განათლების შაბლონები

4 შაბლონები

ყოველთვიური დასწრების ცხრილი

თუ თქვენს გსურთ გააკონტროლოთ თქვენი სკოლის მოსწავლეების, კომპანიის თანამშრომლების ან ორგანიზაციის მოხალისეების სწრებადობა, გამოიყენეთ მოცემული ყოველთვიური დასწრების ცხრილი და გაამარტივეთ ჩანაწერების მართვა. დასაწყებად, მოარგეთ შაბლონი თქვენს ორგანიზაციას და შეიტანეთ დასწრების ინფორმაცია ნებისმიერი მოწყობილობიდან. თავისუფლად გადმოწერეთ თქვენი ელექტრონული ცხრილი CSV, PDF ან Excel დოკუმენტების სახით რათა სწრაფად გააზიაროთ თქვენი დასწრების ჩანაწერები ონლაინ. მოარგეთ მოცემული ელექტრონული ცხრილი რამოდენიმე მარტივი კლიკით Jotform-ის მეგობრული ინტერფეისის გამოყენებით - დაამატეთ ახალი იარლიყები ან ფერები, შეცვალეთ რიგებისა და სვეტების განლაგება, განაცალკევეთ საკლასო ოთახები, თანამშრომელთა დეპარტამენტები ან მოხალისეთა ჯგუფები სხვადასხვა ჩანართებში. გამოიყენეთ მოცემული ყოველთვიური დასწრების ცხრილი და მარტივად აწარმოეთ დასწრების აღრიცხვა - დაზოგეთ დრო და ძალისხმევა.

დასწრების ცხრილები

მოსწავლეების დასწრების ცხრილი

არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ სასწავლო ეტაპზე ასწავლით, ჩვენი მოსწავლეების დასწრების ცხრილი დაგეხმარებათ მარტივად ადევნოთ თვალყური მოსწავლეების სწრებადობას. მარტივად შეიტანეთ მოსწავლის სახელი და დასწრების ინფორმაცია ელექტრონულ ცხრილში თქვენი კომპიუტერით ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით - ან საშუალება მიეცით მოსწავლეებს შეავსონ ფორმა ყოველი სასწავლო კლასის ბოლოს. ჩანაწერები მომენტალურად შეინახება ელექტრონულ ცხრილში, რათა მარტივად იხილოთ, გადმოწეროთ PDF, CSV ან Excel ცხრილის სახით ან დაბეჭდოთ თქვენი კლასის ჩანაწერები. თქვენ არ გჭირდებათ კოდის წერა რათა მოარგოთ თქვენი მოსწავლეების დასწრების ცხრილი თქვენს კლასს. მარტივად დაამატეთ რიგები და სვეტები, შექმენით ფერადი იარლიყები, გაანაწილეთ კლასები სხვადასხვა ჩანართებში და გაფილტრეთ მონაცემები ჯგუფების მიხედვით. როგორც კი შექმნით დასწრების სასურველ ცხრილს, თქვენ მიიღებთ მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ეფექტურ პლატფორმას და სრულად დაემშვიდობებით ქაღალდის ცხრილების გამოყენებას!

დასწრების ცხრილები

მოსწავლის პროგრესის ჩანაწერების ცხრ?

ჩაიწერეთ და გააკონტროლეთ თქვენი მოსწავლეების პროგრესი Jotform-ის უფასო მოსწავლის პროგრესის ჩანაწერების ონლაინ ცხრილის გამოყენებით. მოცემული ცხრილის უფასო შაბლონი მუშაობს მოსწავლის წარმადობის შეფასების ფორმასთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ ნებისმიერი მოწყობილობიდან და ავტომატურად შეავსოთ თქვენი ცხრილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ მონაცემები არსებული ფაილებიდან თქვენს ცხრილში და ერთი სივრცის ქვეშ ადევნოთ თვალყური ყველა მოსწავლის ინფორმაციას. მოცემული მოსწავლის პროგრესის ჩანაწერების ცხრილი დაყოფილია სხვადასხვა ჩანართებად თითოეული მოსწავლისათვის და თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად შეიტანოთ სასურველი ცვლილებები რათა მოარგოთ იგი თქვენს მოთხოვნებს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რიგები და სვეტები, შექმენით ახალი ჩანართები, დააყენეთ ფილტრები და ფორმულები რათა ავტომატურად დაალაგოთ თქვენი მონაცემები. თქვენ ასევე შეგეძლებათ წარმოადგინოთ მონაცემები კალენდარის, ბარათის ან ატვირთული ფაილების ხედით რათა უფრო მარტივად მიიღოთ წვდომა სასურველ მონაცემებზე. მოსწავლეების მონაცემების მართვა ონლაინ არ უნდა იყოს ზედმეტი თავის ტკივილი, ამიტომაც დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და გადაერთეთ ციფრული ფორმების გამოყენებაზე.

მეთვალყურეობის შაბლონები

სტუდენტის ინფორმაციის ცხრილი

არ აქვს მნიშვნელობა აგროვებთ სტუდენტის ინფორმაციას თქვენი კლასის, სკოლის ან სკოლის შემდგომი პროგრამებისათვის, ჩვენი უფასო ონლაინ სტუდენტის ინფორმაციის ცხრილი დაგეხმარებათ შეაგროვოთ და შეინახოთ სტუდენტის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერთ დაცულ სივრცეში. მარტივად მოარგეთ და ჩასვით თანდართული ფორმა თქვენი სკოლის ვებ-გვერდზე. როგორც კი სტუდენტები დაიწყებენ ფორმის შევსებას, მათი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და პერსონალური დეტალები ავტომატურად გამოჩნდება სტუდენტის ინფორმაციის ცხრილზე. მარტივად შეცვალეთ სვეტების განლაგება, აირჩიეთ იარლიყები და განაცალკევეთ სტუდენტების ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში. როგორც კი შექმნით სასურველ ცხრილს, თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ სტუდენტის ინფორმაციის ცხრილი ნებისმიერი მოწყობილობიდან, გადმოწეროთ PDF, CSV და Excel ფაილის სახით, დაბეჭდოთ სკოლის ჩანაწერებისათვის და გაუზიაროთ სხვა მასწავლებლებს და პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობას. შეინახეთ სტუდენტის ინფორმაცია მოცემული ცხრილის გამოყენებით - დაზოგეთ დრო და ძალისხმევა.

განათლება

About განათლება

მასწავლებლის მთავარი საზრუნავი საკლასო ოთახის მართვაა - ასე რომ საშუალება მიეცით Jotform-ს გაგიმარტივოთ აღნიშნული პროცესი. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კლასს ან საგანს ასწავლით, ჩვენი განათლების ცხრილების უფასო ონლაინ შაბლონები გაგიმარტივებთ სტუდენტთა ინფორმაციის შენახვასა და მართვას დაცული და მარტივად წვდომადი სამუშაო სივრცის გამოყენებით.


დასაწყებად, აირჩიეთ განათლების ცხრილის სასურველი შაბლონები - მოსწავლეების დასწრების ცხრილებით დაწყებული, ნიშნების ცხრილებით დამთავრებული. შემდეგ მარტივად დაამატეთ გამოყოფილი ჩანართები, შექმენით ახალი იარლიყები ან შეცვალეთ მონაცემების ჩვენების ფორმატი. თქვენ შეგეძლებათ შეიტანოთ ინფორმაცია პირდაპირ ელექტრონულ ცხრილში ან შეავსოთ თანდართული ფორმა, რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მონაცემები თქვენს ცხრილს. თქვენ შეგეძლებათ გამოიყენოთ თქვენი განათლების ცხრილები ნებისმიერი მოწყობილობიდან, გადმოწეროთ PDF, CSV ან Excel ფაილის სახით, დაბეჭდოთ თქვენი ჩანაწერებისათვის ან გაუზიაროთ მშობლებს და პროფესორ-მასწავლებლებს.