ადამიანური რესურსების შაბლონები

3 შაბლონები

თანამშრომლების დავალებების სიის შაბ?

თანამშრომლის დავალებების სიის შაბლონი არის ონლაინ ელექტრონული ცხრილი რომელიც გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ თანამშრომელთა დავალებებს. იდეალურია მენეჯერებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისათვის - მოცემული თანამშრომლის დავალებების განაწილების შაბლონი საშუალებას გაძლევთ მიამაგროთ თანამშრომლებს დავალებები, დააყენოთ დასრულების ვადები და გააკონტროლოთ მათი პროგრესი - მარტივად დაამატეთ თქვენი თანამშრომელი და დავალებები და გაანახლეთ ელექტრონული ცხრილი. ინფორმაციის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან და თქვენ შეგიძლიათ ასევე იხილოთ თქვენი დავალებები კალენდარის სახით რათა უფრო მარტივად გააკონტროლოთ დასრულების ვადები. დაამატეთ უნიკალური იარლიყის ფერები დავალების სტატუსებს, ჩასვით თქვენი დასრულების ვადები კალენდარში ან დაამატეთ ახალი რიგები და სვეტები რათა დაურთოთ ახალი თანამშრომლები. მოცემული შაბლონის მორგებას სჭირდება რამოდენიმე კლიკი - არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ზომის გუნდს მართავთ - ონლაინ ელექტრონული ცხრილების გამოყენებას შეუძლია გაგიმარტივოთ სამუშაო პროცესი - გამოიყენეთ Jotform-ის თანამშრომლის დავალებების განაწილების შაბლონი რათა მართოთ თანამშრომელთა დავალებები და გაზარდოთ პროდუქტიულობა.

Task List Templates

შვებულების ფორმა გათავისუფლება ავადმყოფობის გამო

შვებულების ჩანაწერების ელექტრონული ცხრილი გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ თანამშრომლის შვებულების დეტალებს ან გათავისუფლებას ავადმყოფობის გამო. არ აქვს მნიშვნელობა მართავთ მცირე სტარტაპს ან მსხვილი კომპანიის HR დეპარტამენტს, ჩვენი შვებულების ჩანაწერების ელექტრონული ცხრილი დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ თქვენს თანამშრომლებს. როდესაც თქვენი თანამშრომლები მოითხოვენ შვებულებას, მარტივად შეიყვანეთ მათი სახელი, დეპარტამენტი, თანამდებობა, შვებულებაში გასვლისა და დაბრუნების თარიღები და მიზნობრიობის დეტალები ელექტრონულ ცხრილში. ან გაუზიარეთ ლინკი თქვენს თანამშრომლებს, ასე რომ შეეძლებათ თვითონვე შეიტანონ ინფორმაცია. თქვენ შეგეძლებათ იხილოთ თქვენი ელექტრონული ცხრილი ნებისმიერი მოწყობილობიდან, თუნდაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე. მარტივად მოარგეთ მოცემული შვებულების ჩანაწერების ელექტრონული ცხრილი თქვენს მოთხოვნებს - დაამატეთ რიგები, სვეტები, ჩანართები და იარლიყები რათა უკეთესად მართოთ თანამშრომლების ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ფორმა რომელიც მომენტალურად გადაიტანს მონაცემებს თქვენს ელექტრონულ ცხრილზე. დაზოგეთ დრო და გაამარტივეთ თქვენი სამუშაო პროცესი შვებულების ელექტრონული ცხრილის გამოყენებით.

ადამიანური რესურსები

სამსახურში აყვანის ცხრილი

სამსახურში აყვანის ცხრილი გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ სამსახურის განაცხადებს, ინტერვიუებს და კანდიდატის საკონტაქტო დეტალებს ონლაინ. გააუმჯობესეთ თქვენი სამსახურში აყვანის პროცესი მოცემული უფასო ცხრილის გამოყენებით. მარტივად შეიყვანეთ კანდიდატის ინფორმაცია ხელით ან დააკავშირეთ თქვენი სამსახურის განაცხადის ფორმა ცხრილს რათა ავტომატურად დაამატოთ ახალი კანდიდატების დეტალები. თქვენ მარტივად შეგეძლებათ შეადაროთ თითოეული აპლიკანტის ძლიერი და სუსტი მხარეები და შეარჩიოთ იდეალური კანდიდატები თქვენი სამსახურისათვის. გამოიყენეთ სასურველი ჩანართები, სვეტები, რიგები, შეფასების სკალა და ფერადი იარლიყები რათა უფრო მარტივად მართოთ თქვენი ინფორმაცია. გამოიყენეთ კალენდარის ხედი რათა ერთიანად იხილოთ ინტერვიუს თარიღები. მიიღეთ და დაამუშავეთ სამსახურის განაცხადები ონლაინ - იხილეთ ყველა განაცხადი გვერდიგვერდ, შეადარეთ და გამოარჩიეთ უნარები და სწრაფად განსაზღვრეთ იდეალური კანდიდატი თქვენი ვაკანსიისათვის.

ადამიანური რესურსები

About ადამიანური რესურსები

ჩვენი ადამიანური რესურსების შაბლონები წარმოადგენს ელექტრონულ ცხრილებს რომლებიც შექმნილია რათა გაუმარტივოს კომპანიებსა და HR დეპარტამენტებს თანამშრომლის ინფორმაციის მართვა, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, შვებულების მოთხოვნები, ხელფასის დეტალები და მრავალი სხვა. მარტივად აირჩიეთ ადამიანური რესურსების სასურველი შაბლონი, შეიტანეთ სასურველი ცვლილებები სრულყოფილებამდე და შეიტანეთ თანამშრომლის ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რათა მარტივად იხილოთ პროფესიონალური ელექტრონული ცხრილის, ბარათის ან კალენდარის ფორმატში.

აირჩიეთ სასურველი შაბლონი და სწრაფად მოარგეთ იგი თქვენს საჭიროებებს. თავისუფლად დაამატეთ ახალი სვეტები, რიგები ან შეცვალეთ არსებული ელემენტები - თქვენ შეგიძლიათ ასევე დაურთოთ ფერადი იარლიყები რათა უკეთესად მართოთ თქვენი ჩანაწერები. შეინახეთ ყველა თანამშრომლის ინფორმაცია ერთიანი სამუშაო სივრცის ქვეშ - დაემშვიდობეთ არაეფექტურ საკანცელარიო სამუშაოებს და ისიამოვნეთ მეტად ეფექტური სამუშაო პროცესით.