მთავრობა
ინფორმაციის შეგროვების ყველაზე მარტივი გზა სამთავრობო დაწესებულებებისათვის
Jotform Enterprise არის ფავორიტი ვებ ფორმების შესაქმნელი პლატფორმა სამთავრობო დაწესებულებებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით - როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო დონეზე. Jotform Enterprise არის მარტივი , მოქნილი და მორგებადი, საშუალებას გაძლევთ შექმნათ მშვენიერი, ინდივიდუალიზირებული ფორმები რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, შეგროვებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფით.
სანდო გადაწყვეტილება წამყვანი სამთავრობო დაწესებულებებისათვის
გამოყენებისათვის მზა შაბლონები
დაიწყეთ ახლა მზა შაბლონების გამოყენება სამთავრობო მომხმარებლებისათვის. დაზოგეთ დრო პროფესიონალური ფორმების გამოყენებით.
სარეგისტრაციო ფორმა
დასაქმების ფორმა
დაჯავშნის ფორმა
უსაფრთხოება
შეინარჩუნეთ კონფიდენციალურობა
ინფორმაციის შეგროვებას ყოველთვის ახლდა სირთულეები. Jotform Enterprise შესაძლებელს ხდის თქვენი ორგანიზაციის წევრებისათვის მარტივად შექმნან სასურველი ფორმა და შეაგროვონ ინფორმაცია უსაფრთხო და დაცული გზით. თქვენი მონაცემები შეინახება სპეციალურად თქვენთვის გამოყოფილ სერვერზე, და თქვენ გაქვთ სრული კონტროლი თუ ვის ექნება წვდომა თქვენს ფორმებსა და მონაცემებზე. Jotform ასევე არის SOC 2 შესაბამისი, ასე რომ თქვენი სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოება გარანტირებულია. თუ თქვენ გჭირდებათ შეაგროვოთ სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია, ან გჭირდებათ დამატებითი დონის უსაფრთხოება, Jotform Enterprise ასევე გთავაზობს HIPAA შესაბამისობის ფუნქციონალს. თუ თქვენ აპირებთ მიიღოთ ონლაინ გადახდები, Jotform Enterprise ასევე მოიცავს საბანკო დონის უსაფრთხოებას (PCI-DSS).
დაუკავშირდით გაყიდვებსგაამარტივეთ მონაცემების შეგროვება
გააუმჯობესეთ თქვენი ფორმების პროცესი
თქვენ შეგიძლიათ აღარ იდარდოთ ქაღალდის ფორმების დაბეჭვასა და დარიგებაზე, შემდეგ კი მათი შეგროვების პროცედურებზე. ციფრული ფორმების შევსება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან მობილურის, ტაბლეტის ან კომპიუტერის გამოყენებით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეამოწმოთ და ანალიზი გაუკეთოთ თქვენს მონაცემებს.

სწრაფი და ეფექტური
ინტუიციური ფორმის მშენებელი
Jotform Enterprise-ის ფორმის მშენებლის გამოყენებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სწრაფად შექმნას ფორმები სამშენებლო ნებართვებისათვის, ბიზნეს ლიცენზიებისათვის, დასაქმების აპლიკაციებისათვის ან ღონისძიების ჩასატარებელი სივრცის დასაჯავშნად. JotForm-ის გამოყენება შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის დანიშნულებისამებრ.
დაუკავშირდით გაყიდვებსმარტივი გადახდები
სანდოობა და უსაფრთხოება არის #1
Jotform Enterprise არის PCI DSS პირველი დონის სერვისის შესაბამისობის მიმწოდებელი, ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოება რაც კი შეიძლება გქონდეთ როგორც ბიზნესს რომელიც იღებს გადახდებს საკრედიტო ბარათების გამოყენებით.
გაიგეთ მეტი
თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული
ინტეგრაციები ხდის პროცესს ეფექტურს
Jotform Enterprise მოიცავს ინტეგრაციებს პოპულარული პროგრამული ხელსაწყოებით რომლებიც დაგეხმარებათ მართოთ თქვენი სამუშაო პროცესები. მოცემული ინტეგრაციები მოიცავს ყველაფერს დაწყებული CRM და ღრუბლოვანი საცავების ინტეგრაციებით, გადახდის სისტემებისა და პროექტების მართვით დასრულებული! ამის შემდეგ როდესაც თქვენ ფორმას შეავსებენ, გამოგზავნილი ინფორმაცია ავტომატურად გამოჩნდება თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებშიც ინტეგრაციების პარამეტრების შესაბამისად.
ჭკვიანი PDF
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი PDF-ები
Smart PDF ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აქციოთ PDF კონტრაქტები, სამართლებრივი ხელშეკრულებები და ბიზნეს ფორმები პროფესიონალურ ონლაინ ფორმებად - უწყვეტი ფორმის შევსების გამოცდილება ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემები დაიტანოთ PDF დოკუმენტების ორიგიანლ ვერსიებსზე, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად დაბეჭდოთ, გააზიაროთ და მართოთ თქვენი ჩანაწერები.


თქვენი ანგარიშის გამარტივებული მართვა
ადმინის ხელსაწყოთა პანელით მართვა მომენტალურია
ახლა როცა უკვე შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, დროა გაუკეთოთ მას ანალიზი. ჩვენი მარტივად სამართავი ადმინპანელის ხელსაწყოები დაგეხმარებათ შექმნათ და გამოაქვეყნოთ დინამიური რეპორტები თქვენი ფორმის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ან წაშალოთ მომხმარებლები მაუსის რამოდენიმე კლიკით.
