ბიუჯეტის ცხრილები

1 შაბლონები

რესტორნის ბიუჯეტის შაბლონი

თვლაყური ადევნეთ კომუნალურების, შრომითი ანაზღაურების და პროდუქციის მარაგების ხარჯებს რათა დააბალანსოთ თქვენი რესტორნის ბიუჯეტი ონლაინ მოცემული უფასო შაბლონის გამოყენებით. Jotform ცხრილების გამოყენებით - მრავალფუნქციური მონაცემთა ბაზისა და ელექტრონული ცხრილის ჰიბრიდი - თქვენ შეგიძლიათ ექსპერტულად მართოთ თქვენი ხარჯები, გადმოწეროთ თქვენი ბიუჯეტი PDF ან CSV ფაილის სახით და გააზიაროთ თქვენი ცხრილი რათა იმუშაოთ გუნდის წევრებთან ერთად ონლაინ. მარტივად შეავსეთ თანდართული ონლაინ ფორმა, შეიტანეთ თქვენი ხარჯების დეტალები ან ატვირთეთ არსებული CSV ან Excel ბიუჯეტი. გსურთ მოარგოთ მოცემული რესტორნის ბიუჯეტის შაბლონი? თავისუფლად დაამატეთ სასურველი სვეტები, დაურთეთ მზა გამოთვლები რათა დაიანგარიშოთ ჯამური ოდენობები ან წარმოადგინეთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, ბარათის და კალენდარის სახით რათა უფრო მარტივად იპოვოთ სასურველი ინფორმაცია. და თუ გსურთ გააზიაროთ თქვენი ელექტრონული ცხრილი, თქვენ შეგეძლებათ სრულად გააკონტროლოთ თუ რა სახის წვდომა ექნებათ სხვა მომხმარებლებს. გაამარტივეთ თქვენი რესტორნის ბიუჯეტის მართვა და გაზარდეთ თქვენი ბიზნესის შემოსავალი მოცემული რესტორნის ბიუჯეტის შაბლონის გამოყენებით.

ბიუჯეტის ცხრილები

About ბიუჯეტის ცხრილები

თვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს და მართეთ თქვენი ბიუჯეტი ონლაინ Jotform-ის ბიუჯეტის უფასო შაბლონების გამოყენებით! არ აქვს მნიშვნელობა მართავთ მიმდინარე ანგარიშებს თქვენი ბიზნესისათვის ან თვალყურს ადევნებთ გადახდეს სახლში, ექსპერტულად მართეთ თქვენი ბიუჯეტი პროფესიონალური ონლაინ ელექტრონული ცხრილის გამოყენებით. აირჩიეთ სასურველი შაბლონი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს საჭიროებებთან და შეიტანეთ სასურველი ცვლილებები ჩვენი მეგობრული ინტერფეისის გამოყენებით. როგორც კი მომხმარებელი შეავსებს თანდართულ ფორმას, მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ელექტრონულ ცხრილზე. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენი ელექტრონული ცხრილის მონაცემები PDF, CSV ან Excel ფაილების სახით ან გაუზიაროთ კოლეგებს ონლაინ!

მარტივად მოარგეთ თქვენ მიერ არჩეული ბიუჯეტის ცხრილის შაბლონი - რამოდენიმე კლიკით თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი რიგები და ჩანართები, განაახლოთ იარლიყის სახელები და ფერები, შეცვალოთ განლაგება და აირჩიოთ მონაცემების ჩვენების ფორმატი. გამოიყენეთ სწრაფი გამოთვლების ფუნქციონალი რათა ავტომატურად დაიანგარიშოთ ჯამური ოდენობები. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის ბიუჯეტს მართავთ, Jotform-ის ბიუჯეტის ცხრილები გაგიმარტივებთ გადახდების ჩანაწერების წარმოებასა და მართვას ნებისმიერი მოწყობილობიდან.