ფუნქციონალი

Jotform-ის ონლაინ გადახდის ფუნქციონალი

დაცული PCI შესაბამისობით, მობილურზე მორგებული ინტერფეისით, ტრანზაქციებით დამატებითი საკომისიოების გაუქმებით, და 30+ გადახდის სისტემით უფასო პაკეტზე, Jotform წარმოუდგენლად ამარტივებს უსაფრთხო ონლაინ გადახდების მიღებას. გაიგეთ მეტი

ან

შეაგროვეთ სადებეტო და საკრედიტო ბარათის გადახდები

მიიღეთ სადებეტო ან საკრედიტო გადახდები ონლაინ - ტრანზაქციის დამატებითი საკომისიოს გადახდის გარეშე! Jotform არასდროს გახდევინებთ დამატებით თანხას, რათა მიიღოთ გადახდები თქვენი ონლაინ ფორმების გავლით, ასე რომ თქვენ მოგიწევთ მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული გადახდის სისტემის სტანდარტული ტარიფის გადახდა. ხოლო 35+ ხელმისაწვდომი გადახდის სისტემა, საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ გადახდები ასობით ვალუტასა და ქვეყნიდან.

მართეთ თქვენი მარაგები ონლაინ

შექმენით პროფესიონალური ონლაინ სასაქონლო–მატერიალური მარაგები თქვენი ბიზნესის პროდუქციისათვის. ჩვენი მარაგების კონტროლის უფასო ხელსაწყოს გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი პროდუქციის ხელმისაწვდომი ოდენობები რათა პერსონალურად ადევნოთ თვალყური თუ რამდენია მარაგში დარჩენილი პროდუქციის რაოდენობა - და ავტომატურად გააგზავნეთ იმეილ შეტყობინებები, რომლებიც გამცნობებენ ამოწურვის პირას მყოფი პროდუქციის შესახებ.

მომენტალურად დააგენერირეთ ინვოისები

დააგენერირეთ ინვოისები, რათა საშუალება მისცეთ თქვენს მომხმარებლებს, შეუკვეთონ ახლა და გადაიხადონ მოგვიანებით. გამოიყენეთ ჩვენი PayPal ინვოისირების ინტეგრაცია, რათა მომენტალურად გაგზავნოთ ინვოისები, რომლის გადახდაც შესაძლებელია PayPal-ის გავლით ან ჩვენი შესყიდვის შეკვეთის სისტემა, რათა გაგზავნოთ სასურველი PDF ინვოისები და შეაგროვოთ გადახდები ოფლაინ.

პროდუქციის კატეგორიზაცია

ყიდით ერთდროულად მრავალ პროდუქტს? დაყავით ისინი კატეგორიებად თქვენს შეკვეთის ფორმებზე და გაუმარტივეთ მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის დათვალიერება.

წარმოაჩინეთ თქვენი პროდუქცია

გახადეთ თქვენი გადახდის ფორმები უფრო მეტად მიმზიდველი - და გაზარდეთ გაყიდვები! აჩვენეთ თქვენი უნიკალური პროდუქცია ბარათების სახით, გახადეთ უფრო მეტად შესამჩნევი, ცოცხალი, და მარტივად მოძიებადი.

დაამატეთ შეკვეთის მინიმალური ოდენობა

გაზარდეთ მოგება თქვენს ფორმებზე შეკვეთის მინიმალური ოდენობის დაყენებით. აღნიშნული ფუნქციონალი გააჩნია ყველა 30+ ყველა გადახდის ინტეგრაციას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად ადევნოთ თფვალყური თქვენი ბიზნესის ხარჯებსა და შემოსავლებს.

გადახდის პარამეტრები ყველა ბიზნესისათვის

არ აქვს მნიშვნელობა გსურთ მიიღოთ ერთჯერადი გადახდები თქვენი პროდუქციისთვის, პერიოდული გადახდები გამოწერის ან დონაციებისათვის, ან გამოიყენოთ შესყიდვის შეკვეთა ოფლაინ გადახდების შესასრულებლად, Jotform გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადახდის სისტემების ფართო არჩევანს.

Accept Donations Online

მიიღეთ დონაციები ონლაინ

დაამატეთ დონაციის უფასო ფორმა თქვენს ვებსაიტს და გაზარდეთ თქვენი საქველმოქმედო ან არაკომერციული ორგანიზაციის დონაციები. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ ერთჯერადი ან პერიოდული დონაციები - ვინაიდან JotFirm არასდროს გახდევინებთ ტრანზაქციის დამატებით საკომისიოს, თქვენ მოგიწევთ მხოლოდ თქვენი ფავორიტი გადახდის სისტემის სტანდარტული ტარიფის გადახდა.

Collect Registration Fees

შეაგროვეთ რეგისტრაციის საფასური

დაარეგისტრირეთ ახალი წევრები, ღონისძიების სტუმრები, სტუდეტები, პაციენტები და მრავალი სხვა. შექმენით მოქნილი ონლაინ რეგისტრაციის ფორმა, რომელიც ერთდროულად აგროვებს საკონტაქტო ინფორმაციას და საფასურის გადახდებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეაგროვოთ პერიოდული გამოწერის გადახდები ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ან წლიური საფასურებისათვის!

დააგენერირეთ გამჭრიახი
გადახდის რეპორტები

მოახდინეთ შეკვეთების, დონაციების და გადახდების ანალიზი, რათა უკეთესად წარმოადგინოთ მონაცემები და გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი. შექმენით და მომენტალურად გაუზიარეთ სასურველი ლაივ რეპორტები თანამშრომლებს Jotform-ის რეპორტის მშენებლის გამოყენებით.

Securely Process Payment Data

უსაფრთხოდ დაამუშავეთ გადახდის მონაცემები

ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომაც მომხმარებლის გადახდის დეტალები დაცულია PCI DSS დონე 1 შესაბამისობით. გარდა ამისა, JorForm უზრუნველყოფს გადახდის მონაცემების დაცვას 256 ბიტიანი SSL კავშირით, PSD2, CCPA და GDPR შესაბამისობით, სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ფორმის მონაცემების დაშიფრვის ფუნქციონალის გააქტიურება — უზრუნველყოფთ უმაღლესი დონის უსაფრთხოებას თქვენი მომხმარებლებისათვის.

Charge Customers Later

მომხმარებლისთვის თანხის ჩამოჭრა მოგვიანებით

Use Jotform’s payment authorization feature to secure payment information now and charge your customers later. Currently available via Square, Stripe, Paypal Commerce & Standard, Braintree, Eway and Authorize.Net, the feature helps ensure you’ll get paid, while also making sure customers are charged exactly when you want to be.

100+ ინტეგრაცია

დაზოგეთ დრო და ფული თქვენი სამუშაო პროცესების ავტომატიზაციით ჩვენი სრულიად უფასო ინტეგრაციების გამოყენებით. შეუფერხებლად მიიღეთ გადახდები თქვენი ფორმების გავლით და შესთავაზეთ მრავალი სახის ონლაინ გადახდის ფუნქციონალი 30+ გადახდის სისტემის გამოყენებით, როგორიცაა Square და PayPal. თქვენ ასევე შეგიძლიათ ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები ფავორიტ ხელსაწყოებს, მათ შორის Google ცხრილები, Google კალენდარი, Dropbox, Mailchimp, Airtable, და მრავალი სხვა!

შესთავაზეთ მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტი საშუალება

შესთავაზეთ მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტი საშუალება და გაზარდეთ გაყიდვები. Jotform-ის 30+ გადახდის ინტეგრაციის უმრავლესობა გთავაზობთ გადახდის მრავალ ვარიანტს — როგორიცაა ჩვენი Mollie-ს ინტეგრაცია 19 განსხვავებული გადახდის მეთოდით, მათ შორის iDEAL, Apple Pay, და Klarna და PayPal ბიზნესის ცხრა გადახდის მეთოდი დამატებით საკრედიტო ბარათებისა და PayPal გადახდებისა და ასევე Stripe ინტეგრაციის Google Pay და Apple Pay გადახდის ფუნქციონალი.

შექმენით გასაოცარი ონლაინ მაღაზია

მოხიბლეთ მომხმარებლები თქვენი პროდუქციით, თქვენს ბრენდზე მორგებული პროფესიონალური ონლაინ მაღაზიის გამოყენებით. დაამატეთ პროდუქციის სურათები და აღწერა, გაფილტრეთ პროდუქცია კატეგორიებად, ან გააქტიურეთ ძებნის ველი რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს მარტივად დაათვალიერონ თქვენი პროდუქცია. Jotform-ის ინტუიციური ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ შექმნათ დახვეწილი ონლაინ მაღაზია სულ რამოდენიმე კლიკით!

დაამუშავეთ ფასდაკლებები, კუპონები და პრომო კოდები

საშუალება მიეცით მომხმარებლებს შეიყვანონ ფასდაკლების კოდები და კუპონები თქვენს შეკვეთის ფორმაზე. ნებისმერი სახის კოდის წერის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სასურველი ვალიდური კუპონები და ფასდაკლების კოდები . თქვენი ფორმა ავტომატურად მოიცავს ფასდაკლებას, როდესაც ითვლის ჯამურ ფასს!

გამოითვალეთ გაყიდვის გადასახადი

დააკავშირეთ თქვენი ონლაინ გადახდის ფორმა ინტეგრაციებს, როგორიცაა PayPal, Square, Stripe, Authorize.Net ან 2CheckOut რათა მიუთითოთ გაყიდვის გადასახადი თქვენს პროდუქციას. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ფიქსირებული გადასახადის ოდენობა ან დამატებითი საფასური მდებარეობის მიხედვის.

დაამატეთ მიწოდების საფასური

მიუთითეთ თქვენი ონლაინ ფორმების გავლით შეძენილი პროდუქციის მიწოდების ღირებულება. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ მიწოდების ღირებულება თითოეული შეძენილი პროდუქციისათვის ან აირჩიოთ სტანდარტული ფასი თითოეული ტრანზაქციისათვის. ხოლო ჩვენი PayPal ინტეგრაციის გამოყენებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ თითოეული პროდუქტის წონის მნიშვნელობა წონაზე დაფუძნებული მიწოდების ღირებულებისათვის.

უფრო მეტი ვიდრე გადახდის სისტემა

Jotform აკეთებს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ მომხმარებლის ინფორმაციის და გადახდების დამუშავებაა. ჩვენი უნივერსალური ფორმის მშენებლის გამოყენებით, შესაძლებლობები უსაზღვროა - თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ მომხმარებლის უკუკავშირი, ატვირთული ფაილები და ელექტრონული ხელმოწერები, გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, დააყენოთ ჭკვიანი პირობითი ლოგიკა და მრავალი სხვა.

მიიღეთ ჩეკის და ACH გადახდები

მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ თქვენს პროდუქციას, როდესაც შეუძლიათ მათთვის სასურველი მეთოდით გადახდა - ასე რომ შეუქმენით თქვენს მომხმარებლებს გადახდის უფრო მეტი თავისუფლება! დაამუშავეთ ონლაინ ჩეკის გადახდები eCheck.Net-ის გამოყენებით, შეაგროვეთ პირდაპირი საბანკო გადარიცხვები Stripe ACH-ის გავლით, და მრავალი სხვა.

გამოსცადეთ თქვენი გადახდის ინტეგრაციები

შეამოწმეთ მუშაობს თუ არა ფორმის გადახდის სისტემა, სანამ დაიწყებთ მომხმარებლებისგან რეალური გადახდების მიღებას. გააქტიურეთ სენდბოქსი სატესტო რეჟიმის გამოყენებით, რათა გამოსცადოთ თქვენი ფორმა რეალური თანხის გაგზავნის გარეშე, ასე რომ შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორ ხდება გადახდების დამუშავება და შეცდომის შეტყობინებების ჩვენება სასურველი გადახდის სისტემით სარგებლობისას.

მობილურის უფასო აპლიკაცია სმარტფონებისა და ტაბლეტებისათვის

Jotform-ის ყველა ფორმა მორგებულია მობილურზე, ამიტომაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად შეავსონ თქვენი გადახდის ფორმა სასურველი მოწყობილობიდან. დამატებით, ჩვენი Jotform მობილური ფორმების უფასო აპლიკაცია მომენტალურად გამოგიგზავნით შეტყობინებებს ფორმის თითოეული გამოხმაურებისთვის, ასე რომ მუდმივად იქნებით ინფორმირებული.

Automatically Respond to Customers

უპასუხეთ მომხმარებლებს ავტომატურად

გაუგზავნეთ მომხმარებლებს თავიანთი ქვითარი, როგორც კი შეასრულებენ გადახდას თქვენი ფორმის გავლით. ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააყენოთ ავტომოპასუხე, რომელიც მომენტალურად გაუგზავნის მომხმარებლებს მორგებულ PDF ქვითარს ან დასტურის წერილს შეკვეთის დეტალებთან ერთად.