ბარათის ტიპის ფორმები: როგორ გამოვიყენო მრავალხაზიანი კითხვა

4 იანვარი, 2023

როცა გაეშვა Jotform-ის ბარათის ტიპის ფორმები, ბევრ მომხმარებელს აინტერესებდა თუ როგორ შეიძლებოდა მრავალი კითხვის გამოყენება ერთ ბარათზე. როგორც იცით, ჩვენ შევქმენით ბარათის ტიპის განლაგება რათა აჩვენოთ მხოლოდ ერთი შეკითხვა თითოეულ ბარათზე. მაგრამ ხშირად აუცილებელია მრავალი კითხვის ერთდროულად დასმა, ასე რომ ჩვენ შევქმენით მრავალხაზიანი კითხვის ველი.

როგორც ველის სახელი აღნიშნავს, შესაძლებელია ერთ ბარათზე მრავალი კითხვის დამატება. დაიმახსოვრეთ რომ ველების დამატების რაოდენობა შეზღუდულია. ამ მომენტისათვის მხარდაჭერილია ფორმის მხოლოდ 5 ველი:

? ტექსტური ველი

? იმეილის ველი

? რიცხვის ველი

? ჩამოსაშლელი ველი

? მობილურის ნომრის ველი

მრავალხაზიანი კითხვის ველის თქვენს ფორმაზე დასამატებლად, უბრალოდ დააკლიკეთ ღილაკს ფორმის ელემენტის დამატება > სწრაფი ელემენტების სექციაზე ჩასქროლეთ ქვემოთ სანამ იპოვით მოცემულ ველს > აიღეთ და ჩასვით ის თქვენს ფორმაზე. დააკლიკეთ კბილანას ხატულას რათა გახსნათ პარამეტრების ფანჯარა.

ბარათის ტიპის ფორმები: როგორ გამოვიყენო მრავალხაზიანი კითხვა Image-2
ბარათის ტიპის ფორმები: როგორ გამოვიყენო მრავალხაზიანი კითხვა Image-1

მას შემდეგ რაც გახსნით პარამეტრების ფანჯარას, დააკლიკეთ ფორმის ელემენტის დამატების ღილაკს და დაამატეთ სასურველი ველ(ებ)ი ფორმას.

ბარათის ტიპის ფორმები: როგორ გამოვიყენო მრავალხაზიანი კითხვა Image-3

რამოდენიმე შეხსენება მოცემული ველის გამოყენებისას:

1. როგორც ნებისმიერი სხვა ვიჯეტი ან ველი (კლასიკური განლაგების ფორმებში) რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამატოთმრავალი შეყვანის ველი, მრავალხაზიანი კითხვაც გამოიყენება როგორც ერთიანი ველი. ეს გულისხმობს იმას რომ ფორმის მონაცემების გვერდზე ნაჩვენები იქნება როგორც ერთი ველი და მრავალი ხაზის ინფორმაცია ჩაიწერება ერთ სვეტში როდესაც მოახდენთ მონაცემების გატანას Excel-ის ან სხვა რეპორტის სახით.

2. მრავალხაზიანი კითხვის ველების გამოყენება არ შეიძლება ფორმის გამოთვლებში. მაგალითად, სტანდარტული ჩამოსაშლელი ველი გთავაზობთ გამოთვლების მნიშვნელობებს (აიგეთ მეტი გამოთვლის მნიშვნელობებზე აქ), ხოლო მრავალხაზიანი კითხვის შიგნით არსებული ჩამოსაშლელი ველის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

3. მრავალხაზიანი კითხვის ველებს არ გააჩნიათ ისეთივე პარამეტრები როგორიც შესაბამის ცალკეულ ველებს. მაგალითად, მაშინ როცა სტანდარტულ იმეილის ველს გააჩნია ფუნქციონალი, როგორიცაა უფასო იმეილის მისამართების აკრძალვა, კონკრეტული დომენის იმეილების დაშვება, დადასტურების ველი და სხვამრავალხაზიანი კითხვის შემადგენლობაში მყოფ იმეილის ველს არ გააჩნია აღნიშნული პარამეტრები. ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს როდესაც მუშაობთ თქვენს ფორმაზე.

თუ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი ფუნქციონალი თქვენი ფორმის ველებისათვის, უკეთესია გამოიყენოთ სტანდარტული ველები მრავალხაზიანი კითხვის გარეშე. მოცემული ველის გამოყენება უმჯობესია როდესაც გაქვთ მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული კითხვა.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ველი რათა ჰკითხოთ მომხმარებლებს სახელი, გვარი, კომპანია დამობილურის ნომერი ერთდროულად, ასე რომ ის იქნება ასეთი:

ბარათის ტიპის ფორმები: როგორ გამოვიყენო მრავალხაზიანი კითხვა Image-4
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.