სალონის ელექტრონული ცხრილის შაბლონები

1 შაბლონები

სილამაზის სალონის შეკვეთების სია

თვალყური ადევნეთ თქვენი სილამაზის სალონის მაღაზიის მარაგებსა და მართეთ შეკვეთები ონლაინ ჩვენი სილამაზის სალონის ინვენტარის სიის გამოყენებით. მარტივად შეავსეთ თანდართული ფორმა და ავტომატურად გაუგზავნეთ მონაცემები თქვენს ცხრილს. თქვენ შეგეძლებათ უკეთესად ადევნოთ თვალყური თქვენი სილამაზის სალონის მაღაზიის თმის მოვლის პროდუქტებს, კოსმეტიკას და კანის მოვლის საშუალებებს, ფრჩხილების პროდუქციას და მრავალი სხვა. თქვენ კარგად იცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიზუალი - ამიტომაც მარტივად მოარგეთ თქვენი ცხრილის ვიზუალი თქვენს სილამაზის სალონს. დაამატეთ ახალი რიგები, სვეტები, ჩანართები, იარლიყები, ფილტრები და მრავალი სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ მონაცემები ელექტრონული ცხრილის, კალენდარის და ბარათის სახით რათა იხილოთ თქვენი მონაცემები სასურველი სახით. მარტივად გაუზიარეთ თქვენი მონაცემები კოლეგებს და გადმოწერეთ ნებისმიერი მოწყობილობიდან.

მარაგების მართვის შაბლონები

About სალონის ელექტრონული ცხრილის შაბლონები

დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და მართეთ ინფორმაცია თქვენი სალონისათვის მძლავრი ონლაინ ელექტრონული ცხრილის მონაცემთა ბაზის ჰიბრიდის გამოყენებით. Jotform ცხრილების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მზა შაბლონებიდან სასურველი რათა თვალყური ადევნოთ თქვენი სალონის ბიზნესის ყველა დეტალს - მათ შორის მომხმარებლის უკუკავშირს, პროდუქციის მარაგებს, ვიზიტების ცხრილს და მრავალი სხვა. აირჩიეთ ცხრილის სასურველი შაბლონი, შეიტანეთ სასურველი ცვლილებები და შეავსეთ პირდაპირ ან თანდართული ონლაინ ფორმის გამოყენებით.

შექმენით სალონის ელექტრონული ცხრილის შაბლონები რამოდენიმე მარტივი კლიკით Jotform-ის მეგობრული ინტერფეისის გამოყენებით. თავისუფლად დაამატეთ ახალი რიგები და სვეტები, გაანაწილეთ ინფორმაცია სხვადასხვა ჩანართებში, შეიტანეთ ფორმულები რათა გამოითვალოთ ჯამური ოდენობები, დაურთეთ ფერადი იარლიყები და მრავალი სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადართოთ ფორმატები რათა იხილოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ცხრილის, ბარათის ან კალენდარის სახით. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის სალონის სერვისებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს, გამოიყენეთ ჩვენი ელექტრონული ცხრილის მზა შაბლონები რათა ექსპერტულად მართოთ თქვენი ბიზნესის დეტალები ონლაინ.