შექმენით ჩამოტვირთვადი აპლიკაცია კოდის წერის გარეშე. გაიგეთ უფრო მეტი
Jotform მუშაობს Enterprise მომხმარებლებთან და თავიანთ Single Sign-On (SSO) პროვაიდერებთან, ასე რომ თანამშრომლებს შეუძლიათ იხილონ დ მართონ თავიანთი ფორმები ავტორიზაციის ერთიანი სისტემით. Jotform Enterprise-ს მიერ ასევე მხარდაჭერილია SAML 2.0 და ინტეგრირდება SSO გადაწყვეტილებებთან ისეთი მიმწოდებლებისგან როგორიცაა Microsoft, Google, Okta, Duo, OneLogin, და მრავალი სხვა.
Jotform Enterprise უკავშირდება იდენტობის პროვაიდერებს, როგორიცაა Microsoft, Google, Okta, Duo, და OneLogin, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ წვდომა თავიანთ ფორმებზე ორგანიზაციის გამოყოფილი SSO პორტალის გავლით.
დაადასტურეთ ფორმის ველის ინფორმაცია მომხმარებლების Okta IdP SSO სერვერზე სინქრონიზაციით.
გააუმჯობესეთ ფორმის უსაფრთხოება თქვენი ორგანიზაციის Google SAML-ზე დაფუძნებული SSO ფუნქციონალით.
უზრუნველყავით ფორმის ველის სიზუსტე კონფიგურირებულ Microsoft Azure SSO აპლიკაციასთან სინქრონიზაციით.
გააქტიურეთ SSO წინასწარი შევსების ფუნქციონალითქვენი ფორმებისათვის თუ თქვენი ორგანიზაცია იყენებს AD FS ფუნქციონალს ვინდოუსის სერვერისათვის.
გამოიყენეთ SAML ავთენტიკაცია რათა დაემშვიდობოთ პაროლებს, გაზარდოთ უსაფრთხოება, გააუმჯობესოთ მოხერხებულობა
მიამაგრეთ შესვლის დეტალები Jotform Enterprise-ს რათა შესთავაზოთ თანამშრომლებს თქვენი ფორმების შევსების მარტივი და დაცული საშუალება. აირჩიეთ წვდომის სასურველი პარამეტრები რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს იხილონ, დაარედაქტირონ ან შეინახონ და მოაგვიანებით გააგრძელონ ფორმის შევსება.
მოითხოვეთ ავტორიზაციის მონაცემები და უზრუნველყავით თქვენი ფორმის მონაცემების უსაფრთხოება. Jotform Enterprise-ს SSO ფუნქციონალის გამოყენებით, თითოეულ მომხმარებელს მოუწევს ანგარიშში შესვლა რათა იხილონ და გააგზავნონ თქვენი ფორმა - რაც უზრუნველყოფს ფორმის მხოლოდ თქვენთვის სასურველი პიროვნებების მიერ შევსებას.
დაამატეთ შესვლის ლინკი "მადლობის გვერდს" ან ავტომოპასუხე იმეილს ფორმის ყოველი გამოხმაურებისათვის, რათა საშუალება მისცეთ მომხმარებლებს იხილონ თავიანთი ფორმის მონაცემები. როგორც კი დააყენებთ აღნიშნულ ფუნქციონალს, მომხმარებლებს შეუძლიათ დააკლიკონ აღნიშნულ ლინკს და სწრაფად იხილონ მათ მიერ გაგზავნილი ფორმის მონაცემები.
საშუალება მიეცით მომხმარებლებს დაარედაქტირონ თავიანთი ფორმის მონაცემები თქვენ მიერ არჩეული ნებართვების შესაბამისად. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია შევიდეს SSO ავტორიზაციით და შეიტანოს სასურველი ცვლილებები გამოხმაურების რედაქტირების ღილაკზე დაჭერით.
თუ თქვენ გაქვთ გრძელი ფორმა, საშუალება მიეცით მომხმარებლებს შეინახონ თავიანთი ფორმის შევსების პროგრესი და დაასრულონ მისი შევსება მოგვიანებით. როგორც კი მომხმარებელი შეინახავს ფორმას, ისინი მიიღებენ ფორმის შევსების გაგრძელების ლინკის მქონე იმეილს.
Demo Feature: Conditional Logic Demos
წაახალისეთ მომხმარებლები წარმოადგინონ კონკრეტული დეტალები როდესაც აგროვებთ გამოკითხვას ან უკუკავშირს - მაგალითად, თუ მომხმარებელი მონიშნავს რომ უკმაყოფილოა ღონისძიებით, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ტექსტური ველი რათა წარმოადგინონ უკმაყოფილების მიზეზები.