GiaGigauri-ის ფორმის შაბლონები

პროფორმა ინვოისის ფორმა

პროფორმა ინვოისი არის კლიენტის მიერ შესაძენი პროდუქციის წინასწარი ანგარიში, რომელიც იგზავნება კლიენტთან დასადასტურებლად. როგორც კი მოხდება ინვოისის დადასტურება კლიენტის მიერ, იგზავნება კიდევ ერთი ინვოისი. პროფორმა ინვოისი შეიცავს ინფორმაციას საქონლის ფასის და საფასურის შესახებ, ასევე გადახდისა და მიწოდების დეტალებს. ფორმა იყენებს პირობით ლოგიკას, რომლის გამოყენებითაც ხდება თითოეული შესყიდული პროდუქციის ფასის გამოთვლა. ფორმის გამოთვლების ვიჯეტის გამოყენებით ავტომატურად ხდება დღგ-სა და მიწოდების ღირებულების დამატება. ფორმის შაბლონი ასევე იყენებს უნიკალური ID ნომრის ვიჯეტს რათა ავტომატურად მოხდეს ინვოისის ნომრების გენერირება.

ფასის კოტირების ფორმები

რეზიუმეს გაგზავნის ფორმა

მოცემული რეზიუმეს გაგზავნის ფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ აპლიკანტთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, CV, ინტერესის სფერო, კვალიფიკაციის დონე და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაურთონ სამოტივაციო წერილები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ფორმა ბაზისად და შექმნათ საკუთარი ფორმა მორგების მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ფორმა ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

სამსახურის განაცხადის ფორმები

მათემატიკის ქვიზი

შეამოწმეთ თქვენი მოსწავლეების ცოდნა ონლაინ მოცემული სრულიად უფასო მათემატიკის ქვიზის შაბლონის გამოყენებით! მოარგეთ კითხვები თქვენს პროგრამას და აირჩიეთ სწორი პასუხები პირობითი ლოგიკის გამოყენებით. შემდეგ გაუზიარეთ ქვიზი თქვენს მოსწავლებს პირდაპირ ფორმის ლინკის გამოყენებით ან ჩასვით ფორმა თქვენი კლასის ვებსაიტზე. ფორმა ავტომატურად შეაფასებს თითოეული მოსწავლის პასუხებს და ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში. თქვენ ასევე შეგიძლიათ თითოეული მოსწავლის გამოგზავნილი ფორმის PDF დოკუმენტის სახით შენახვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კლასს ასწავლით - ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ განაახლოთ და მოარგოთ მოცემული მათემატიკის ქვიზის შაბლონი თქვენი სკოლის და კლასის მოთხოვნებს. დაამატეთ თქვენი ლოგო, დაურთეთ შესავსები ცხრილები, ატვირთეთ სურათები და მოარგეთ ფერთა სქემა თქვენს საჭიროებებს. 100+ ხელმისაწვდომი ინტეგრაციების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუგზავნოთ ტესტის შედეგები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებსაც - როგორიცაა Google Sheets, Google Drive და მრავალი სხვა. დაზოგეთ ღირებული დრო და ძალისხმევა ჩვენი სრულიად უფასო მათემატიკური ქვიზის შაბლონის გამოყენებით!

ქვიზები

საწვავის ხარჯის კალკულატორი

საშუალება მიეცით მომხმარებლებს გამოითვალონ თუ რა თანხა დასჭირდება საგზაო მოგზაურობას.

გამოთვლის ფორმები

ქორწინების მოწმობის უფასო ფორმა

Jotform-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, გადმოწეროთ და დაარედაქტიროთ მოცემული ქორწინების მოწმობის უფასო ფორმა PDF ფორმატში და გამოიყენოთ როგორც ქორწინების სამახსოვრო ბარათად. ფორმის მოცემულ შაბლონს აქვს ელეგანტური და კლასიკური დიზაინი მაგრამ შესაძლებელია მისი რედაქტირება და თქვენი ქორწინების თემაზე მორგება. გამოიყენეთ მორგების ხელსაწყოები და დაამატეთ ნებისმიერი სასურველი ელემენტი.

საქორწილო ფორმები

ონლაინ ქვიზი

შექმენით საკუთარი ონლაინ ქვიზები თქვენი სკოლის, კოლეჯის ან უნივერსიტეტისათვის JotForm-ის სრულიად უფასო ონლაინ ქვიზის შაბლონის გამოყენებით! არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საგანს ასწავლით - თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული იდეალური ფორმა მრავალფუნქციური ველებით - ღია და დახურულ დაბოლოებიანი კითხვა, ტექსტური ველები ან თუნდაც ფაილი ატვირთვის ველი რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ესეები, ფოტოები ან ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია. თქვენი ონლაინ ფორმის მოსწავლეებისათვის გაზიარება საკმაოდ მარტივია, ხოლო მისი შევსება შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერით, ტაბლეტით ან მობილური მოწყობილობით. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს იხილოთ და შეაფასოთ მოსწავლეთა ნაშრომები. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, ონლაინ ქვიზის შაბლონისა და კითხვების თქვენს პროგრამაზე მორგება საკმაოდ მარტივია. დაამატეთ ინსტრუქციები, ატვირთეთ სურათები, შეცვალეთ აგებულება ან გამოიყენეთ პირობითი ლოგიკა რათა უჩვენოთ მოსწავლეებს სწორი პასუხები ფორმის გაგზავნის შემდგომ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის მონაცემების გაგზავნა თქვენი სხვა ონლაინ ანგარიშებისათვის - როგორიცაა Google Sheets, Dropbox, Box და მრავალი სხვა. ჩვენი სრულიად უფასო და მორგებადი ონლაინ ქვიზის შაბლონის გამოყენებით, თქვენ სწრაფად შეძლებთ სასურველი ონლაინ ქვიზის შექმნას!

ქვიზები

თანამშრომლის შეფასება

გსურთ მიიღოთ უკუკავშირი თანამშრომლის/კოლეგის შესახებ? მოცემული თანამშრომლის შეფასების ფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ქაღალდის საქმისწარმოებას და შეაგროვოთ ყველა შეფასება ონლაინ. ფორმა მოიცავს კითხვებს პიროვნების სამსახურეობრივი წარმატების, სხვებთან თანამშრომლობის ეფექტურობის, სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.

თანამშრომლების შეფასების ფორმები

ზოგადი საქორწინო კონტრაქტი

თუ ეძებთ ზოგად საქორწინო კონტრაქტს, მოცემული ფორმის შაბლონი არის შექმნილი თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეაგროვოთ ახალდაქორწინებულთა საკონტაქტო ინფორმაცია, ღონისძიების თარიღი და დრო და ონლაინ გადახდები. ის ასევე მოიცავს წესებსა და პირობებს და ხელმოწერის ვიჯეტს. მარტივად მოარგეთ მოცემული ფორმა თქვენს საჭიროებებს და გააუმჯობესეთ სამუშაო პროცესები.

საქორწილო ფორმები

ქვიზის ფორმა სწორი პასუხების გამოთვლ

ავტომატურად გამოითვალეთ სწორი პასუხების რაოდენობა ფორმის გამოთვლების ვიჯეტის გამოყენებით და აჩვენეთ აღნიშნული მონაცემები ფორმის გაგზავნის შემდეგ.

ქვიზები

მყიდველის მიერ შეთავაზებული ფასის უფ

მყიდველის მიერ შეთავაზებული ფასის ფორმა გამოიყენება ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, როგორიცაა მაგალითად სამშენებლო ბიზნესი, რათა დაარწმუნონ ან დაითანხმონ კლიენტები, ინვესტორები ან კონტრაქტორები კონკრეტული პროექტის დასრულებაზე. მოცემული ფორმა ახდენს ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებას - პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღები, პროექტის აღწერა, საქმიანობის მასშტაბი, სავარაუდო ღირებულება.

ფასის კოტირების ფორმები

სასურველი სერვისის ხარჯთაღრიცხვის ფ?

თქვენს მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ სასურველი სერვისის ხარჯთაღრიცხვა და უკეთესად აწარმოონ ბიზნესი თქვენთან ერთად. საუკეთესოა კლიენტებთან იდეალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

კლიენტთა მომსახურების ფორმები

ოფისის მარაგების ინვენტარიზაციის ფო?

ოფისის სამუშაო გარემოში აუცილებელია ინვენტარის სისტემატური და ეფექტური მართვა რათა თავიდან აირიდოთ სამუშაო პროცესების შეფერხება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ოფისის მარაგების ინვენტარის ფორმა რათა მარტივად მართოთ თქვენი ოფისის მარაგები. ფორმა საშუალებას გაძლევთ შეიყვანოთ ნებისმიერი რაოდენობის მარაგები დინამიურად. თითოეულ ელემენტს გააჩნია ნომერი, დასახელება, კატეგორია, ხელმისაწვდომი და შესაძენი რაოდენობა და ერთეულის ფასი.

კონტროლის ფორმები

პაციენტთა კმაყოფილების გამოკითხვა

პაციენტთა კმაყოფილების გამოკითხვა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ პაციენტებისგან უკუკავშირის მისაღებად. პაციენტთა კმაყოფილების გამოკითხვის ონლაინ ფორმის გამოყენებით, თქვენ შეუფერხებლად შეგიძლიათ შეაგროვოთ მნიშვნელოვანი უკუკავშირი თქვენი პაციენტებისგან. უბრალოდ მოარგეთ გამოკითხვის კითხვები, გააზიარეთ ფორმის ლინკი ან ჩასვით თქვენს ვებსაიტზე და იხილეთ მონაცემები თქვენს უსაფრთხო Jotform ანგარიშში - რომლის დაცვაც ასევე შესაძლებელია HIPAA სტანდარტების შესაბამისად. განაახლეთ გამოკითხვის კითხვები, დაამატეთ თქვენი ლოგო ან შეცვალეთ შაბლონის ფერები JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის მონაცემები JotForm-ის ინბოქსის ან ცხრილების სახით, ან გამოიყენოთ JotForm-ის რეპორტების მშენებელი რათა ავტომატურად შექმნათ ვიზუალური რეპორტები და წამებში მოახდინოთ მისი ანალიზი! პაციენტთა უკუკავშირი აუცილებელია თქვენი სამედიცინო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად - ასე რომ შეაგროვეთ ისინი ყველაზე ეფექტური მეთოდით - ჩვენი პაციენტთა კმაყოფილების გამოკითხვის ონლაინ ფორმის გამოყენებით.

კმაყოფილების გამოკითხვა

ასაკის გამოთვლა

მოცემული ფორმა ავტომატურად გამოითვლის ასაკს, როგორც კი მომხმარებლები აირჩევენ თავიანთ დაბადების თარიღს.

გამოთვლის ფორმები

ონლაინ პეტიციის ფორმა ელექტრონული ხე

შექმენით პეტიცია რათა შეცვალოთ სამყრო! მოცემული ონლაინ პეტიციის ფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ საშუალება მისცეთ ხალხს ელექტრონულად მოაწერონ ხელი თქვენს პეტიციას. გარდა ამისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ HTML რეპორტები რათა ჩასვათ ელექტრონული პეტიციის ხელმომწერთა მონაცემები თქვენს ვებსაიტზე. გამოიყენეთ მოცემული ფორმა - გაამარტივეთ პეტიციაზე ხელმოწერის პროცესი და უკეთესად მართეთ მონაცემები.

პეტიციის ფორმები

პაციენტის ინფორმაცია

მოცემული ფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაარეგისტრიროთ როგორც პოტენციური ახალი პაციენტები, ასევე მიიღოთ ვიზიტის დაჯავშნები არსებული პაციენტებისგან. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ დიაგნოზი, მკურნალობის მეთოდები და მიზნები.

ჯანდაცვის ფორმები

თმის სალონის კლიენტის კითხვარი

თმის სალონის კლიენტის კითხვარის ფორმა სალონებისა და თმის მოვლის პროდუქციის გამყიდველებისათვის.

კითხვარის შაბლონები

გადახდის ქვითარი

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისა და ფინანსური დოკუმენტების ჩანაწერების წარმოება შესაძლოა იყოს საკმაოდ დამაბნეველი. თქვენი გაყიდვების ჩანაწერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის გადახდის ქვითარი. მოცემული გადახდის ქვითრის ფორმის გამოყენება შეუძლიათ ბიზნესის მფლობელებს, თანამშრომლებს, ბუღალტრებს ან ნებისმიერ პიროვნებას რომელიც ყიდის პროდუქციას ან სერვისებს. ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს იჯარის გადახდის ქვითარი რომელიც გადაეცემა მომხმარებელს ან მოიჯარეს როგორც თავიანთი ქირის გადახდის დასტური. მოცემული ფორმის მიზანია დაგეხმაროთ მომენტალურად შექმნათ სტანდარტული და მარტივი გადახდის ქვითარი. ფორმა აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას - მომხმარებლის სახელი, თარიღი, გადახდის ოდენობა, ქვითრის ნომერი, გადახდის მიზეზი და მიმღების სახელი.

გადახდის ფორმები

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფორმა

ავტომობილთა ტექნიკური დათვალიერების ფორმა გამოიყენება პოლიციის განყოფილებების მიერ რათა აწარმოონ თავიანთი ავტომობილების უსაფრთხოების ყოველკვირეული ინსპეტირება. თუ თქვენ ამჟამად იყენებთ ქაღალდის ფორმებს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისათვის, დროა გააციფრულოთ აღნიშნული ფორმები და დააჩქაროთ ტექნიკური დათვალიერების პროცესი ჩვენი ონლაინ ფორმების გამოყენებით! შეიყვანეთ თარიღი, ავტომობილის ნომერი და გარბენი კილომეტრებში, შემდეგ კი გადადით ინსპექტირების საკონტროლო სიაზე - მუხრუჭები, სარკეები, შუქები და მრავალი სხვა. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა ნებისმიერი კომპიუტერის, ტაბლეტის ან სმარტფონის გამოყენებით, ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს JotForm-ის ანგარიშში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად დააკონვერტიროთ ფორმის მონაცემები PDF დოკუმენტებად რათა გადმოწეროთ და დაბეჯდოთ თქვენი ოფისის ჩანაწერებისათვის. მარტივად მოარგეთ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფორმა თქვენს საჭიროებებს. განაახლეთ ან დაამატეთ ფორმის ახალი ველები, დაურთეთ თქვენი უნიკალური ლოგო ან თუნდაც ელექტრონული ხელმოწერა. თუ თქვენ იყენებთ სხვა ონლაინ აპლიკაციებსაც, როგორიცაა Google Sheets, Google Drive ან Dropbox, JotForm-ის სრულიად უფასო ინტეგრაციების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები 100+ აპლიკაციას. ქაღალდის ფორმების დრო წარსულს ჩაბარდა - გამოიყენეთ ციფრული ფორმები რათა დაზოგოთ ღირებული დრო და უკეთესად მართოთ თქვენი ჩანაწერები!

ინსპექტირების ფორმები

რეგისტრაციის ფორმა

გამოიყენეთ მოცემული შაბლონი რათა მომენტალურად დაარეგისტრიროთ მომხმარებლები.

რეგისტრაციის ფორმები

სამედიცინო პერსონალის განაცხადის ფორმა

მოსახერხებელი ფორმა რომელიც გამოიყენება სამედიცინო პერსონალის მიღების მსურველი დაწესებულებების მიერ განაცხადების მისაღებად. ფორმა აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რათა დარწმუნდეთ რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ თქვენი ვაკანსიის მოთხოვნებს. ფორმას აქვს პერსონალური ინფორმაციის სექცია, სერთიფიცირებისა და ენის ცოდნის დეტალები, სასურველი თანამდებობა და ხელმისაწვდომობა. ასევე დამატებითი სექცია სადაც შესაძლებელია გამოცდილებისა და რეკომენდაციების ინფორმაციის შეყვანა, ასევე წესებსა და პირობებზე თანხმობის წარმოდგენა კონტრაქტის სახით.

სამედიცინო განაცხადის ფორმები

ტექნიკის დროებით სარგებლობაში გადაც?

გამოიყენეთ მოცემული ფორმა რათა მოახდინოთ დაწესებულებიდან დროებით სარგებლობაში წაღებული ტექნიკის/მოწყობილობის/აღჭურვილობის სათანადო ჩაწერა. მოცემული ფორმა მოიცავს ველებს რომლებიც აგროვებენ ყველა საჭირო ინფორმაციას - ტექნიკის/მოწყობილობის დასახელება, მსესხებელი პირი, წაღებისა და დაბრუნების დეტალები, წესები და პირობები. თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად დაბეჭდოთ თქვენი ფორმა ან გადმოწეროთ PDF დოკუმენტის სახით.

სესხის განაცხადის ფორმები

შრომის უსაფრთხოების შესწავლის ფორმა

მოცემული შრომის უსაფრთხოების შესწავლის ფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ კომპანიების შრომის უსაფრთხოების დაკვირვების მონაცემები. ფორმას გააჩნია უსაფრთხოების შემოწმების მრავალი ველი და შრომის დაცვის სტანდარტების სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები. დამკვირვებელს შეუძლია მარტივად შეავსოს შრომის უსაფრთხოების შესწავლის მონაცემები მას შემდეგ რაც მოახდენს დაკვირვების ადგილის სრულ ანალიზს. ასევე მარტივადაა შესაძლებელი ფორმის თქვენს საჭიროებებზე მორგება.

აუდიტი

პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების ფორმა

პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების ფორმა არის დოკუმენტი რომელიც გამოიყენება პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენების აუცილებლობის დასადგენად. დამცავი აღჭურვილობის ტარება შეიძლება იყოს საკმაოდ რთული და მოსაბეზრებელი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს საჭიროა პიროვნების მიერ სამსახუროებრივი მოვალეობების შესრულების უსაფრთხოებისათვის. შეფასება წარმოებს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლის მიერ შესრულებული მოვალეობების გათვალისწინებით - ემუქრება თუ არა მათ ჯანმრთელობას საფრთხე პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არ გამოყენების შემთხვევაში. პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების შაბლონი არის ვებ ფორმა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ სასურველ ადგილას შეგიძლიათ აწარმოოთ შეფასება - მრავალი დოკუმენტაციის გარეშე. გჭირდებათ მხოლოდ მობილურის ტელეფონი ან ტაბლეტი და ინტერნეტ კავშირი. ფორმის გახსნას შეძლებთ ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით, როგორც კი მორჩებით მის შევსებას ერთი კლიკით გააგზავნეთ იგი. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც საშუალებას გაძლევთ მომენტალურად მოძებნოთ სასურველი ინფორმაცია, დაახარისხოთ და გაფილტროთ ჩანაწერები. გამოიყენეთ JotForm-ის რეპორტების ხელსაწყო რათა მოახდინოთ თქვენი მონაცემების ანალიზი. გამოიყენეთ ჩვენი ფორმის შაბლონი და JotForm-ის ყველა ფუნქციონალი სრულიად უფასოდ!

რეპორტის ფორმები