ქირავნობისა და იჯარის შაბლონები

საიჯარო და ქირავნობის ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას უძრავი ქონების მფლობელსა (ცნობილი როგორც "მეიჯარე" ან "გამქირავებელი") და პიროვნებას შორის, რომელსაც სურს ქირის გადახდის საფუძველზე დორებით სარგებლობაში მიიღოს უძრავი ქონება (ცნობილი როგორც "მოიჯარე" ან "დამქირავებელი"). მოკლედ, ეს არის დოკუმენტი რომელიც გამოიყენება ყოველთვიური ქირის სანაცვლოდ გარკვეული სივრცის დროებით სარგებლობაში გადასაცემად (იქნება ეს კომერციული ან საცხოვრებელი სირვცე). კონტრაქტის პირობების შეთანხმება ხდება ორივე მხარეს შორის მოლაპარაკების შედეგად.

With Jotform, you have an option to add e-signature widgets to your form and have your tenant fill out the rest of it. An ideal use case is to generate a PDF copy of the submitted agreement that can be printed out. Instead of painstakingly designing a PDF output for your agreement, why not use one of the templates we designed for you? If you’re in the real estate business, branding is important since you’ll be sharing this agreement with a lot of clients. Our revamped PDF Editor will allow you to fully customize the template, add your own branding, change the order of the questions, or modify the context of the terms and conditions.

თუ თქვენ აქამდე არ შეგიქმნიათ საიჯარო ან ქირავნობის ხელშეკრულება, ჩვენ ჩამოვწერეთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენს ხელშეკრულებაში - უძრავი ქონება (იქნება ეს სახლი, აპარტამენტი, კერძო სახლი, სარდაფი თუ სხვენი), გამქირავებლისა და დამქირავებლის საკონტაქტო დეტალები, ქირის ოდენობა და პერიოდი, ასევე ხელშეკრულების ხანგრძლივობა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაურთოთ ხელმოწერის ველი რათა მიიღოთ თანხმობა ორივე მონაწილე მხარისგან.

მარტივი ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკ?

მარტივი ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკ?

მოცემული ერთგვერდიანი საიჯარო ხელშეკრულების PDF შაბლონი წარმოადგენს ყველა საჭირო ელემენტს ერთ მარტივ დოკუმენტში. გამოიყენეთ მოცემული საიჯარო ხელშეკრულების ნიმუში თქვენი ბიზნესისათვის და დაზოგეთ თქვენი საკუთარი PDF შაბლონის შექმნისთვის საჭირო დრო.

აღჭურვილობის იჯარის ხელშეკრულება

აღჭურვილობის იჯარის ხელშეკრულება

აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს იურიდიული სტატუსის მქონე წერილობით დოკუმენტს რომელიც მიუთითებს მფლობელისა და დამქირავებლის ინფორმაციას, იჯარით გადაცემული მოწყობილობების, აღჭურვილობებისა და ინვენტარის დეტალებს, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

რა არის ქირავნობის ხელშეკრულება?

ქირავნობის ხელშეკრულება არის იურიდიული სტატუსის მქონე კონტრაქი უძრავი ქონების მფლობელსა და მოიჯარეს შორის, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის წესებსა და პირობებს, როგორიცაა კონტრაქტის ხანგრძლივობა, ქირის ყოველთვიური ოდენობა და სხვა.

ვის სჭირდება ქირავნობის ხელშეკრულება?

უძრავი ქონების ქირავნობაში მონაწილე ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს ქირავნობის ხელშეკრულება რომელიც განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს და უზრუნველყოფს მათ კანონმდებლობით დაცვას.

რა განსხვავებაა საიჯარო და ქირავნობის ხელშეკრულებებს შორის?

უძრავი ქონებისა და აპარტამენტების შემთხვევაში, ქირავნობის ხელშეკრულება როგორც წესი უზრუნველყოფს ქონებრივი ქირავნობის უფლებას დროის შედარებით მოკლე პერიოდით, ძირითადად 30 დღით. სანამ დამქირავებელი ან გამქირავებელი არ აცნობებს მეორე მხარეს უძრავი ქონებიდან გასვლის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება. ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესაძლებელია ყოველი თვის ბოლოს.

საიჯარო ხელშეკრულება უზრუნველყოფს ქონებრივი ქირავნობის უფლებას კონკრეტული პერიოდით, რომელიც როგორც წესი მოიცავს 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდს ან მეტს. აღნიშნულ პერიოდში, გამქირავებელს არ შეუძლია დამქირავებლის თანხმობის გარეშე ხელშეკრულების პირობების შეცვლა.

ასევე, საიჯარო ხელშეკრულების განახლება არ ხდება ავტომატურად.

აღნიშნული პირობები არ არის უნიკალური მხოლოდ მოცემული ტიპის ქონებისათვის. მათი მორგება ასევე შესაძლებელია ტექნიკის, აღჭურვილობის, ავტომობილების და ნებისმიერი სხვა სახის ქირავნობისათვის.

როგორ შევქმნა ჩემი საკურათო საიჯარო ხელშეკრულება?

დიახ, შეგიძლიათ. ქირავნობის ხელშეკრულება წარმოადგენს თქვენსა და თქვენს მოიჯარეს შორის არსებულ კონტრაქტს, რომელიც ძირითადად მოიცავს სტანდარტულ ელემენტებს, როგორიცაა ქირის ოდენობა, იჯარის ხანგრძლივობა და სხვა.

JotForm-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საიჯარო ხელშეკრულებები და გამოიყენოთ ონლაინ ფორმა რათა შეაგროვოთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც იცვლება თითოეულ მოიჯარესთან ერთად, როგორიცაა მოიჯარეს სახელი, ქირის ოდენობა და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ ასევე მიიღოთ ელექტრონული ხელმოწერები საბოლოოდ დოკუმენტის ხელმოწერისას.

რა უნდა დავურთო საიჯარო ხელშეკრულებას?


  1. ვადები. ხელშეკრულება უნდა ასახავდეს კონტრაქტის ხანგრძლივობას.
  2. საიჯარო გადასახადი. ქირის ოდენობა და გადახდის თარიღი.
  3. დეპოზიტები და საკომისიოები. მიუთითეთ მოითხოვთ თუ არა საგარანტიო დეპოზიტს და პირველი/ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდას.
  4. ყველა მოიჯარეს სახელი. ყველა ზრდასრული პირი ვინც იცხოვრებს აღნიშნულ უძრავ ქონებაში.
  5. ფლობის შეზღუდვები. კონკრეტულად უნდა მიუთითოთ რომ მხოლოდ ხელშეკრულების ხელმომწერ პირებსა და მათ შვილებს აქვთ მუდმივი სახით ბინადრობის უფლება.
  6. შეზღუდვები წესრიგის დარღვევაზე. დაურთეთ ტექსტი რომელიც კრძალავს ქცევებს, როგორიცაა გადაჭარმბებული ხმაური ან არალეგალური აქტივობები.
  7. შინაური ცხოველები. აცნობეთ დამქირავებლებს ნებადართულია თუ არა თქვენს უძრავ ქონებაში შინაური ცხოველების ყოლა (თუ დიახ, რა ტიპის).
  8. მოვლა და შეკეთება. მიუთითეთ მოიჯარის პასუხისმგებლობაზე, უზრუნველყოს უძრავი ქონების სისუფთავე და ნებისმიერი სახის დაზიანების შეკეთება/ზარალის ანაზღაურება.
  9. კომუნალურები. მიუთითეთ თუ ვის ეკისრება კომუნალური გადასახადების გადახდა და რა სახის ჯარიმა ეკისრება პასუხისმგებელ პირს გადაუხდელობის შემთხვევაში.
  10. უძრავ ქონებაზე წვდომა. დააზუსტეთ თქვენს უძრავ ქონებაზე წვდომის დეტალები ნებისმიერი სახის სარემონტო სამუშაოებისათვის და ასევე რა პერიოდით ადრე აცნობებთ აღნიშნულის შესახებ დამქირავებელს.

შესაძლებელია თუ არა ქირავნობის ხელშეკრულების გამოყენება ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით?

უმეტეს შემთხვევაში, ვალიდური საიჯარო ან ქირავნობის ხელშეკრულების გამოყენება შესაძლებელია ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Jotform რათა შექმნათ ქირავნობის ხელშეკრულება თქვენი მოიჯარისათვის.

შესაძლებელია საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება?

იჯარა როგორც წესი ფორმდება ფიქსირებული პერიოდით, როგორიცაა მაგალითად ერთი წელი. მიუხედავად ამისა, მოიჯარეს შეუძლია გადაიხადოს გათვალისწინებული ჯარიმა და დაარღვიოს ხელეშკრულება.

სჭრიდება თუ არა საიჯარო ხელშეკრულებას ნოტარიულად დადასტურება?

იჯარა წარმოადგენს კონტრაქტს უძრავი ქონების მფლობელსა და მოიჯარეს შორის. როგორც წესი, არ არსებობს მისი ნოტარიულად დამოწმების აუცილებლობა. Jotform საშუალებას გაძლევთ დაურთოთ ელექტრონული ხელმოწერები, რაც უზრუნველყოფს მის იურიდიულ სტატუსს.

საიჯარო ხელშეკრულების ტერმინოლოგიის ლექსიკონი


  1. Landlord (lessor): A landlord is a person who owns land, houses, or apartments and rents or leases them to tenants.
  2. Tenant (lessee): A tenant is a person who rents land or property from a landlord.
  3. Security deposit: A security deposit is paid by an incoming tenant in order to secure the lease from a landlord. It can either be a partial payment toward the tenant's monthly rent or a security measure for the landlord in the event of property damages.
  4. Common area maintenance (CAM): Common area maintenance (CAM) fees — common in commercial and industrial leases —are paid by tenants to help cover expenses for internal and external common areas like hallways, elevators, shared bathrooms, parking areas, and more. CAM fees vary by circumstance, so amounts should be agreed upon by both the landlord and the tenant and explicitly laid out in their contract.
  5. Renewal option: A renewal option is included in a rental or lease agreement and outlines the terms and conditions for extending the original agreement. Landlords are not required to extend or renew a lease without a renewal option outlined in the agreement, so it’s important to include a renewal option if you intend on renewing the lease.
  6. Periodic tenancy: Periodic tenancy is the possession of a property with no determined end date. As opposed to a fixed-term tenancy, the tenant decides when to end the tenancy. This is especially common for month-to-month leases.
  7. Guarantor: A guarantor is the person responsible for taking care of and paying for the property if the primary tenant fails. Guarantors are often required for student lease agreements, or for tenants without steady employment.
  8. Cosigner: A cosigner is a third-party person that shares the responsibility of paying rent with the primary tenant, though they are not required to live on the property.

მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.