შეფასების ფორმები
შეფასების ფორმები არის დიდებული საშუალება ღირებული უკუკავშირის მისაღებად და შემდგომში იმ ასპექტების აღმოსაჩენად სადაც საჭიროებთ გაუმჯობესებას. არ აქვს მნიშვნელობა გსურთ შეაგროვოთ მომხმარებელთა კმაყოფილების ინფორმაცია, სტუდენტთა პროგრესი, თანამშრომელთა წარმადობა ან სტუმართა უკუკავშირი, ჩვენი შეფასების სრულიად უფასო ონლაინ ფორმები გაგიმარტივებთ შეფასებების მიღებასა და ანალიზს. უბრალოდ აირჩიეთ ფორმის სასურველი შაბლონი ქვემოთ, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს საჭიროებებს, მოარგეთ ის ჩვენი ფორმის მშენებლის გამოყენებით და ჩასვით ის თქვენს ვებსაიტში ან გაუგზავნეთ ფორმის ლინკი მომხმარებლებს, სტუდენტებს, თანამშრომლებს, სტუმრებს და მრავალი სხვა. ფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად შეიყვანონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, უპასუხონ კითხვებს, გამოიყენონ შეფასების სკალა და დაამატონ კომენტარები. თქვენ მომენტალურად მიიღებთ გამოგზავნილ შეფასებებს თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი თქვენთვის და სხვა კოლეგებისათვის რათა იხილოთ მონაცემები ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ჩვენი ფორმის მშენებლის გამოყენებით, შეფასების ფორმის სასურველი შაბლონის მორგება საკმაოდ მარტივი პროცედურაა. არ საჭიროებს არანაირი სახით კოდის წერას - უბრალოდ აირჩიეთ და ჩასვით ფორმის სასურველი ველები, გამოკითხვის კითხვები, შეფასების სკალა და სურვილის შემთხვევაში სურათებიც კი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეფასების ფორმის ინტეგრირება 100+ პოპულარულ აპლიკაციასთან, მათ შორის Google Drive, Dropbox, Slack და Airtable რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. გაამარტივეთ თქვენი შეფასების პროცესები შეფასების ონლაინ ფორმების გამოყენებით - მიიღეთ მონაცემები რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თუ როგორ მართავთ ბიზნესს, როგორ ახდენთ თანამშრომელთა განვითარების ხელშეწყობას, როგორ ასწავლით მოსწავლეებს ან თუნდაც როგორ მასპინძლობთ ღონისძიებებს!