მაისურების შეკვეთის ფორმები

1 შაბლონები

მაისურებზე ბეჭდვის შეკვეთის ფორმა

მაისურებზე ბეჭდვის შეკვეთის ფორმა გამოიყენება სასურველი მაისურების შეკვეთების მისაღებად. დიზაინერებს და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ გამოიყენონ მოცემული უფასო შეკვეთის ფორმა რათა მარტივად მიიღონ მაისურების შეკვეთა ონლაინ. მოარგეთ ფორმის დიზაინი, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე, დააკავშირეთ გადახდის სასურველ სისტემას - მათ შორის Square, Stripe და PayPal - და მიიღეთ შეკვეთები პირდაპირ თქვენს Jotform ანგარიშში. მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ რაოდენობა, ზომა და სასურველი დიზაინი, თქვენ კი მარტივად შეგიძლიათ იხილოთ შეკვეთები ნებისმიერი მოწყობილობიდან. გამოიყენეთ JotForm-ის ფორმის მშენებელი და დაამატეთ თქვენი პროდუქციის ფოტოები, შეცვალეთ ფონური სურათი და პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. აუცილებლად შეამოწმეთ 130+ მძლავრი აპლიკაცია და ინტეგრაციები რათა დააჩქაროთ თქვენი ნაყოფიერება - ავტომატურად გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა Slack, Google ცხრილები, Google Drive და მრავალი სხვა. შეკვეთის ფორმების გაციფრულებით, თქვენს კომპანიას შეუძლია მიაღწიოს უფრო ვრცელ აუდიტორიას, დააჩქაროს შეკვეთის პროცესი და მიიღოს გადახდები პირდაპირ თქვენი ვებსაიტიდან.

მაისურების შეკვეთის ფორმები

About მაისურების შეკვეთის ფორმები

გაყიდეთ თქვენი მაისურები ონლაინ და შეაგროვეთ ბარათით გადახდები მაისურის შეკვეთის ფორმების გამოყენებით. გახადეთ თქვენი ფორმა ისეთი მშვენიერი როგორიც თქვენი მაისურებია, JotForm-ის მარტივად გამოყენებადი ფორმის მშენებლით - მარტივად დაამატეთ სურათები, შეცვალეთ ფერები ან ჩასვით თქვენი ლოგო რათა მიანიჭოთ შაბლონს პერსონალური ვიზუალი. რატომ არ დააკავშირებდით ფორმას სასურველ გადახდის სისტემასთან რათა უსაფრთხოდ მიიღოთ გადახდები ონლაინ? თქვენ დაამუშავებთ უფრო მეტ შეკვეთას და ეფექტურს გახდით სამუშაო პროცესებს ჩვენი მაისურების შეკვეთის ფორმების გამოეყენებით.

ონლაინ გადახდების უსაფრთხოდ შესაგროვებლად, მარტივად დააკავშირეთ თქვენი ფორმა სასურველ გადახდის სისტემასთან. Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ უსაფრთხო გადახდის აპლიკაციას, მათ შორის Square და PayPal. JotForm-ის PCI და GDPR შესაბამისობით, თქვენ არ მოგიწევთ იდარდოთ თქვენი მომხმარებლების ბარათების ინფორმაციის შესაძლო რისკების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ასევე თქვენი ფორმის CRM სისტემებთან დაკავშირება, მარკეტინგის იმეილების სიის შექმნა და ელექტრონული ცხრილების გენერირება რათა უკეთ აკონტროლოთ შეკვეთები და იყოთ კავშირში მომხმარებლებთან. თქვენ მიერ შექმნილი მაისურების შეკვეთის ფორმის გამოყენებით, თქვენი მაღაზია გააუმჯობესებს ონლაინ გაყიდვებს, იქნება უფრო მეტად ორგანიზებული და დაზოგავს დროს რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება შემდეგი ბესთსელერი მაისურის შესაქმნელად.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის მაისურის შეკვეთის ფორმა?

მაისურის შეკვეთის ფორმა გამოიყენება მაისურების თქვენი ბიზნესისათვის, საქველმოქმედო ღონისძიებისათვის ან სპორტული გუნდისათვის გასაყიდად. მაისურების შეკვეთის ონლაინ ფორმების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ არაეფექტურ ქაღალდის ფორმებს და სატელეფონო შეკვეთებს, და მიიღოთ შეკვეთები და საბარათე გადახდები პირდაპირ თქვენი ვებსაიტის გავლით.

რატომ უნდა გამოვიყენო ონლაინ მაისურების შეკვეთის ფორმა?

თუ გსურთ დააჩქაროთ გაყიდვები და შეიძინოთ უფრო მეტი კლიენტი, თქვენი მაისურების ონლაინ გაყიდვა არის საუკეთესო საშუალება. მაისურების შეკვეთის ფორმის თქვენი მაღაზიის ვებსაიტზე განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ შეუფერხებლად მიიღოთ შეკვეთები და ონლაინ გადახდები - რაც ნიშნავს დაემშვიდობოთ დამატებით ზარებსა და იმეილებს მომხმარებელთან ან დაგვიანებულ გადახდებს! დამატებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია შეკვეთის ფორმის გამოყენებით, რომელიც თქვენს ნაცვლად შეასრულებს ყველა შრომატევად საქმეს - ასე რომ დაგრჩებათ უფრო მეტი ღირებული დრო შემდეგი ბესტსელერი მაისურის დიზაინის შესაქმნელად.

როგორ გამოვიყენო მაისურების შეკვეთის ონლაინ ფორმა?

მას შემდეგ როდესაც თქვენ მორჩებით თქვენს მაისურზე მუშაობას, დროა დაიწყოთ მისი ონლაინ გაყიდვა! უბრალოდ აირჩიეთ თქვენი ფავორიტი მაისურების შეკვეთის ფორმა და მოარგეთ თქვენი მაღაზიის მოთხოვნებს. შემდეგ გამოაქვეყნეთ ონლაინ ფორმის უნიკალური კოდის კოპირებით და თქვენი ვებსაიტის HTML კოდში ჩასმით, გააზირეთ ფორმის ლინკი სოციალურ ქსელებში ან იმეილის გამოყენებით და დაელოდეთ შეკვეთების მომენტალურ მიღებას.

How do I customize my T-shirt order form?

Jotform-ის მეგობრული ფორმის მშენებელის გამოყენებით, მოარგეთ თქვენი მაისურების შეკვეთის ფორმის შაბლონები მარტივად. უბრალოდ ჩააგდეთ ფორმის სასურველი ველები რათა დაამატოთ პროდუქცია, გამოიყენოთ გადახდის სასურველი სისტემის ინტეგრაცია, გაუგზავნოთ მესამე მხარის აპლიკაციებს და მარავალი სხვა. თქვენ შეგიძლიათ თუნდაც აირჩიოთ ფორმის თემა, დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო და ატვირთოთ მაისურების სურათები სასურველი ვიზუალის მისაღებად.

როგორ მივიღო გადახდები ჩემი მაისურების შეკვეთის ონლაინ ფორმის გავლით?

გადახდების მიღება თქვენი ონლაინ ფორმის გავლით საკმაოდმარტივია. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით გადახდის სასურველი სისტემა თქვენს ფორმაზე, გამართეთ ინტეგრაცია გადახდის სისტემის შესაბამის ანგარიშში შესვლით და გამოაქვეყნეთ ფორმა რათა მომენტალურად დაიწყოთ ონლაინ გადახდების მიღება. Jotform გთავაზობთ 30+ გადახდის სისტემას, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა უპირატესობას ანიჭებთ Square-ს, Stripe-ს, PayPal-ს თუ გადახდის სხვა სანდო პროვაიდერს, თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება მიიღოთ გადახდები თქვენთვის სასურველი მეთოდით.

შემიძლია თუ არა ჩემი შეკვეთის ფორმის სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირება?

თქვენი სამუშაო პროცესების დასაჩქარებლად, Jotform გთავაზობთ 130-ზე მეტ ინტეგრაციას მძლავრ და პოპულარულ ვებ ხელსაწყოებთან. დააკავშირეთ თქვენი მაისურების შეკვეთის ფორმა თქვენი ფაილების საცავის აპლიკაციასთან ან CRM სისტემებთან რათა უკეთესად ადევნოთ თვალყური მომხმარებლებს და მათ შეკვეთებს. გსურთ საინფორმაციო იმეილების გაგზავნა სამოსის უახლესი ტრენდების შესახებ? დააკავშირეთ ფორმა Mailchimp-თან რათა ავტომატურად დაარეგისტრიროთ თქვენი იმეილის სიის გამომწერები. ონლაინ გადახდების შეუფერხებლად მისაღებად გამოიყენეთ სასურველი უსაფრთხო და სანდო გადახდის სისტემა!

იმუშავებს თუ არა ჩემი შეკვეთის ფორმა მობილურ ხელსაწყოებზე?

დიახ. Jotform-ის ონლაინ შეკვეთის ფორმები ადაპტირებულია ნებისმიერ მოწყობილობაზე, შესაბამისად მომხმარებლებს შეუძლიათ შეუფერხებლად იყიდონ თქვენი პროდუქცია. Jotform მობილური ფორმების აპლიკაციის გამოყენებით კი თქვენ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ და იხილოთ მონაცემები ნებისმიერ დროს, თუნდაც ინტერნეტ კავშირის გარეშე!