ჩანაწერის ცხრილები

6 შაბლონები

საიჯარო გადასახადის ჩანაწერები

საიჯარო გადასახადის ჩანაწერი გეხმარებათ მარტივად ადევნოთ თვალყური საიჯარო გადახდებს. თუ თქვენ წარმოადგენთ მეიჯარეს, უძრავი ქონების მფლობელს ან უძრავი ქონების მენეჯერს, ექსპერტულად მართეთ ქირის გადახდის ინფორმაცია და მოიჯარეს საკონტაქტო დეტალები პროფესიონალურ ონლაინ მონაცემთა ბაზაში Jotform-ის უფასო ქირის გადახდის ჩანაწერის შაბლონის გამოყენებით. მარტივად შეიტანეთ თქვენი ქირის გადახდის ინფორმაცია ხელით, ატვირთეთ არსებული მონაცემები CSV ან Excel ფაილის სახით ან გამოიყენეთ ონლაინ ფორმა რათა ავტომატურად განაახლოთ თქვენი ცხრილი. მოარგეთ მოცემული ქირის გადახდის ჩანაწერების ცხრილი თქვენს მოთხოვნებს - დაამატეთ სვეტები, ფერადი იარლიყები და განაცალკევეთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში. წარმოადგინეთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, ბარათის და კალენდარის სახით რათა იხილოთ თქვენი გადახდის ინფორმაცია მოიჯარეს პროფილის ან გადახდის თარიღის მიხედვით - ან თუნდაც გამოიყენეთ ჩვენი ფორმულა და გამოთვლები რათა ავტომატურად გამოითვალოთ ჯამური ოდენობები.

ჩანაწერის ცხრილები

ვარჯიშის ჩანაწერები

ვარჯიშის ჩანაწერები გამოიყენება ვარჯიშის დეტალების ჩასაწერად რათა გაგიმარტივდეთ ფიტნესის ან წონის მიზნების მიღწევა. თუ თქვენ დაიწყეთ ვარჯიში, ჩვენი უფასო ონლაინ ვარჯიშის ჩანაწერების შაბლონი იდეალური ხელსაწყოა რათა უზრუნველყოთ მუდმივად ფორმაში ყოფნა და სტაბილური პროგრესირება. როგორც კი მორჩებით ვარჯიშს, შეიტანეთ ვარჯიშის ინფორმაცია როგორიცაა ტიპი, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, პულსის სიხშირე და დამწვარი კალორიები ელექტონულ ცხრილზე. თქვენ შეგეძლებათ დაამატოთ ჩანაწერები ნებისმიერი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით და დაბეჭდოთ ან გააზიაროთ ერთი მარტივი კლიკით. მარტივად მოარგეთ მოცემული შაბლონი თქვენს საჭიროებებს - კოდის წერის გარეშე დაამატეთ სასურველი სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. მარტივად მიაღწიეთ თქვენს ფიტნეს მიზნებს ჩვენი პროფესიონალური და ეფექტური შაბლონის გამოყენებით.

ჩანაწერის ცხრილები

მოხალისის საათების ჩანაწერების ცხრი?

მოხალისის საათების ჩანაწერების ცხრილი გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ საქველმოქმედო ან არაკომერციული ორგანიზაციის მოხალისეების ინფორმაციას და თითოეული მოხალისის აქტივობების დეტალებს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეავსოთ თანდართული მოხალისის საათების ჩანაწერის ფორმა ან ატვირთოთ არსებული CSV ან Excel ფაილები რათა შეინახოთ თქვენი მოხალისეების საათების ინფორმაცია ერთი სივრცის ქვეშ. თვალყური ადევნეთ საათებს, საკონტაქტო დეტალებს, აქტივობების აღწერას და მრავალი სხვა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ინფორმაცია ელექტრონული ცხრილის, ბარათის ან კალენდარის სახით, ასევე განაახლოთ სვეტები, გადაანაწილოთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში ან დაამატოთ ფერადი იარლიყები. გააუმჯობესეთ თქვენი მოხალისეების ინფორმაციის მართვის სისტემა და დააჩქარეთ სამუშაო პროცესი - დაზოგეთ დრო და ძალისხმევა.

არაკომერციული ორგანიზაციებისათვის

თავის ტკივილის ჩანაწერები

თავის ტკივილის ჩანაწერები გამოიყენება პერიოდული თავის ტკივილის სიხშირისა და სიმწვავის ჩასაწერეად რათა მარტივად მოხდეს გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მკურნალობის გაუმჯობესება. თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი ან შაკიკი, შექმენით ჩანაწერები ჩვენი უფასო შაბლონის გამოყენებით და დაემშვიდობეთ მუდმივ ტკივილს. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ შეიყვანოთ დეტალები თითოეული თავის ტკივილის შესახებ თქვენი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით და თქვენი ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში. ერთი მარტივი კლიკით, თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ან დაბეჭდოთ ჩანაწერები რათა აჩვენოთ თქვენს ექიმს და დაადგინოთ თქვენი ქრონიკული შაკიკის გამომწვევი მიზეზები. მოარგეთ თქვენი თავის ტკივილის ჩანაწერები თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს - დაამატეთ სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. თუ თქვენ ხართ ნევროპათოლოგი ან შაკიკის სპეციალისტი, შექმენით თავის ტკივილის სიმპტომების ფორმა რათა თქვენმა პაციენტებმა მარტივად გაგიზიაროთ თავიანთი თავის ტკივილის დეტალები. ფორმის მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ელექტრონულ ცხრილზე, რაც საშუალებას გაძლევთ ერთდროულად მართოთ მრავალი პაციენტის ინფორმაცია.

ჩანაწერის ცხრილები

სირბილის ჩანაწერები

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მიზნით დარბიხართ - იქნება ეს გამაჯანსაღებელი სირბილი, წონის კლება ან მარათონისათვის მომზადება - ჩაიწერეთ მანძილები და დროები Jotform-ის უფასო სირბილის ჩანაწერების შაბლონის გამოყენებით! მარტივად შეიტანეთ დეტალები როგორიცაა კილომეტრები, დრო, პულსის სიხშირე, დამწვარი კალორიები და მრავალი სხვა ელექტრონულ ცხრილში. თქვენ შეგეძლებათ მარტივად ადევნოთ თვალყური თქცენს პროგრესსა და მიღწევებს ნებისმიერი მოწყობილობიდან - თუნდაც ინტერნეტის გარეშე! მოარგეთ თქვენი სირბილის ჩანაწერები რამოდენიმე მარტივი კლიკით. აიღეთ და ჩასვით სასურველი ელემენტები, გადანაცვლეთ რიგები და სვეტები, შეცვალეთ იარლიყები და ფერები, დაამატეთ ახალი ჩანართები რათა გადაანაწილოთ ვარჯიშები სხვადასხვა ტიპებად. როგორც კი მორჩებით, თქვენ შეგეძლებათ იხილოთ თქვენი ჩანაწერები ნებისმიერი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით - გადმოწეროთ PDF-ის, CSV ან Excel ფაილის სახით, დაბეჭდოთ და გააზიაროთ ერთი კლიკით.

ჩანაწერის ცხრილები

კოვიდ-19 ჩანაწერების ცხრილი

კოვიდ 19-ის ჩანაწერების ცხრილი გამოიყენება ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რათა თვალყური ადევნოთ ვიზიტორებს, გაამარტივოთ კონტაქტების დადგენა და შეამციროთ კოვიდ 19-ის გავრცელება. აწარმოეთ ვიზიტორების დეტალური ჩანაწერები Jotform-ის უფასო კოვიდ 19-ის ჩანაწერების უფასო ცხრილის გამოყენებით. შეავსეთ ცხრილი ხელით ან შეიტანეთ ინფორმაცია კოვიდ 19-ის პერსონალისა და ვიზიტორების ჩანაწერების ფორმაში. ფორმის მონაცემები ავტომატურად აისახება თქვენს ონლაინ ცხრილზე რათა მარტივად იხილოთ და გააზიაროთ ნებისმიერი მოწყობილობიდან. გსურთ ცვლილებების შეტანა მოცემულ შაბლონზე? ჩვენი მეგობრული პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ განლაგება, დაამატოთ რიგები და სვეტები, გაანაწილოთ ინფორმაცია სხვადასხა ჩანართებში და მრავალი სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, კალენდარის და ბარათების სახით რათა უფრო მარტივად იპოვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და გახდით მეტად ეფექტური ჩვენი კოვიდ 19-ის ჩანაწერების უფასო ცხრილის გამოყენებით.

ჩანაწერის ცხრილები

About ჩანაწერის ცხრილები

ცხრილის ჩანაწერები წარმოადგენს კონკრეტული აქტივობების ან ღონისძიებების ოფიციალური ჩანაწერს, რომელიც გამოიყენება რათა თვალყური ადევნოთ განხორციელებულ ოპერაციებს და შესაძლო მოდელებს. თუ თქვენ გსურთ აკონტროლოთ ხარჯები, სამუშაო საათები, ვიზიტორების დეტალები ან კვების რაციონი, გამოიყენეთ ჩვენი ჩანაწერის ცხრილების უფასო შაბლონები რათა უკეთესად მართოთ თქვენი ინფორმაცია. მარტივად აირჩიეთ სასურველი შაბლონი ქვემოთ რომელიც იდეალურად ერგება თქვენს საჭიროებებს და შეიყვანეთ დეტალები ელექტრონულ ცხრილში. ესეც ასე! როდესაც მორჩებით მორგებას, თქვენ მიიღებთ ვიზუალურად დახვეწილ ელექტრონული ცხრილის შაბლონს რომელიც მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ და დაარედაქტიროთ ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ, დაბეჭდოთ და გააზიაროთ თქვენი ცხრილის შაბლონი რამოდენიმე კლიკით.

ვერ იპოვეთ სასურველი შაბლონი? ყველა ჩვენი ჩანაწერების შაბლონი არის სრულიად მორგებადი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ნებისმიერი ჩანაწერების ცხრილი რათა იდეალურად მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. მარტივად დაამატეთ სასურველი რაოდენობის რიგები, სვეტები, ცხრილები და იარლიყები. როგორც კი შეიტანთ თქვენს ინფორმაციას ონლაინ ჩანაწერების ცხრილში, თქვენ შეგეძლებათ უკეთესად მართოთ მონაცემები და თვალყური ადევნოთ ცვლილებებს.