Stripe ხდკ

იხილეთ Stripe-ს შესახებ ხშირად დასმული კითხვები და მიიღეთ პასუხები მომენტალურად. ან დაუკავშირდით ჩვენს 24/7 მხარდაჭერის გუნდს!

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

Stripe

  • რა არის Stripe გადახდა?

    Stripe დაარსდა 2010 წელს და მათი მისია იყო ინტერნეტში გადახდების მიღების მაქსიმალური გამარტივება.

    ირლანდიელმა ძმებმა და ანტერპრენერებმა ჯონ და პატრიკ კოლისონებმა დაარსეს Stripe 2010 წელს, რომლისთვისაც საჭირო საწყისი დაფინანსება მიიღეს ცნობილი სტარტაპ აქსელერატორისგან. მათ გაუშვეს თავიანთი საჯარო სერვისები 2011 წლის სექტემბერში და სწრაფად გახდნენ სილიკონ ველის ნაწილი. შემდეგი რამოდენიმე წლის განმავლობაში მათ მიიღეს თითქმის 800 მილიონი დოლარის დაფინანსება და მათი საბაზრო ღირებულება 22 მილიარდზე მეტია - ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული კერძო კომპანია მსოფლიოში.

    Stripe გაიზარდა საკმაოდ სწრაფად ვინაიდან მათი პროდუქტები თავიდანვე იყო საკმაოდ მძლავრი და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული. პლატფორმა მარტივად უკავშირდებოდა როგორც არსებულ, ასევე ნებისმიერ სასურველ აპლიკაციას და უზრუნველყოფდა მარტივ, პირდაპირ ინსტრუქციებს.

  • როგორ დავაკავშირო Stripe ჩემს ფორმას?

    დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ გიდი როგორ დავაკავშირო Stripe ჩემს ფორმას.

  • შესაძლებელია თუ არა ყოველთვიური გადახდების შექმნა Stripe-ს გამოყენებით?

    დიახ, ეს შესაძლებელია. ამისათვის Stripe გადახდის ველის გადახდის ტიპზე აირჩიეთ გამოწერების გაყიდვა. დაკავშირებული გიდი: https://www.jotform.com/help/190-how-to-integrate-stripe-with-your-form/

  • რა ინფორმაცია მჭირდება stripe გადახდისათვის?

    თქვენ უნდა გქონდეთ stripe-ს ანგარიში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Stripe ინტეგრაციას იმეილის მისამართისა და პაროლის გამოყენებით.

  • როგორ დავაკავშირო Stripe გადახდის ფორმა ჩემს ვებსაიტს?

    პირველ რიგში, თქვენ უნდა დააკავშიროთ თქვენი ფორმა Stripe გადახდის ველს, შემდეთ შეგიძლიათ ჩასვათ თქვენი ფორმა ვებსაიტზე ჩაშენების სასურველი ფუნქციონალის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: ფორმის ჩაშენების მეთოდები.

  • იღებს თუ არა Stripe ინტეგრაცია Google Pay ან Apple Pay გადახდებს?

    დიახ. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ გადახდები ონლაინ შეკვეთების, რეგისტრაციების ან დონაციებისათვის, Stripe საშუალებას გაძლევთ მიიღოთ Google Pay და Apple Pay გადახდები. თუ თქვენ დააკავშირებთ Jotform-ს და Stripe-ს ჩვენი მზა ინტეგრაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ფორმის ჩანაწერები და გადახდები ერთდროულად ნებისმიერი მოწყობილობიდან - ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოების გადახდის გარეშე.

  • როგორ გავააქტიურო Google Pay და Apple Pay Stripe ინტეგრაციის გამოყენებით?

    თქვენს Stripe გადახდის ფორმაზე Google Pay და Apple Pay გადახდების დამატება არის საკმაოდ მარტივი. გახსენით ფორმის მშენებლის გვერდი და დააკლიკეთ ფორმის ელემენტების დამატების ღილაკს, რომელიც მოცემულია გვერდის მარცხენა ნაწილში. შემდეგ, გადადით გადახდების ჩანართზე და აირჩიეთ Apple Pay & Google Pay ინტეგრაცია რათა დაამატოთ იგი თქვენს ფორმას. ინტეგრაციის პარამეტრებიდან, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ Stripe Checkout სასურველ ვარიანტად, დააკავშიროთ თქვენი ანგარიში და მოარგოთ გადახდის პარამეტრები რათა დაასრულოთ ინტეგრაციის შექმნა.

  • რა სახის გადახდებია მხარდაჭერილი stripe სისტემის მიერ?

    JotForm-ის Stripe ინტეგრაციით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ერთჯერადი გადახდის ფორმები, დონაციის ფორმები და თუნდაც პერიოდული გადახდის ფორმები.

  • რა განსხვავებაა square-სა და stripe-ს გადახდის სისტემებს შორის?

    განსხვავება არის ტრანზაქციის საკომისიოებს შორის, Stripe-ის შემთხვევაში ეს არის 1.4% + 20p (ევროპული ბარათებისათვის) და 2.9% + 20p (არაევროპული ბარათებისათვის). Square-ს შემთხვევაში ეს არის 2.75%.

  • შესაძლებელია თუ არა ყოველთვიური გადახდების შექმნა Stripe-ს გამოყენებით?

    დიახ, ეს შესაძლებელია. ამისათვის Stripe გადახდის ველის გადახდის ტიპზე აირჩიეთ გამოწერების გაყიდვა. დაკავშირებული გიდი: პერიოდული გადახდები Stripe-თან ერთად.

  • როგორ დავამატო Stripe გადახდის ფორმა clickfunnels-ს?

    მას შემდეგ რაც დააკავშირებთ თქვენს ფორმას Stripe გადახდის ინტეგრაციას, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფორმა clickfunnels-ს ჩვენი iframe ჩაშენების მეთოდის გამოყენებით. იხილეთ გიდი: iframe კოდის მიღება.

  • აუცილებელია თუ არა ჩემ მიერ შექმნილ ყველა ფორმასთან Stripe ანგარიშის დაკავშირება?

    ფორმა, რომელზედაც გსურთ Stripe გადახდების მიღება, თქვენ უნდა დააკავშიროთ Stripe ინტეგრაციას. თუ არ გსურთ ონლაინ გადახდების მიღება, არ არსებობს აუცილებლობა დაამატოთ Stripe გადახდის ინტეგრაცია თქვენს ფორმას.

  • როგორ გამოვიყენო Stripe გადახდის ინტეგრაცია ჩემს ფორმაზე?

  • შესაძლებელია თუ არა Stripe-ს გადახდის ველების შეცვლა?

    არა, გადახდის ინტეგრაციის ველების შეცვლა არ არის შესაძლებელი.

  • როგორ ხდება Stripe გადახდის დამუშავება, მომენტალურად თუ ხელით?

    გადახდის დამუშავება ხდება მომენტალურად, ხოლო საკრედიტო ბარათის ინფორმაციის შეგროვებას ახდენს Stripe გადახდის ველი. თქვენ არ მოგიწევთ საკრედიტო ბარათებიდან თანხის ხელით ჩამოჭრა.

  • შემიძლია თუ არა ჩემს Stripe ანგარიშთან მრავალი ფორმის დაკავშირება

    დიახ, თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ მრავალი ფორმა თქვენს Stripe ანგარიშს.

  • რატომ არ ვიღებ გადახდებს ჩემს Stripe ანგარიშზე?

    თუ თქვენი Stripe ანგარიში სწორად არის დაკავშირებული Stripe-ს გადახდის ინტეგრაციასთან, გთხოვთ გადაამოწმეთ Stripe-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან. თუ პრობლემა კვლავ აქტიურია, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

  • როგორ შევაგროვო იმეილის ინფორმაცია Stripe-თან ერთად?

    შესაძლებელია ფორმაზე არსებული იმეილის ველის კლიენტის იმეილის სახით გამოყენება Stripe-ს დამატებითი პარამეტრების ჩანართის გამოყენებით.

  • რატომ იღებენ ფორმის მომხმარებლები PCI-სთან დაკავშირებულ შეცდომის შეტყობინებას?

    დარწმუნდით რომ თქვენი Stripe ინტეგრაცია არის სათანადოდ დაკავშირებული თქვენს ონლაინ ფორმასთან. თუ პრობლემა კვლავ მეორდება, გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.

  • როგორ შევცვალო ფორმის ვალუტა?

    თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გადახდის ველის ვალუტა ინტეგრაციის პარამეტრებიდან:

    1. დააკლიკეთ თქვენი ფორმის Stripe გადახდის ველს
    2. დააკლიკეთ ჯადოსნური ჯოხის ხატულას რათა გახსნათ გადახდის პარამეტრები
    3. დააკლიკე კბილანას ხატულას რათა იხილოთ ანგარიშის დეტალების სექცია
    4. შეცვალეთ ვალუტა
  • როგორ გამოვიყენო Stripe საკრედიტო ბარათის მონაცემების ავტორიზაციისათვის?

    დიახ, შესაძლებელია მომხმარებლისათვის თანხის ჩამოჭრა მოგვიანებით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიჰყევით მოცემულ გიდს Stripe გადახდის ავტორიზაცია.

  • როგორ მივიღო სასურველი ოდენობის გადახდები Stripe-ს გამოყენებით?

    თუ გსურთ მომხმარებლებმა თვითონვე შეიყვანონ თანხის სასურველი ოდენობა, მაშინ შეცვალეთ თქვენი stripe ინტეგრაციის გადახდის ტიპი მომხმარებლის მიერ შეყვანილი ოდენობით.

  • როგორ შემიძლია გავუგზავნო 'აღწერილობის' ინფორმაცია Stripe-ს?

    Stripe-ს 'აღწერილობის' ველის მნიშვნელობა დამოკიდებულია პროდუქციის სახელზე. თუ ეს არის დონაციის ტიპის ფორმა, თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ 'გადახდის ველის ქვეიარლიყი' და მოხდება მისი აღწერილობის სახით გადაცემა. თქვენ ასევე შეგიძლიათ Stripe-ს გაუგზავნოთ მოკლე ტექსტური ველის მნიშვნელობა. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ მოცემულ გიდს: როგორ გავუგზავნო სასურველი მონაცემები Stripe-ს.

  • რატომ აჩვენებს Stripe გადახდის ველი შეტყობინებას "მოცემული ინტეგრაცია არ არის კონფიგურირებული"?

    ინტეგრაცია აჩვენებს აღნიშნულ შეტყობინებას რადგან თქვენ ჯერ არ დაგიმატებიათ პროდუქცია. ამისათვის დააკლიკეთ თქვენი ფორმის STRIPE გადახდის ველს > დააკლიკეთ პარამეტრების ხატულას > შემდეგ დაამატეთ თქვენი პროდუქცია. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ Stripe-ს კონფიგურაციის შეცდომების გასწორების გიდს.

  • ახდენს თუ არა Jotform ტრანზაქციების საკომისიოს მიღებას?

    არა, როგორც ნებისმიერი სხვა გადახდის ინტეგრაციის შემთხვევაში, ჩვენ არ გახდევინებთ რაიმე სახის ტრანზაქციის საკომისიოს თქვენი ფორმების გავლით Stripe გადახდების მიღებისას. თქვენ იხდით მხოლოდ Stripe-ს სტანდარტულ ტარიფს. დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ Stripe-ს ტრანზაქციის საკომისიოების გვერდს.

  • როგორ მივიღებ ქვითრებს ჩემი Stripe-ს ყოველთვიური გადახდებისათვის?

    ქვითრის გაგზავნა ხდება გადახდის ინტეგრაციის (Stripe) მიერ და ჩვენ არ გვაქვს მასზე პირდაპირი კონტროლი. ჩვენ უზრუნველვყობთ ინვოისებს თქვენი გამოწერის გადახდებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გიდი: როგორ მივიღო ინვოისები Stripe-ს გავლით.

Stripe ACH

  • რა არის ACH გადახდა?

    Stripe-ს მიერ ასევე მხარდაჭერილია ACH გადახდები - პირდაპირ საბანკო ანგარიშებიდან. ACH ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ Stripe ბიზნესის ამერიკელი მომხმარებლებისათვის.

    Stripe-თან ერთად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ACH გადახდები თითქმის ზუსტად ისე, როგორც იღებთ საკრედიტო ბარათის გადახდებს.

  • როგორ მივიღო ACH გადახდები Stripe-ს გამოყენებით?

    ჩვენ გვაქვს Stripe ACH ინტეგრაცია, დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ Stripe ACH გადახდების გიდს.

  • არის თუ არა ACH გადახდები უსაფრთხო?

    ყველა საბარათე ინფორმაცია დაცულია AES-256 დაშიფრვით. დეშიფრაციის კოდების შენახვა ხდება სრულიად განცალკევებულად. Stripe-ს არცერთ შიდა სერვერს არ შეუძლია მიიღოთ საბარათე ინფორმაცია დაუშიფრავი ღია ტექსტური სახით. Stripe-ს შენახვის, დეშიფრაციის და საბარათე ციფრების გადაცემის ფუნქციონალი განლაგებულია განცალკევებულ ჰოსტინგ ინფრასტრუქტურაზე და არ ახდენს რაიმე სახის მონაცემების გაზიარებას Stripe-ს ძირითად სერვისებთან (API, ვებსაიტი და ა.შ.)

  • რა დრო სჭირდება ACH გადახდების დამუშავებას?

    ACH გადახდების დამუშავებას სჭირდება 5 სამუშაო დღემდე. ამიტომაც, ACH გადახდების თქვენს Stripe ბალანსზე ასახვას შესაძლოა დასჭირდეს 7 სამუშაო დღე.

  • როგორ მივიღო თანხა Stripe ACH ანგარიშის გამოყენებით?

    ACH ტიპის გადახდის მისაღებად, თქვენ პირველ რიგში უნდა შეაგროვოთ და დაადასტუროთ თქვენი მომხმარებლების საბანკო ანგარიში და ბანკის კოდი. საბანკო ანგარიშის სათანადო იდენტიფიცირებისათვის, თქვენ ასევე დაგჭირდებათ ანგარიშის მფლობელი პიროვნების ან ორგზანიზაციის სახელი და ანგარიშის ტიპის დასახელება.

Stripe Checkout

  • რა არის Stripe Checkout?

    Stripe Checkout არის დახვეწილი ონლაინ გადახდის გამოცდილება რომელიც საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად მიიღოთ პროდუქციის, მომსახურების, გამოწერებისა და დონაციების გადახდები ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სახის კოდის წერა რათა შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს გადახდის იდეალური გამოცდილება - უბრალოდ დაამატეთ Stripe Checkout თქვენს გადახდის ფორმას და ისარგებლეთ მზა, მომხმარებელზე ოპტიმიზებული გადახდის გვერდით რათა უსაფრთხოდ შეაგროვოთ გადახდები ონლაინ. და როდესაც თქვენ სარგებლობთ Jotform-ის უფასო Stripe Checkout ინტეგრაციით, თქვენ არ იხდით ტრანზაქციის დამატებით საკომისიოებს!

  • რა გადახდის სისტემებია მხარდაჭერილი Stripe Checkout-ის მიერ?

    Stripe Checkout არა მხოლოდ უზრუნველოფს უსაფრთხო ონლაინ საბარათე გადახდებს, ის ასევე გთავაზობთ მრავალ ალტერნატიული გადახდის მეთოდებს, როგორიცაა Google Pay, Apple Pay, Afterpay, iDEAL, Sofort და სხვა. ეს არის მარტივი საშუალება შესთავაზოთ მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტი საშუალება და გააუმჯობესოთ მათი გამოცდილება.

  • როგორ მუშაობს Stripe Checkout?

    Stripe Checkout ფორმის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გადახდის გვერდი, რომელიც ავტომატურად ადაპტირდება თქვენი მომხმარებლების მოწყობილობასა და მდებარეობაზე. როდესაც ქმნით თქვენს ონლაინ გადახდის ფორმას ჩვენი ფორმის მშენებლის გამოყენებით, ინტეგრაციების ჩამონათვალზე აირჩიეთ Stripe Checkout როგორც თქვენი გადახდის სისტემა. დააკავშირეთ თქვენი Stripe ანგარიში და დააყენეთ გადახდის სასურველი პარამეტრები რათა დაიწყოთ Stripe Checkout გადახდების მიღება. მომხმარებლები იხილავენ თქვენს გადახდის ფორმას თავიანთ ენაზე სათანადო ადგილობრივი გადახდის მეთოდებით.

  • არის თუ არა Stripe Checkout PCI შესაბამისი?

    როგორც Jotform, ასევე Stripe Checkout არის PCI შესაბამისი რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის გადახდის უსაფრთხოებას. Stripe ავტომატურად შიფრავს საბარათე მონაცემებს AES-256 მონაცემთა დაშიფვრის სტანდარტით, ხოლო Jotform-ის მონაცემები დაცულია 256-ბიტიანი SSL დაშიფრვით.

  • როგორ მივიღებ თანხას Stripe Checkout-ის გამოყენებით?

    თქვენი Stripe Check-ის გავლით დამუშავებულ ნებისმიერ თანხას მიიღებთ თქვენს საბანკო ანგარიშზე. თანხის გაცემა ხდება თქვენი Stripe პანელის გეგმის შესაბამისად, რომელიც განსხვავდება საქმიანობის ქვეყნის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი დეტალები Stripe Checkout თანხის გაცემის შესახებ აქ.