მომხმარებლებისთვის ფორმის შევსების პროგრესის შენახვისა და მოგვიანებით გაგრძელების ფუნქციონალის შეთავაზება მოითხოვდა 2 ფორმიან კონფიგურაციას გვერდის წყვეტის ელემენტებთან ერთად. JotForm-ის დიდი ხსნის მომხმარებლებს ახსოვთ აღნიშნული კონფიგურაცია და ხშირად იყენებდნენ აღნიშნულ მიდგომას.
JotForm-ის ახლანდელ მომხმარებლებს შეუძლიათ აღარ იდარდონ – ახალი ბარათის ტიპის ფორმების გამოყენებით, ჩვენ შევიმუშავეთ აღნიშნული ფუნქციონალი ჩაშენებული სახით. ახლა, თქვენ მხოლოდ გჭირდებათ ერთი ფორმა და გააქტიურებთ აღნიშნულ ფუნქციონალს სულ რაღაც რამოდენიმე კლიკით.
გადადით პარამეტრების სექციაზე ზემოთ > ფორმის პარამეტრები მარცხნივ > დააკლიკეთ დამატებითი პარამეტრების ჩვენების ღილაკს > შემდეგ ჩასქროლეთ ქვემოთ და იპოვეთ ფორმების მოგვიანებით გაგრძელების სექცია.
შემდეგ კი აირჩიეთ სასურველი პარამეტრი:
გააქტიურება როდესაც ფორმას აქვს 10+ შეკითხვა.
ჩართული
გამორთული
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-1](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/101370_SAVEANDCONTINUELATER-GUIDE.png)
გაითვალისწინეთ მოცემული ასპექტები როდესაც იყენებთ ფორმების მოგვიანებით გაგრძელების ფუნქციონალს:
- გააქტიურება როდესაც ფორმას აქვს 10+ კითხვა არის საწყისადვე არჩეული.
- Tმოცემული ფუნქციონალი არ მუშაობს ფორმებზე რომელთაც აქვს 4 ან ნაკლები ველი.
- თქვენი ფორმის ქვედა ნაწილში არსებული პროგრესის მაჩვენებელი საშუალებას მისცემს თქვენი ფორმის მომხმარებლებს შეინახონ და გააგრძელონ ფორმის შევსება მოგვიანებით.
- პროგრესის მაჩვენებელი გამოჩნდება ფორმას მხოლოდ მას შემდეგ რაც მომხმარებელი შეავსებს პირველ ველს თქვენ ფორმაზე.
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-2](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/101373_saveANDcontinuelater-progressbar.png)
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-3](https://shots.jotform.com/jimr/~uploads/03-19-2018-1521401397.png)
- მომხმარებლებმა უნდა დააჭირონ ღილაკს შენახვა და მოგვიანებით გაგრძელება რათა შეინახონ თავიანთი პროგრესი. მოცემული ფუნქციონალი არასდროს შეინახავს თავიანთ პროგრესს ავტომატურად, სანამ თვითონვე არ ისურვებენ ასე.
- თქვენ მომხმარებლებს შეუძლიათ დააჭირონ ღილაკს მიიღეთ გაზიარებადი ლინკი თავიანთი სესიის URL მისამართის მისაღებად
,ან დააჭირონ ლინკის იმეილის სახით გაგზავნის ღილას თუ სურთ სესიის მისამართის შემდგომი გამოყენებისათვის თავიანთ იმეილის მისამართზე მიღება.
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-4](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/101371_saveANDcontinuelater3.png)
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-5](https://shots.jotform.com/jimr/~uploads/03-19-2018-1521401915.png)
- თუ ისინი გადაწყვეტენ URL მისამართის თავიანთ იმეილზე გაგზავნას, ეს არის ის რასაც ისინი მიიღებენ:
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-6](https://cms.jotform.com/uploads/image_upload/image_upload/global/101372_emailSAVEDdraft-completesubmission.png)
![ფორმების მოგვიანებით გაგრძელების გააქტიურება ბარათის ტიპის ფორმებში Image-7](https://shots.jotform.com/jimr/~uploads/03-19-2018-1521402173.png)
შენიშნვა: მათთვის, ვისაც სურს გამოიყენოს საკუთარი გაგზავნის იმეილი, ჯერჯერობით ეს არ არის შესაძლებელი. დადასტურების იმეილები იგზავნება ჩვენი იმეილის სერვერებიდან (noreply@jotform.com).
გაითვალისწინეთ: ფორმის შენახვის პროგრესი, რომლის დასრულებაც არ მოხდება 3 თვის განმავლობაში, წაიშლება ავტომატურად.
კომენტარის გაგზავნა: