რომ ჩვენ დავამატეთ დიდებული ხელსაწყო რათა შეამოწმოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენი ანგარიშიდან. მოცემული ხელსაწყოს გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ კონკრეტული მეილის სტატუსი – წარმატებით გაიგზავნა მიმღებ იმეილის მისამართზე თუ რაღაც მიზეზთა გამო წარუმატებელი იყო ეს პროცესი.

your იმეილის ისტორიის ჩანაწერების სანახავად, გთხოვთ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:

  1. პირველ რიგში, დარწმუნდით რომ შესული ხართ თქვენს ანგარიშში. ჩემი ფორმების გვერდზე, დააკლიკეთ გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულ პროფილის ავატარს, შემდეგ პარამეტრების კბილანა პიქტოგრამას.
როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია Image-1
  1. დააკლიკეთ ისტორიას მარცხენა ნავიგაციის პანელზე და შემდეგ აირჩიეთ მოქმედებების გაფილტრვა იმეილების მიხედვით.
როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია Image-2

მოცემულ გვერდზე, თქვენ იპოვით ფორმის ID-ს. თქვენ შეგიძლიათ დააკლიკოთ პატარა ისარს

როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია Image-3

რათა იხილოთ იმეილის სტატუსი და დეტალები ახალ ფანჯარაში.>

როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია Image-4
როგორ ვნახო ფორმის ყველა იმეილის ისტორია Image-5

ესეც ასე! თუ შენიშნავთ რომ იმეილის სტატუსია წარუმატებელი, გირჩევთ შეამოწმოთ თქვენი ფორმის შეტყობინების იმეილი და დარწმუნდეთ რომ იმეილის გამგზავნი დეტალები როგორიცაა გამგზავნის სახელი და გამგზავნის იმეილი არის სწორად კონფიგურირებული.

იმელთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ ავირიდო იმეილის უარყოფასთან დაკავშირებული პრობელემები

თუ გაქვთ რაიმე კითხვა, გთხოვთ გვაცნობეთ კომენტარის სახით ქვემოთ ან ჩვენი დახმარების ფორუმის გამოყენებით.

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.