როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე

9 იანვარი, 2023

IPN (გადახდის მომენტალური შეტყობინება) არის POST შეტყობინება რომელიც იგზავნება PayPal-ის მიერ (სტანდარტული მერჩანტის ანგარიშებისათვის) როდესაც ტრანზაქცია სრულდება თავიანთ მხარეს. აღნიშნული შეტყობინება შეიცავს ფორმის მომხმარებლის მიერ შესრულებული ტრანზაქციის ყველა მონაცემს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ არასრული გადახდების ხდკ.

როგორ დავაყენო PayPal IPN პარამეტრები? 

1. შედით თქვენს PayPal ანგარიშში

2. გადადით თქვენი ანგარიშის პარამეტრების გვერდზე:

როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე Image-1
  1. ანგარიშის პარამეტრების გვერდზე, დააკლიკეთ ვებსაიტის გადახდებს რომელიც მოცემულია პროდუქტებისა და სერვისების ჩანართის ქვემოთ.
  2. დააკლიკეთ განახლების ლინკს, რომელიც მოცემულია გადახდის მომენტალური შეტყობინებების პარამეტრის ქვემოთ.
როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე Image-2
  1. დააკლიკეთ IPN პარამეტრების არჩევის ღილაკს რათა მიუთითოთ თქვენი მსმენელის URL მისამართი და გააქტიუროთ ის.
როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე Image-3
  1. მიუთითეთ საწყისი URL მისამართი თქვენი მსმენელისათვის შეტყობინების URL ველში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ https://ipn.jotform.com/ipns/paypal.php.

შენიშნვა: არ არის აუცილებელი საწყისი მისამართის მითითება. მთავარია IPN გქონდეთ გააქტიურებული.

  1. აირჩიეთ IPN შეტყობინებების მიღება (გააქტიურებული) რათა ჩართოთ თქვენი მსმენელი.
როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე Image-4
  1. დააკლიკეთ შენახვას. გამოჩნდება დადასტურების ეკრანი რომელიც გამცნობებ IPN-ის გააქტიურების შესახებ.
როგორ გავააქტიურო IPN ჩემს PayPal ანგარიშზე Image-5
  1. დააკლიკეთ პროფილის შეჯამების გვერდზე დაბრუნებას რათა დაბრუნდეთ თქვენ პროფილზე.
დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს:

ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ხელმისაწვდომია 24/7 და პასუხის საშუალო დრო შეადგენს ერთიდან ორ საათამდე პერიოდს.
დაგვიკავშირდით

მხარდაჭერის ფორუმი: https://www.jotform.com/answers/

დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს: https://www.jotform.com/contact/

კომენტარის გაგზავნა:

Jotform Avatar
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.

Podo Comment იყავით პირველი ვინც დააკომენტარებს.