ჯანდაცვა
მარტივი საშუალება შეაგროვოთ პაციენტის სენსიტიური ინფორმაცია
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს სჭირდებათ დამატებითი უსაფრთხოება რათა დაიცვან პაციენტების სენსიტიური ინფორმაცია. Jotform Enterprise გთავაზობთ HIPAA შესაბამისობის ფუნქციონალს რაც ამარტივებს ონლაინ ციფრული ფორმების შექმნას პაციენტების ინფორმაციის უსაფრთხოდ შესაგროვებლად.
Jotform Enterprise არის სანდო პარტნიორი ჯანდაცვის დაწესებულებებისათვის მსოფლიო მასშტაბით.
ჯანდაცვის ფორმის შაბლონები
Jotform Enterprise საშუალებას გაძლევთ შექმნათ ფორმები წუთებში. თუ თქვენ გსურთ დაიწყოთ უფრო მარტივად, დაათვალიერეთ ჩვენი ჯანდაცვის ფორმების შაბლონების უფასო კოლექცია.
პაციენტის მიღების ფორმები
პაციენტის უკუკავშირის ფორმა
აღმოაჩინეთ ხელმოწერები
HIPAA შესაბამისი
HIPAA და უსაფრთხოება
პაციენტების ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული. Jotform Enterprise ამარტივებს ყველასთვის თქვენს ორგანიზაციაში HIPAA სტანდარტების ფორმების შექმნას. ჩვენი HIPAA შესაბამისობის გამოყენებით, თქვენი ფორმების ინფორმაცია არის დაშიფრული რათა უზრუნველყოთ პაციენტების ინფორმაციის უსაფრთხოება. თქვენი პაციენტების ინფორმაციის შენახვა ასევე ხდება გამოყოფილ სერვერზე დამატებითი SOC 2 შესაბამისობით და თქვენ გაქვს სრული კონტროლი თუ ვის ექნება წვდომა თქვენს ფორმებსა და მონაცემებზე. თუ თქვენ გსურთ ონლაინ გადახდების მიღება, Jotform Enterprise ასევე მოიცავს საბანკო დონის უსაფრთხოებას.
სწრაფი და ეფექტური
პრაქტიკის მართვა
სამედიცინო პრაქტიკის მართვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მართეთ თქვენი სამედიცინო პრაქტიკა უფრო სწრაფად, რაციონალურად და კონფიდენციალურობის რეგულაციების შესაბამისად, თქვენი პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის საშუალების მიცემით შეავსონ ყველა საჭირო საკანცელარიო სამუშაო ონლაინ.
როცა თქვენ გათავისუფლებით ქაღალდის ფორმებისგან და გადახვალთ ციფრულ ფორმებზე, თქვენ მყისიერად გააუმჯობესებთ პაციენტების ინფორმაციის მიმოცვლას. დამატებით, პაციენტებს შეუძლიათ შეავსონ ნებისმიერი ფორმა ნებისმიერი ლოკაციიდან, დარეგისტრირდნენ ექიმთან შეხვედრაზე და გაგზავნონ თავიანთი ჯანმრთელობის დაზღვევის ინფორმაცია. Jotform Enterprise ასევე მოიცავს ინტეგრაციებს პოპულარულ ბიზნესის პროგრამებთან, რომლებიც ემსახურებიან თქვენი სამუშაო პროცესების დაჩქარებას.
მარტივად გამოყენებადი
პაციენტების მიღება
ახალი პაციენტების მიღება მოითხოვს მრავალ ეტაპს. თქვენ აგროვებთ ინფორმაციას არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის შესაბ, არამედ დაზღვევისა და გადახდის ინფორმაციასაც, და თანხმობას მკურნალობისათვის. თქვენს პაციენტებს ასევე შეუძლიათ ატვირთონ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის ფოტოებიც. Jotform Enterprise გეხმარებათ გათავისუფლდეთ ქაღალდის ფორმებისაგან და გააციფრულოთ ეს პროცესი, და მისცეთ თქვენს პაციენტებს საშუალება შეავსონ ფორმები ყველგან სადაც სურთ.
მიიზიდეთ მომხმარებლები
თქვენი პრაქტიკის მარკეტინგი
ჯანდაცვის პრაქტიკის შექმნა თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილია. დაწყებული ახალი პაციენტების მიზიდვით, ხალხისათვის თქვენი ახალი სერვისების გაცნობით და მკურნალობით, დასრულებული პაციენტებისათვის პოზიტიური გამოცდილების შექმნით, მოითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.
Jotform Enterprise გთავაზობთ ყველა ხელსაწყოს რათა გამარტივებულად შექმნათ, გაავრცელოთ და ცხრილის სახით წარმოადგინოთ პაციენტების კმაყოფილების კვლევის ფორმები. როცა თქვენ ქმნით საკონტაქტო ფორმას, ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენი პაციენტების ელ.ფოსტის მისამართების შექმნისა და მართვისათვის. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ გაამარტივოთ და მოსახერხებელი გახადოთ პაციენტებისათვის ვიზიტების ონლაინ დაჯავშნის ფუნქციონალით.
დისტანციური მკურნალობის ნაკრები
გეხმარებათ უმკურნალოთ პაციენტებს
თქვენ გაქვთ თქვენი სამედიცინო ხელსაწყოების ნაკრები მზად რათა დაეხმაროთ ყველას ვინც კი საჭიროებს - მაგრამ რას იტყოდით დისტანციური მკურნალობის ხელსაწყოების ნაკრებზე? Jotform Enterprise-ის HIPAA შესაბამისობის ტელემედიცინის პლატფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ ონლაინ სამედიცინო ფორმები რომლებიც შეინახავენ პაციენტების ჯანმრთელობის ინფორმაციას უსაფრთხოდ. გაიგეთ უფრო მეტი მძლავრი ფუნქციონარის შესახებ რაც ხდის Jotform Enterprise-ს იდეალურ პროგრამას სამედიცინო პროფესიონალებისათვის.
E-SIGNATURES
ხელმოწერის პროცესის ავტომატიზაცია
დააჩქარეთ თქვენი ელექტრონული ხელმოწერის პროცესი Jotform ხელმოწერის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ თვალყური ადევნოთ ხელმოწერის პროცესს, თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატიზაციის სასურველი ხელსაწყოები რათა უფრო ეფექტურდ მართოთ თქვენი კლინიკა ან ჰოსპიტალი. დააყენეთ ხელმოწერის თანიმდევრობა თქვენი დოკუმენტისათვის. როგორც კი პირველი პიროვნება მოაწერს ხელს, თქვენი დოკუმენტი გაეგზავნება შემდეგ მონაწილე მხარეს. ყველა მონაწილე პირი მიიღებს თავიანთი ჩანაწერების ასლს.