კონტრაქტის შაბლონები

4 შაბლონები
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთ? - PDF Templates

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთ?

მოცემული პარტნიორობის ხელშეკრულების PDF შაბლონი მოიცავს ყველა საჭირო და ძირითად პირობებს რომლების საჭიროა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაქმნელად. გამოიყენეთ მოცემული ნიმუში რათა სწრაფად შექმნათ პარტნიორობის შეთანხმების დოკუმენტები.

სამშენებლო კონტრაქტი - PDF Templates

სამშენებლო კონტრაქტი

თითოეული პროექტისათვის სამშენებლო კონტრაქტის შექმნა შეიძლება იყოს საკმაოდ შრომატევადი დავალება - ამიტომაც უფრო პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია სტანდარტული შაბლონი რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ და დაბეჭდოთ. Jotform გთავაზობთ სამშენებლო კონტრაქტის შაბლონს რათა გადმოწეროთ, დაარედაქტიროთ, დაამატოთ სურათები ან ლოგო, მოაწეროთ ხელი, დაბეჭდოთ ან შეინახოთ ჩანაწერებისათვის.

კონსულტაციის ხელშეკრულება - PDF Templates

კონსულტაციის ხელშეკრულება

შექმენით პროფესიონალური კონსულტაციის ხელშეკრულებები, ასევე ცნობილი როგორც საკონსულტაციო კონტრაქტები კლიენტებისათვის მოცემული შაბლონის გამოყენებით. მომენტალურად გადმოწერეთ, დაბეჭდეთ და გააზიარეთ PDF დოკუმენტების სახით.

ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტი

მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტის PDF შაბლონი მოიცავს ყველა ძირითად და აუცილებელ ელემენტს რათა ჩამოაყალიბოთ საქმიანი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენელსა და კომპანიას შორის. მოცემული ბრენდის წარმომადგენლის კონტრაქტის შაბლონი უზრუნველყოფს მონაწილე მხარეების უფლებების დაცვას, ასევე მიუთითებს ხელშეკრულების პერიოდს და მოვალეობებს.

About კონტრაქტი

კონტრაქტი არის იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება ორ ან მეტ მონაწილე მხარეს შორის. ეს არის შეთანხმება რომელიც ქმნის ლეგალურ მოვალეობას ან პასუხისმგებლობას. კომპანიების და სააგენტოების უმრავლესობა ამჯობინებს წერილობით კონტრაქტს, მაგრამ ამ პროცესში ხშირად აწყდებიან მრავალ პრობლემას როდესაც ცდილობენ სასურველი PDF შაბლონების პოვნას რომელიც გაუმარტივებთ აღნიშნულ პროცესებს. შაბლონის გამოყენება ზოგავს დროს, მაგრამ ონლაინ გენერატორების უმრავლესობა სთავაზობს მხოლოდ შეზღუდულ ფუნქციონალს. სირთულეებისა და ფუნქციონალურად შეზღუდული შაბლონების მოსაგვარებლად, Jotform ქმნის კონტრაქტის შაბლონების მზა კოლექციას PDF ფორმატში რომელიც არის სრულიად მორგებადი და უფასო.

ჩვენი მრავალი საკონტრაქტო შაბლონი შექმნილია ძირითადი სექციებით, როგორიცაა დასაქმების პირობები, პასუხისმგებლობები, კომპენსაცია და ბენეფიტები და ასევე შეიძლება მოიცავდეს კონფიდენციალურობის შეთანხმებას (NDA). აღნიშნული საყოველთაო სექციები არის თქვენი კონტრაქტის მენეჯმენტის პროცესის ეფექტურობის და ქმედითობის გარანტი. აღნიშნული PDF კონტრაქტის შაბლონების ბოლო ნაწილი აყალიბებს მონაწილე მხარეების ფუნქციას და მოვალეობებს. და კიდევ ერთხელ, როგორც კი ორივე მხარე მოაწერს დოკუმენტს ხელს, კონტრაქტი ავტომატურად ხდება სარჩელის ძალის მქონე.

JotForm-ის PDF კონტრაქტის შაბლონები არის სრულიად რედაქტირებადი, რაც გულისხმობს რომ თქვენ შეგიძლიათ საერთო ფორმატის სურვილისამებრ მორგება - მათ შორის ზემოთ ნახსენები სექციებიც. თუ სამსახურის აღწერილობა მნიშვნელოვნად შეიცვლება ან საჭიროა თანამშრომლის მოვალეობების ცვლილება კომპანიაში, თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ შაბლონი რათა გააგზავნოთ ახალი კონტრაქტი სადაც ორივე მხარეს შეუძლია იხილოს შეტანილი ცვლილებები და მოაწეროს ხელი თავიდან.

შექმენით თქვენი ონლაინ კონტრაქტი ახლავე და მიიღეთ ხელმოწერილი დოკუმენტები!

ხშირად დასმული კითხვები

თუ კვლავ გსურთ თქვენ თვითონვე შექმნათ კონტრაქტი, თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ Jotform-ის გიდს: "როგორ დავწეროთ კონტრაქტი".

მოცემული შაბლონები ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს. თუ თქვენ იყენეთ ფორმას კონტრაქტის სახით, ან აპირებთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ან ნებისმიერი სხვა სახის იურიდიულ შედეგებთან შემხებლობას, ჩვენ გირჩევთ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები რათა უზრუნველყოთ ყველა სათანადო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობა.