Table Templates by mariambolkvadze

ვარჯიშის ჩანაწერები

ვარჯიშის ჩანაწერები გამოიყენება ვარჯიშის დეტალების ჩასაწერად რათა გაგიმარტივდეთ ფიტნესის ან წონის მიზნების მიღწევა. თუ თქვენ დაიწყეთ ვარჯიში, ჩვენი უფასო ონლაინ ვარჯიშის ჩანაწერების შაბლონი იდეალური ხელსაწყოა რათა უზრუნველყოთ მუდმივად ფორმაში ყოფნა და სტაბილური პროგრესირება. როგორც კი მორჩებით ვარჯიშს, შეიტანეთ ვარჯიშის ინფორმაცია როგორიცაა ტიპი, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, პულსის სიხშირე და დამწვარი კალორიები ელექტონულ ცხრილზე. თქვენ შეგეძლებათ დაამატოთ ჩანაწერები ნებისმიერი დესკტოპ ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით და დაბეჭდოთ ან გააზიაროთ ერთი მარტივი კლიკით. მარტივად მოარგეთ მოცემული შაბლონი თქვენს საჭიროებებს - კოდის წერის გარეშე დაამატეთ სასურველი სვეტები, რიგები, იარლიყები და ჩანართები. მარტივად მიაღწიეთ თქვენს ფიტნეს მიზნებს ჩვენი პროფესიონალური და ეფექტური შაბლონის გამოყენებით.

ჩანაწერის ცხრილები

მედიკამენტური მკურნალობის განრიგი

არ აქვს მნიშვნელობა აკონტროლებთ ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას, თქვენი პაციენტების მედიკამენტებს ან ზრუნავთ ოჯახის წევრზე, თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მკურნალობები პროფესიონალურ ონლაინ ცხრილში მედიკამენტური მკურნალობის განრიგის შაბლონის გამოყენებით. შეიტანეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორიცაა თითოეული მედიკამენტის სახელი, დოზირების სიხშირე, გვერდითი მოვლენები, მიღების დაწყების თარიღი და მრავალი სხვა - შემდეგ შედით Jotform-ში ნებისმიერი მოწყობილობიდან რათა იხილოთ და მარტივად მართოთ თქვენი მედიკამენტური მკურნალობა ონლაინ - ცხრილის ან კალენდარის სახით. ჩვენი მედიკამენტური მკურნალობის განრიგზე მედიკამენტების დეტალების დამატებას სჭირდება რამოდენიმე წუთი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი იარლიყის ფერები, დაამატოთ ჩანართები რათა სასურველი სახით დააჯგუფოთ ინფორმაცია და შეცვალოთ განლაგება რათა მიიღოთ იდეალური დიზაინი. და თუ თქვენ მართავთ თქვენი პაციენტების ჯანმრთელობის სენსიტიურ ინფორმაციას, Jotform გთავაზობთ HIPAA შესაბამისობის ფუნქციონალს თქვენი ონლაინ ფორმებისათვის. ჩვენი მედიკამენტური მკურნალობის განრიგის შაბლონი დაგეხმარებათ მართოთ მედიკამენტური მკურნალობა ონლაინ - თქვენ აღარასდროს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი დოზის მიღება.

ჯანდაცვა

სამედიცინო ჩანაწერების შაბლონი

სამედიცინო ჩანაწერების შაბლონი ან ჯანმრთელობის ჩანაწერები გამოიყენება სამედიცინო ორგანიზაციების მიერ რათა თვალყური ადევნონ თავიანთი პაციენტების ჯანმრთელობის ინფორმაციას. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის პრაქტიკას მართავთ - იქნება ეს ექიმის ან სტომატოლოგის კაბინეტი - თქვენ შეგიძლიათ უკეთესად მართოთ პაციენტის სამედიცინო დეტალები და დოკუმენტაცია ჩვენი პროფესიონალური ონლაინ სამედიცინო ჩანაწერების შაბლონის გამოყენებით - ხელმისაწვდომი ელექტრონული ცხრილის, ბარათის ან კალენდარის სახით. მარტივად შეავსეთ თანდართული ფორმა რათა ავტომატურად შეავსოთ ელექტრონული ცხრილი პაციენტის საკონტაქტო დეტალებით, მედიკამენტების ინფორმაციით, დიაგნოზებით და მრავალი სხვა. აირჩიეთ HIPAA შესაბამისობა რათა მიიღოთ ხელმოწერილი ბიზნეს პარტნიორობის ხელშეკრულება და უზრუნველყოთ პაციენტთა ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოება. მოცემული სამედიცინო ჩანაწერების შაბლონი არის სრულიად მორგებადი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ განლაგება, დაამატოთ ახალი ჩანართები რათა დააჯგუფოთ სასურველი ინფორმაცია და დააკავშიროთ ფორმა 100+ ინტეგრაციას რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ჯანმრთელობის ინფორმაცია თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. მოახდინეთ მონაცემთა ორგანიზება და მარტივად მართეთ პაციენთა ჯანნმრთელობის ინფორმაცია ჩვენი სამედიცინო ჩანაწერების უფასო შაბლონის გამოყენებით.

ჯანდაცვა