ქვიზის შაბლონები

3 შაბლონები

შექმენით ქვიზი თქვენი საკლასო ოთახისათვის ან თუნდაც სახალისო ქვიზი თქვენი აუდიტორიისათვის ჩვენი სრულიად უფასო, ონალინ ქვიზის შაბლონების გამოყენებით! მარტივად აირჩიეთ ქვიზის ქვემოთ მოცემული შაბლონებიდან სასურველი, მოარგეთ ის თქვენს საჭიროებებს და ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით რათა დაიწყოთ გამოხმაურებების მიღება მომენტალურად. ეს არის საუკეთესო საშუალება რათა დაზოგოთ დრო და ძალისხმევა საკლასო ოთახის სხვადასხვა აქტივობებზე ან გაზარდოთ აუდიტორიის ჩართულობა სახალისო ქვიზის გამოყენებით რომლის სოციალურ ქსელებში გაზიარებაც მომენტალურად იქნება შესაძლებელი. ფორმის ყველა გამოხმაურება უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს Jotform-ის ანგარიშში და მარტივად შეძლებთ მათზე წვდომის მიღებას ნებისმიერი მოწყობილობით Jotform მობილური ფორმების გამოყენებით.

მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის ქვიზის შექმნა გსურთ - იქნება ეს საკლასო ოთახში გამოსაყენებელი ქვიზი ან დისნეის რომელი პერსონაჟი ხართ ამის გასარკვევი - ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს თქვენთვის სასურველი ფორმის დიზაინის მორგებას. უბრალოდ აირჩიეთ და დაამატეთ ქვიზის ახალი კითხვები, შეცვალეთ ფონტები და ფერები, ატვირთეთ სურათები, შექმენით უნიკალური პირობითი ლოგიკა რათა დამალოთ და აჩვენოთ კითხვები მომხმარებლის პასუხებიდან გამომდინარე ან გააერთიანეთ ყველა თქვენი ქვიზი ერთი სივრცის ქვეშ Jotform-ის ქვიზის შემქმნელი აპლიკაციის გამოყენებით. იდეალური ქვიზის აუცილებელი წინაპირობაა მისი გამართული დიზაინი და ვიზუალი - ჩვენი მარტივი მორგების ხელსაწყოებითა და საოცარი ქვიზის შაბლონებით, თქვენ შექმნით როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციურად გამართულ ქვიზს.

მასწავლებებლებსა თუ განათლების სფეროს მოღვაწეებს შეუძლიათ ჩვენი ქვიზის შაბლონის 30+ მძლავრ აპლიკაციასთან ინტეგრაცია რათა შესძინონ უფრო მეტი ფუნქციონალი სწავლების პროცესს. გაგზავნეთ ფორმის პასუხები თქვენს ღრუბლოვანი საცავის აპლიკაციებზე როგორიცაა მაგალითად Box ან Dropbox რათა თვალყური ადევნოთ სტუდენტთა პროგრესს ან მოახდინოთ სინქრონიზაცია ელექტრონულ ცხრილებთან როგორიცაა Airtable ან Google Sheets რათა უფრო მარტივად შეაფასოთ თქვენი ქვიზის შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ გამოიყენბთ ჩვენს მორგებად ქვიზის შაბლონებს, თქვენ ისიამვონებთ ფიზიკური ჩარევის შემცირებით, დაზოგავთ დროს და გააუმჯობესებთ პროცესს.

მათემატიკის ქვიზი

შეამოწმეთ თქვენი მოსწავლეების ცოდნა ონლაინ მოცემული სრულიად უფასო მათემატიკის ქვიზის შაბლონის გამოყენებით! მოარგეთ კითხვები თქვენს პროგრამას და აირჩიეთ სწორი პასუხები პირობითი ლოგიკის გამოყენებით. შემდეგ გაუზიარეთ ქვიზი თქვენს მოსწავლებს პირდაპირ ფორმის ლინკის გამოყენებით ან ჩასვით ფორმა თქვენი კლასის ვებსაიტზე. ფორმა ავტომატურად შეაფასებს თითოეული მოსწავლის პასუხებს და ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში. თქვენ ასევე შეგიძლიათ თითოეული მოსწავლის გამოგზავნილი ფორმის PDF დოკუმენტის სახით შენახვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კლასს ასწავლით - ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ განაახლოთ და მოარგოთ მოცემული მათემატიკის ქვიზის შაბლონი თქვენი სკოლის და კლასის მოთხოვნებს. დაამატეთ თქვენი ლოგო, დაურთეთ შესავსები ცხრილები, ატვირთეთ სურათები და მოარგეთ ფერთა სქემა თქვენს საჭიროებებს. 100+ ხელმისაწვდომი ინტეგრაციების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუგზავნოთ ტესტის შედეგები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებსაც - როგორიცაა Google Sheets, Google Drive და მრავალი სხვა. დაზოგეთ ღირებული დრო და ძალისხმევა ჩვენი სრულიად უფასო მათემატიკური ქვიზის შაბლონის გამოყენებით!

ქვიზები

ონლაინ ქვიზი

შექმენით საკუთარი ონლაინ ქვიზები თქვენი სკოლის, კოლეჯის ან უნივერსიტეტისათვის JotForm-ის სრულიად უფასო ონლაინ ქვიზის შაბლონის გამოყენებით! არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საგანს ასწავლით - თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული იდეალური ფორმა მრავალფუნქციური ველებით - ღია და დახურულ დაბოლოებიანი კითხვა, ტექსტური ველები ან თუნდაც ფაილი ატვირთვის ველი რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ესეები, ფოტოები ან ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია. თქვენი ონლაინ ფორმის მოსწავლეებისათვის გაზიარება საკმაოდ მარტივია, ხოლო მისი შევსება შესაძლებელია ნებისმიერი კომპიუტერით, ტაბლეტით ან მობილური მოწყობილობით. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს იხილოთ და შეაფასოთ მოსწავლეთა ნაშრომები. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, ონლაინ ქვიზის შაბლონისა და კითხვების თქვენს პროგრამაზე მორგება საკმაოდ მარტივია. დაამატეთ ინსტრუქციები, ატვირთეთ სურათები, შეცვალეთ აგებულება ან გამოიყენეთ პირობითი ლოგიკა რათა უჩვენოთ მოსწავლეებს სწორი პასუხები ფორმის გაგზავნის შემდგომ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის მონაცემების გაგზავნა თქვენი სხვა ონლაინ ანგარიშებისათვის - როგორიცაა Google Sheets, Dropbox, Box და მრავალი სხვა. ჩვენი სრულიად უფასო და მორგებადი ონლაინ ქვიზის შაბლონის გამოყენებით, თქვენ სწრაფად შეძლებთ სასურველი ონლაინ ქვიზის შექმნას!

ქვიზები

ქვიზის ფორმა სწორი პასუხების გამოთვლ

ავტომატურად გამოითვალეთ სწორი პასუხების რაოდენობა ფორმის გამოთვლების ვიჯეტის გამოყენებით და აჩვენეთ აღნიშნული მონაცემები ფორმის გაგზავნის შემდეგ.

ქვიზები