საზაფხულო ბანაკის ხდკ

გაქვთ კითხვები თუ როგორ შეუძლია Jotform-ს დაგეხმაროთ თქვენი საზაფხულო ბანაკის მართვაში? იხილეთ ჩვენი ხდკ.

Ask your question

თქვენი ძებნა "{searchValue}" არ დაემთხვა არცერთ შედეგს.

  • არის თუ არა ჩემი საზაფხულო ბანაკის ფორმები HIPAA შესაბამისი?

    Not in and of themselves. If you’re collecting private medical information from your campers, you’ll need to use Jotform’s HIPAA compliance features so you can gather any sensitive information safely and securely.

  • დავარედაქტირო ჩემი ფორმები?

    ფორმის ელემენტებისა და ფორმის დიზაინერის პანელების გამოყენებით, რომლებიც მდებარეობს ფორმის მშენებლის მარცხენა და მარჯვენა მხარეებში.

    ფორმის ელემენტების გვერდითი პანელი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ფორმის ველები, როგორიცაა "მრავალპასუხიანი კითხვა" და "გრძელი ტექსტური ჩასაწერი", ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები თქვენი ფორმის რესპონდენტების მოთხოვნების შესაბამისად.

    ფორმის დიზაინერის გვერდითი პანელი საშუალებას გაძლევთ გააცოცხლოთ თქვენი ფორმა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბრენდის ფერები, ფოტოები, ფონტები და მრავალი სხვა რათა უფრო ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი ბანაკი.

  • შემიძლია თუ არა გადახდების მიღება ჩემი საზაფხულო ბანაკის ფორმების გავლით?

    Jotform ინტეგრირდება 30-ზე მეტ გადახდის სისტემასთან, მათ შორის PayPal, Square და Stripe, ასე რომ ერთდროულად შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები და დეტალური სარეგისტრაციო ინფორმაცია.

  • ხელმისაწვდომია თუ არა სხვა აპლიკაციებთან ინტეგრაციები?

    Jotform გთავაზობთ ასობით ინტეგრაციას რათა დაგეხმაროთ აირჩიოთ და მართოთ შეგროვებული ინფორმაცია. ჩვენი მესამე მხარის ინტეგრაციები დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ასე რომ აღარ მოგიწევთ ინფორმაციის კოპირება და თქვენს საოფისე სისტემებში ჩასმა. დააკავშირეთ თქვენი ბანაკის რეგისტრაციის ფორმა Google Driveს-ს, Mailchimp-ს, Salesforce-ს და მრავალი სხვა. იხილეთ ინტეგრაციების სრული ჩამონათვალი.

  • როგორ მივიღო ციფრული ხელმოწერები?

    ჩვენ გვაქვს ინტეგრაციები ციფრული ხელმოწერების ყველაზე პოპულარულ პლატფორმებთან, მათ შორის DocuSign და Adobe Sign, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ხელმოწერა ნებისმიერ საზაფხულო ბანაკის ფორმას, მათ შორის სარეგისტრაციო ფორმებს.

    Jotform-ის ციფრული ხელმოწერის ინტეგრაციები ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ აიღოთ და ჩასვათ სასურველი ვიჯეტები თქვენს ფორმაზე და დააკავშიროთ თქვენი ანგარიში. თუ თქვენ გჭირდებათ მომხმარებელთა ხელმოწერილი თანხმობა ან თუნდაც ID ბარათის ვალიდური ფოტო, ყველაფერი მომენტალურად არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ მოცემულ დახმარების გვერდს.

  • არის თუ არა ჩემი ფორმები დაცული?

    თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის.

    ყველა უფასო და ფასიან პაკეტებზე ფორმების გაგზავნა და მიღება ხდება დაშიფრული კავშირით - 256 ბიტიანი SSL, რომელიც იყენებს SHA256 სერთიფიკატს. შედარებისთვის, ეს არის იმავე დონის უსაფრთხოება რომელსაც იყენებენ ონლაინ ბანკინგის ან ელექტრონული კომერციის პროვაიდერები.

    თქვენ ასევე შეგიძლიათ დაშიფროთ ფორმები რათა უზრუნველყოთ გაგზავნილი ინფორმაციის დაცულ ფორმატში გადაცემა, ასე რომ სხვას არავის შეეძლება მისი წაკითხვა. გაგზავნილი ინფორმაცია იშიფრება JotForm-ის მომხმარებლის კომპიუტერში სანამ გაიგზავნება და უსაფრთხოდ შეინახება ჩვენს სერვერებზე.

    ჩვენ გვაქვს PCI DSS სერვისის მიმწოდებლის დონე I-ის შესაბამისობა - ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოება ბიზნესისათვის რომელიც ახდენს საკრედიტო ბარათებით გადახდების დამუშავებას. ჩვენ ასევე სრულ შესაბამისობაში ვართ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულირებასთან (GDPR). მოცემული რეგულაცია ეხება ნებისმიერ ბიზნესს რომელიც აგროვებს მონაცემებს ევროპის ფარგლებში.

  • როგორ შეუძლიათ საზაფხულო ბანაკებს გამოიყენონ ონლაინ ფორმები?

    მთავარი იდეაა რომ ყველა საზაფხულო ბანაკს - იქნება ეს ერთდღიანი კემპინგი, ღამისთევით კარვებში ან სპორტული ბანაკი - უნდა ჰქონდეს მონაცემების შეგროვების ეფექტური სისტემა რომელიც დააჩქარებს სამუშაო პროცესს. ბანაკის ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს და პერსონალს სჭირდებათ მარტივად გამოყენებადი, ეფექტური ონლაინ ფორმის ხელსაწყო რომელსაც გააჩნია მაღალი დონის უსაფრთხოება და თანამშრომლობისა და მორგების ფუნქციონალი. გაიგეთ მეტი თუ როგორ შეუძლიათ ბანაკებს გამოიყენონ ონლაინ ფორმები.

  • რა სახით შემიძლია ჩემი ფორმების გაზიარება?

    ჩვენ გთავაზობთ ფორმის გაზიარების სხვადასხვა ვარიანტებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თუ რომელია საუკეთესო თქვენთვის. ყველა Jotform ფორმას აქვს უნიკალური ლინკი - თქვენ გჭირდებათ მხოლოდ დააკოპიროთ ლინკი და გააზიაროთ სადაც გსურთ, იქნება ეს სოციალურ ქსელებში ან იმეილით.

    თქვენ ასევე შეგიძლიათ გააზიაროთ თქვენი ფორმა Twitter-ზე ან Facebook-ზე - მარტივად აირჩიეთ სასურველი სოციალური მედიის ვარიანტი, შედით თქვენს ანგარიშში და მოარგეთ თქვენი შეტყობინება. თქვენ არ გჭირდებათ დატოვოთ Jotform რათა გააზიაროთ ფორმა იმეილის გამოყენებით - მარტივად აირჩიეთ იმეილით გაზიარების ვარიანტი და მოარგეთ გასაგზავნი იმეილის კონტენტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩასვათ ფორმა თქვენს ვებსაიტზე - Jotform უზრუნველყოფს ჩაშენების კოდის გენერირებას რათა დაზოგოთ დრო.

  • რა შეზღუდვები ეხება JotForm-ის უფასო დამწყებ პაკეტს?

    არსებობს კონკრეტული ლიმიტები რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს უფასო პაკეტთან. უფასო დამწყები პაკეტის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფორმის 100 გამოგზავნა, 10 გადახდა და ფორმის 1000 ვიზიტი ყოველთვიურად. თუ მომხმარებლები დაურთავენ ფაილებს თქვენს ფორმებს, თქვენ გაქვთ გამოყოფილი 100 მეგაბაიტი ატვირთვის სივრცე.

    ჩვენი დამწყები პაკეტი ასევე საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ფორმის 500 გამოგზავნა ნებისმიერ დროს - თუ თქვენ გადააჭარბებთ აღნიშნულ ოდენობას, ყველაზე ძველი გამოგზავნილი მონაცემი წაიშლება რათა გამოთავისუფლდეს სივრცე ახალი გამოგზავნების მისაღებად. გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ფასების გვერდს რათა იხილოთ იხილოთ ყველა დეტალი და შეარჩიოთ საუკეთესო პაკეტი თქვენთვის.

  • სთავაზობს თუ არა Jotform ფასდაკლებას არაკომერციულ ორგანიზაციებს?

    ჩვენ ვიცით რამდენად რთულია ოპერირება მწირი ბიუჯეტის ფარგლებში და Jotform აფასებს ყველა სასიკეთო სამუშაოს რომელთაც არაკომერციული ორგანიზაციები ასრულებენ ყოველდღე. ჩვენ ვთავაზობთ a 50 პროცენტიან ფასდაკლებას ყველა ფასიან პაკეტზე Jotform-ის მომხმარებლებს ვინც წარმოადგენს რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას.

    მარტივად დაარეგისტრირეთ უფასო Jotform დამწყები პაკეტის ანგარიში და თქვენ მიიღებთ არაკომერციული ფასდაკლების ინსტრუქციებს. თქვენ შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ ფასდაკლება თუ გაქვთ არსებული Jotform ანგარიში - თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი არაკომერციული ორგანიზაციის საგადასახადო დეკლარაციის ბლანკი 990 რათა დაადასტუროთ კრიტერიუმებთან შესაბამისობა.

  • ჩემი ფორმები კომპლექსურია. მსურს კონკრეტული კითხვების დამალვა ან ჩვენება მომხმარებლის პასუხებიდან გამომდინარე. აქვს თუ არა Jotform-ს აღნიშნული ფუნქციონალი?

    Jotform includes a powerful feature, conditional logic. Rather than crafting long forms and requiring people to answer questions that don’t apply to them, you can use the "Conditions Wizard" in our form builder to control what information someone is asked so that the form is tailored to specific users’ needs. For instance, form responders who say they have an allergy can be asked to list their specific allergies in a separate question — this question, however, would not appear for form responders who say they do not have an allergy.

  • შემიძლია თუ არა ინფორმაციის გატანა ელექტრონული ცხრილების პროგრამებში, როგორიცაა Google ცხრილები ან Microsoft Excel?

    ჩვენი ინტეგრაციები საშუალებას გაძლევთ გაიტანოთ თქვენი ფორმის მონაცემები პოპულარულ საოფისე პროგრამებში. როდესაც ქმნით ფორმას, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ დაათვალიეროთ არსებული ინტეგრაციები რათა იპოვოთ სასურველი პროგრამის ინტეგაცია — ინტერფეისი ავტომატურად გიკარნახებთ თუ როგორ შეგიძლიათ ინტეგრაციის დაყენება და თქვენი ანგარიშის დაკავშირება. არსებული ინტეგრაციების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მონაცემები Google ცხრილებს, Microsoft Excel-ს (Zapier-ის გამოყენებით), Google Drive-ს, Box-ს და Dropbox-ს.

  • მჭირდება ინსპირაცია რათა შევქმნა სასურველი საზაფხულო ბანაკის ფორმა. გაქვთ თუ არა ფორმების მაგალითები რომელთა დათვალიერებაც შემიძლია?

    იხილეთ ჩვენი გალერეის ათასობით შაბლონი რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ ნებისმიერი ტიპის ფორმა; მაშინ როცა ზოგიერთი მაგალითი შექმნილია ჩვენი ნიჭიერი დიზაინერების მიერ, ფორმების უმრავლესობა შექმნილია ჩვენი მომხმარებლების მიერ. თუ თქვენ მოგწონთ რომელიმე კონკრეტული საზაფხულო ბანაკის შაბლონი, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ასლი თქვენს ანგარიშზე და გამოიყენოთ თქვენი ფორმის საწყის წერტილად.

  • მსურს გამოგზავნილი ინფორმაცია გამოვიყენო რათა შევქმნა რეპორტები ან სხვადასხვა სახის დოკუმენტები. აქვს თუ არა Jotform-ს აღნიშნული ფუნქციონალი?

    Jotform PDF რედაქტორი საშუალებას გაძლევთ შექმნათ PDF დოკუმენტები ფორმის ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც შენახულია თქვენს Jotform ანგარიშში. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ აირჩიოთ სასურველი ფორმის ველები და გამოიყენოთ ინტუიციური ინტერფეისი რათა ჩასვათ ინფორმაცია თქვენს დოკუმენტზე.

    თქვენ შეგიძლიათ ასევე შეგიძლიათ სურვილისამებრ მოარგოთ დოკუმენტი - დაამატოთ ბიზნეს ლოგო, შეცვალოთ ფონური ფერები, დაარეგულიროთ გვერდის საზღვრები, ჩაანაცვლოთ არსებული ტექსტები და მრავალი სხვა. თქვენ არ მოგიწევთ ფორმის თავდაპირველ მონაცემებზე ზრუნვა - ჩვენ შევქმნით მის ასლს, ასე რომ თქვენ შეგეძლებათ შექმნათ თქვენი PDF დოკუმენტი.

  • როდესაც შევქმნი დოკუმენტს PDF რედაქტორის გამოყენებით, შესაძლებელია თუ არა მისი შაბლონის სახით შენახვა რათა კვლავ შევძლო მისი გამოყენება?

    არავის სურს დროის ფუჭად დახარჯვა მუდმივად გამეორებად სამუშაოებზე და ანალოგიურად ვფიქრობთ ჩვენც PDF დოკუმენტების შესახებ. მაუსის რამოდენიმე კლიკით, ნებისმიერი თქვენ მიერ შექმნილი PDF დოკუმენტი შესაძლოა გარდაიქმნეს შაბლონად. ეს ნიშნავს PDF დოკუმენტის შექმნის, ფორმატირებისა და პროექტირებისათვის დახარჯულ ნაკლებ დროს - შაბლონის გამოყენებით, მინიმუმ ნახევარი საქმე შესრულებულია.

  • როგორ შემიძლია დავუკავშირდე Jotform-ს თუ გადავაწყდი ჩემს ფორმებთან ან ანგარიშთან დაკავშირებულ პრობლემას?

    ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით ან რა დროა. Jotform-ის მომხმარებლების ყველა კითხვისა და პრობლემის პასუხის გაცემა ხდება ჩვენს მხარდაჭერის ფორუმზე, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათით, კვირაში 7 დღე. მხარდაჭერის ფორუმზე, თქვენ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა ან მოძებნოთ არსებული პასუხგაცემული შეკითხვები.