დისტანციური მუშაობის ფორმები

2 შაბლონები

Zoom ის შეხვედრის დაგეგმვის ფორმა

Zoom-ის შეხვედრის დაგეგმვის ფორმა გამოიყენება Zoom-ის შეხვედრების ონლაინ დასაგეგმად დამატებითი იმეილებისა და მიმოწერების აუცილებლობის გარეშე. მოცემული სრულიად უფასო Zoom-ის შეხვედრის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით თანამშრომლებს ან კლიენტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ონლაინ შეხვედრის მოთხოვნები თქვენზე მორგებული ხელმისაწვდომი დროების კალენდარზე სასურველი დროის არჩევით. დაიწყეთ ფორმის შაბლონის დიზაინის თქვენს კომპანიაზე მორგება. შემდეგ ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით, და დაიწყეთ შეხვედრის დაჯავშნის მოთხოვნების მიღება მომენტალურად. თავისუფლად დაამატეთ თქვენი უნიკალური ლოგო, განაახლეთ ფონტები და ფერები, დაურთეთ დამატებითი ველები - ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, რამოდენიმე კლიკია საჭირო რათა შექმნათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფორმა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა 100+ სხვა აპლიკაციებს რათა მიიღოთ გადახდები, შექმნათ შეხვედრების ელექტრონული ცხრილი და მრავალი სხვა. ჩვენი Zoom შეხვედრების დაგეგმვის ფორმა გაგიმარტივებთ ვირტუალური შეხვედრების დაჯავშნას, დაზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.

დისტანციური მუშაობის ფორმები

თანამშრომლის ყოველდღიური პროგრესის ?

თანამშრომლის ყოველდღიური პროგრესის ანგარიშის ფორმა გამოიყენება თანამშრომელთა პროგრესის და ყოველდღიური მიღწევების თვალყურის სადევნებლად. საშუალება მიეცით თანამშრომლებს გამოაგზავნონ ყოველდღიური რეპორტები ონლაინ ჩვენი სრულიად უფასო თანამშრომლის ყოველდღიური პროგრესის ანგარიშის გამოყენებით, რომლის გაგზავნაც შეგიძლიათ იმეილით ან მარტივი წვდომისათვის თქვენს ვებსაიტზე ჩაშენებით - თქვენ შეგიძლიათ ასევე პაროლით დაიცვათ თქვენი ფორმა რათა დარწმუნდეთ რომ მისი შევსება მოხდება მხოლოდ თქვენი თანამშრომლების მიერ. შეაგროვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია როგორიცაა მიზნები, შესრულებული დავალებები და ნებისმიერი კითხვა რაც თქვენს თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეთ ზედამხედველთან. ფორმის გაოგზავნილი მონაცემების შენახვა ხდება თვენს Jotform ანგარიშში, მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობიდან. განსხვავებული სამუშაო და საქმიანობა მოითხოვს განსხვავებულ რეპორტს, ასე რომ მოარგეთ თამაშრომელთა პროგრესის ანგარიშის ფორმა თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის ფორმის მშენებლის გამოყენებით რათა მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. მარტივად აიღეთ და ჩასვით სასურველი ველები, ატვირთეთ ფონური სურათი ან პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. უკეთესად აკონტროლეთ ანგარიშის მონაცემები მესამე მხარის აპლიკაციებთან ინტეგრირებით, როგორიცაა მაგალითად Slack, Monday.com, Google Drive, ან Salesforce CRM. ჩვენი სრულიად უფასო თანამშრომლის ყოველდღიური პროგრესის ანგარიშის ფორმის გამოყენებით მომენტალურად შეძლებთ მონაცემების შეგროვებას ონლაინ - რენტაბელური საშუალება თქვენი თასნამშრომლებისგან ყოველდღიური ანგარიშების შესაგროვებლად - არანაირი ზედმეტი ქაღალდისწარმოება ან შრომატევადი ყოველდღიური შეხვედრები.

დისტანციური მუშაობის ფორმები

About დისტანციური მუშაობის ფორმები

დისტანციური მუშაობის ფორმები გამოიყენება თანამშრომლებთან კომუნიკაციისათვის და უზრუნველყოფს რომ დისტანციურად მუშაობის შეთანხმება ყველა მონაწილე პირისათვის მიმდინარეობს კარგად. ჩვენი დისტანციური მუშაობის ფორმების გამოყენებით, დამსაქმებლებს შეუძლიათ შეაგროვონ დასაქმებულთა უკუკავშირი, აღჭურვილობის მოთხოვნები, სამუშაო განრიგები და მრავალი სხვა! უბრალოდ აირჩიეთ ფორმის სასურველი შაბლონი ქვემოთ მოცემული სიიდან, მოარგეთ თქვენი კომპანიის მოთხოვნებს და ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ იმეილით რათა დაიწყოთ გამოხმაურებების შეგროვება. თქვენი JotForm-ის ანგარიში ხელმისაწვდომია ნებისმიერ მოწყობილობაზე, საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თანამშრომელთა გამოხმაურებები თქვენს მობილურში, ტაბლეტსა თუ კომპიუტერში.

თუ გჭირდებათ დაამატოთ კითხვები, თქვენი კომპანიის ლოგო, ელექტრონული ხელმოწერები ან ფაილის ატვირთვის ველები თქვენ მიერ შერჩეულ დისტანციური მუშაობის ფორმას, ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის წყალობით ამას სულ რამოდენიმე კლიკით შეძლებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის მონაცემების თქვენი სხვა ონლაინ ანგარიშებისათვის გაგზავნა, რაც დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და გააუმჯობესოთ სამუშაო პროცესები. ჩვენი 100+ ფორმის უფასო ინტეგრაცია მოიცავს Google Drive-ს, Slack-ს, Box-ს, Airtable-ს და მრავალ სხვა სასრგებლო აპს. ჩვენი დისტანციური მუშაობა უფასო ონლაინ ფორმების საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ თანამშრომელთა ინფორმაცია და უზრუნველყოთ დისტანციური მუშაობის ეფექტურობა.