ჯანდაცვის PDF შაბლონები
ნდობა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის ის სტანდარტები რაზეც ჯანდაცვის სფეროს ყველა კომპანია დგას. თითოეული მათგანი წარმოადგენს სისტემის განუყოფელ ნაწილს. როდესაც პასუხისმგებელი ხართ სხვა ადამიანების ჯანმრთელობის საჭიროებებეზე, მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ თქვენი კომპანია როგორც სუფთა, სანდრო და პროფესიონალური ბიზნესი. პაციენტის ჯანმრთელობა არ არის რაღაც რაზე ზრუნვაც ყველას შეუძლია. ამიტომაც საავადმყოფოები და მოქმედი სპეციალისტები გადიან საკმაოდ დიდ გზას რათა მოიპოვონ თავიანთი პაციენტების ნდობა.
ამიტომაც იქნა მიღებული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების აქტი (HIPAA) - რათა უზრუნველყოს პაციენტთა სამედიცინო ჩანაწერების კონფიდენციალურობა. საბედნიეროდ Jotform არის ფორმების ინდუსტრიის HIPAA სტანდარტების მქონდე რამოდენიმე კომპანიიდან ერთ-ერთი. ჩვენი PDF რედაქტორის გამოყენებით, ჯანდაცვის სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია შექმნას შევსებადი PDF ფორმები ან დააგენერიროს PDF დოკუმენტები თავიანთი ავტომოპასუხე იმეილების დანართის სახით. ფორმის ნულიდან შექმნის ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ PDF შაბლონების ფართო არჩევანს რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ თქვენი შემდეგი პროექტის დიზაინის ინსპირაციად.
PDF შაბლონების გამოყენება შესაძლებელია მრავალ შემთხვევაში. მაგალითად, გჭირდებათ დაარიგოთ ბროშურები თქვენ მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ. მათი ქაღალდის ფლაერებისა და ბროშურების სახით დარიგების ნაცვლად, რატომ არ გამოიყენებდით ელექტრონულ ბროშურას PDF ფორმატში? თქვენ შეგიძლიათ მათი გაგზავნა თქვენი პოტენციური პაციენტებისათვის მას შემდეგ რაც ისინი შეავსებენ თავიანთ ინფორმაციას ახალი პაციენტების რეგისტრაციის ონლაინ ფორმაზე. ან, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მარტივი მაგრამ მშვენიერი შევსებადი PDF ფორმა, შემდეგ გადმოწეროთ და დაბეჭდოთ ქაღალდის ფორმის სახით თუ გჭირდებათ თქვენი საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილებისათვის.