თავი 1: როგორ დავამატო დონაციის ღილაკი ჩემს ვებსაიტს

25 ოქტომბერი, 2021

არაკომერციული ორგანიზაციის ვებსაიტი შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზაციის პოტენციური კლიენტებისათვის ან დონორებისათვის პირველი წარმდგენი – განსაკუთრებით იმიტომ რომ “ინფორმაციის გადაცემა ადამიანიდან მეორე ადამიანისადმი” ხშირად ხდება ციფრულად, იმეილის, ტექსტური შეტყობინების ან სოციალური ქსელების პლატფორმების გავლით. თქვენი საიტის ყველა ვიზიტორი არის პოტენციური დონორი. როგორ შეგიძლია აქციო რაც შეიძლება მეტი მათგანი დონორად? ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია ონლაინ დონაციის სწრაფი და მარტივი საშუალების უზრუნველყოფა – ეს კი გულისხმობს ფუნქციური დონაციის ღილაკის თქვენს საიტზე გამოჩენილად დამატებას.

არაკომერციული ორგანიზაციის ვებსაიტი შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზაციის პოტენციური კლიენტებისათვის ან დონორებისათვის პირველი წარმდგენი – განსაკუთრებით იმიტომ რომ “ინფორმაციის გადაცემა ადამიანიდან მეორე ადამიანისადმი” ხშირად ხდება ციფრულად, იმეილის, ტექსტური შეტყობინების ან სოციალური ქსელების პლატფორმების გავლით. თქვენი საიტის ყველა ვიზიტორი არის პოტენციური დონორი. როგორ შეგიძლია აქციო რაც შეიძლება მეტი მათგანი დონორად? ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდია ონლაინ დონაციის სწრაფი და მარტივი საშუალების უზრუნველყოფა – ეს კი გულისხმობს ფუნქციური დონაციის ღილაკის თქვენს საიტზე გამოჩენილად დამატებას.

ერთ კლიკს შეუძლია აქციოს ვებსაიტის ვიზიტორები დონორებად

დღესდღეობით, ადამიანთა ყურადღების დროის საშუალო ინტევალია დაახლოებით 8 წამი – დაახლოებით იმდენივე რამდენიც ოქროს თევზის.1 იმისათვის რომ აქციოთ ვებსაიტის ვიზიტორები დონორებად, მნიშვნელოვანია გახადოთ დონაციის პროცესი რაც შეიძლება მოსახერხებელი და სწრაფი, სანამ მათი ყურადღება გადავა სხვა რამეზე.

თავი 1: როგორ დავამატო დონაციის ღილაკი ჩემს ვებსაიტს Image-1

თქვენი ორგანიზაციის ვებსაიტი უნდა ახდენდეს ვიზიტორების მოქმედებისათვის წასახილებას – ამ შემთხვევაში, განახორციელონ დონაცია. არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 2016 წელს შეძლეს საშუალოდ 1.19 დოლარის შეგოვება ვებსაიტის ვიზიტორებისგან. იმ ვიზიტორთა პროცენტობა რომლებმაც მოახდინეს თანხის გაცემა სრული ვებსაიტისათვის იყო 1.2 პროცენტი და 18 პროცენტი დონაციის მთავარი გვერდისათვის.2 ასე რომ, დონაციის ღილაკის ჰქონას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა ვებსაიტის ვიზიტორის პოტენციურ დონორად გარდაქმნაში.

გონივრული დონაციის ღილაკი

დონაციის ღილაკი შეიძლება უბრალოდ ამბობდეს “დონაცია”, “შემოწირვა” ან “დახმარება” – ან შეიზლება მოიცავდეს სხვა შეტყობინებებს როგორიცაა “დაეხმარეთ ახლავე”, “გაიღეთ”, “მხარი დაუჭირეთ ჩვენს საქმიანობას”, “დაგვეხმარეთ შევცვალოთ ადამიანთა ცხოვრება”, “დაგვეხმარეთ”, “დონაციისათვის დააკლიკეთ აქ”, “გაიღეთ შემოწირულობა ახლავე” და სხვა მოქმედებისკენ მოწოდების ტექსტი. შეტყობინება უნდა იყოს მოკლე და მარტივი. ვებსაიტის მთავარ გვერდზე არსებულმა ღილაკმა უნდა გადაიყვანოს მომხმარებლები პირდაპირ დონაციის ფორმაზე, საიტის გვერდი საიდანაც ხალხს შეუძლია მომენტალურად გაიღოს შემოწირულობა.

თუ თქვენს არაკომერციულ ორგანიზაციას აქვს ბრენდინგის გაიდლაინები, დარწმუნდით რომ დონაციის ღილაკი იცავს მათ, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ კონკრეტული ფერის ან ფონტის გამოყენება. ღილაკი უნდა იყოს თვალში მოსახვედრი და მიმზიდველი, მაგრამ არც ისე ძალიან განსხვავებული რომ გამოიყურებოდეს უადგილოდ. დარწმუნდით რომ ფონტი არის მარტივად წაკითხვადი. მომხმარებლებს არ უნდა უხდებოდეთ ვებსაიტის გვერდზე სქროლვა ან დონაციის ღილაკის ძებნა – ის უნდა იყოს შესამჩნევად განთავსებული თქვენი ორგანიზაციის ვებსაიტის მთავარ გვერდზე.

დონაციის ღილაკების საუკეთესო განთავსება

კვლევებმა აჩვენეს რომ ადმაიანების თვალები კითხულობს ვებსაიტებს “F” ან “Z” მოდელის მიხედვით – ეძებს მნიშვნელოვან ინფორმაციას საიტის ზედა ნაწილში.3 ეს კი ნიშნავს იმას რომ ზედა-მარცხენა ნაწილი არის იდეალური ლოგოსათვის, ხოლო ზედა-მარჯვენა ნაწილი კი მოქმედებისკენ მოწოდებისათვის. ქვედა მარჯვენა ნაწილიც ასევე კარგი ადგილია მოქმედებისკენ მოწოდებისათვის.

თავი 1: როგორ დავამატო დონაციის ღილაკი ჩემს ვებსაიტს Image-2

დარწმუნდით რომ დონაციის ღილაკი არ არის მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის ვებსაიტის მთავარ გვერდზე. თქვენ უნდა დაურთოთ აღნიშნული ღილაკი ყველა გვერდს შესამჩნევად – საიტის სათაური არის საუკეთესო ადგილი დონაციის ღილაკის დასამატებლად, ასე რომ ის ავტომატურად გაიმეორებს საკუთარ თავს. დაიმახსოვრეთ, თქვენს დონორებს უნდა სჭირდებოდეთ მხოლოდ ერთი კლიკი რათა მიიღონ დონაციის ფორმა და გაიღონ შემოწირულობა.

დონაციების გვერდზე, გამოიყენეთ ტერმინოლოგია რომელიც ასევე მოუწოდებს მოქმედებისკენ, როგორიცაა მაგალითად “ყველა საჩუქარი მნიშვნელოვანია”. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ “თქვენი საჩუქარი/შემოწირულობა მოხმარდება” და თქვენი ორგანიზაციის კონკრეტული მიზნები, როგორიცაა მაგალითად “თქვენი შემოწირულობა გამოკვებავს მშიერ ბავშვებს” ან “თქვენი დონაცია უზრუნველყოფს სიცოცხლის გადამრჩენ პრეპარატებს”.

კვლევა: ყველაზე მაღალშემოსავლიანი არაკომერციული ორგანიზაციების დონაციების ღილაკები

2016 წლის 10 ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციები იყო United Way Worldwide, Task Force for Global Health, Feeding America, Salvation Army, YMCA of the USA, St. Jude Children’s Research Hospital, Food for the Poor, Boys & Girls Club of America, Catholic Charities USA და Goodwill Industries International.4 ყველა მათგანს აქვს მძლავრი ვებსაიტი.

The United Way-ს თავისი ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს დონაციის ყვითელი ღილაკი. ღილაკზე სულ რაღაც ერთი კლიკით მომხმარებლები გადადიან დონაციის გვერდზე რომელიც მოუწოდებს მოქმედებისათვის (“დაეხმარეთ ჩვენს საქმიანობას”) და განთავსებულია დონაციის ფორმა.

Feeding America იყენებს ღია წითელი ფერის ღილაკს მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა ნაწილში. ვიზიტორის მიერ მაუსის მიტანისას ის ანათებს მწვანედ. დაკლიკების შემდეგ, მომხმარებლების გადაყვანა ხდება დონაციის გვერდზე შეტყობინებით “დაგვეხმარეთ დავამთავროთ შიმშილი დღესვე”. The Salvation Army იყენებს ფრაზას “დაეხმარე The Salvation Army-ს გადაარჩინოს სიცოცხლე” და St. Jude Children-ის ჰოსპიტალის დონაციის გვერდი ამბობს, “გაიღეთ შემოწირულობა რათა განკურნოთ კიბო ბავშვებში” – უდავო მიზეზი დონაციისათვის!

მიხვდით მოდელს? ყველა მსხვილ არაკომერციულ ორგანიზაციას განთავსებულიაქვს დონაციის ღილაკი წინა და ცენტრალურ ნაწილში, სთავაზობს მარტივ მაგრამ მძლავრ მოწოდებას მოქმედებისაკენ როგორც მთავარ, ასევე დონაციის გვერდზე. მომხმარებლებს სჭირდება მხოლოდ ერთი კლიკი რათა გაიღოს შემოწირულობა. Jotform გთავაზობთ დონაციის ღილაკების დიდებულ მაგალითებს.

როგორ შექმნათ და დააყენოთ დონაციის ღილაკი თქვენს ვებსაიტზე

თუ თქვენ გყავთ საკუთარი ვებ გუნდი ან გყავთ ვებ სერვისების მომწოდებელი კომპანია, სთხოვეთ მათ შექმნან ფუნქციონალური დონაციის ღილაკი თქვენი საიტისათვის. წარუდგინეთ დონაციის ღილაკების მაგალითები რომლებიც იდეალურ თავსებადობაშია როგორც ენის ასევე დიზაინის მხრივ.

თუ თქვენივე ორგანიზაცია ახდენს ვებსაიტის მართვას კონტენტის მართვის სისტემის (CMS) გამოყენებით როგორიცაა WordPress, Squarespace, Blogger ან Weebly, შეამოწმეთ ხელმისაწვდომია თუ არა პლაგინი ან ვიჯეტი. მრავალი პლაგინი საშუალებას აძლევს აღნიშნულ ვებსაიტებს აჩვენონ დონაციის ღილაკი საიტის სათაურში და ისინი მუშაობენ PayPal-ის დონაციების სისტემის ან სხვა მსგავსი აპლიკაციების გამოყენებით რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ და დაამუშაოთ დონაციები ონლაინ.

თავი 1: როგორ დავამატო დონაციის ღილაკი ჩემს ვებსაიტს Image-3

იყენებს თქვენი ორგანიზაცია მონაცემთა ბაზას როგორიცაა მაგალთად Raiser’s Edge ან მსგავსი? შეამოწმეთ თქვენი მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან გთავაზობთ თუ არა დონაციის ღილაკს ან ფორმას რომელიც თავსებადია თქვენს არსებულ მონაცემთა ბაზასთან. მრავალი მათგანი გთავაზობთ ხელსაწყოებს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია დონაციების ფორმების შექმნა და დაყენება, ხოლო დონაციების თქვენს მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირება.

თუ ზემოთ მოცემული არც ერთი ვარიანტი არ მუშაობს თქვენთვის, თქვენ კვლავ გაქვთ მრავალი გზა დონაციის ღილაკის შესამუშავებლად და თქვენს საიტზე ჩასასმელად. ყველაცე პოპულარული ვარიანტებია PayPal, Stripe, Donorbox და Jotform. აღნიშნული კომპანიების უმრავლესობა (მათ შორის PayPal და Stripe), იტოვებს საკომისიოს თითოეული ტრანზაქციიდან, მაგრამ ისინი ასევე სთავაზობენ ფასდაკლებას არაკომერციულ ორგანიზაციებს. სხვები სთავაზობენ გადახდას სხვადასხვა დონეების მიხედვით – ზოგიერთი სრუილად უფასოდაც კი ყოველთვიურად გარკვეული რაოდენობის ტრანზაქციებზე ნაკლები ოდენობის შემთხვევაში.

ყველა მოცემული პროგრამის კომპანიას შეუძლია თქვენთვის HTML კოდის მიწოდება რათა დაამატოთ დონაციის ღილაკი და ნებისმიერი სასურველი ფორმა თქვენს ვებსაიტს. თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ და ჩასვათ კოდი თქვენს ვებსაიტზე ვებსაიტის რედაქტორის გამოყენებით.

მას შემდეგ რაც თქვენ გაქვთ დონაციის ღილაკი თქვენს ვებსაიტზე, თქვენ შეგიძლიათ მისი ასევე დართვა იმეილებისათვის რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს პირდაპირ გადავიდნენ შემოწირულობის გვერდზე. ამას შეიძლება დასჭირდოს ცოტა მეტი დრო და ძალისხმევა, მაგრამ ცხადია რომ აზრიანად შექმნილ დონაციის ღილაკს შეუძლია მისი ანაზღაურება.


1 Time, “You Now Have a Shorter Attention Span Than a Goldfish”https://time.com/3858309/attention-spans-goldfish/

2 M&R Benchmarks 2017 https://mrbenchmarks.com/

3 Creative Bloq, “How the Human Eye Reads a Website https://www.creativebloq.com/ux/how-human-eye-reads-website-111413463

4 Forbes, “The Largest U.S. Charities For 2016” https://www.forbes.com/sites/williampbarrett/2016/12/14/the-largest-u-s-charities-for-2016/#2cc43a594abb

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.