კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

3 შაბლონები

კურსის რეგისტრაციის ფორმა

მოცემული კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების მიერ რათა მოახდინოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაცია. ფორმა აგროვებს მონაწილეთა ყველა ძირითად ინფორმაციას როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი და მისამართი მარტივი რეგისტრაციისა და მონაცემთა დამუშავებისათვის. მოცემულ შაბლონში ასევე მოცემულია ხელმისაწვდომი კურსები რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მარტივად მოძებნონ და აირჩიონ სასურველი კურსი. მოცემულ რეგისტრაციის ფორმის შაბლონს ასევე გააჩნია ტექსტური ველი სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გამოგიგზავნონ თავიანთი კომენტარები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან ნებისმიერი სახის კითხვა.

კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

ცეკვის სტუდიის სარეგისტრაციო ფორმა

მოცემული ცეკვის სტუდიის სარეგისტრაციო ფორმა გამოიყენება ქორეოგრაფიული სტუდიების მიერ ონლაინ რეგისტრაციის პროცესების სამართავად. შაბლონი შესდგება რამოდენიმე სექციისაგან რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და მშობელთა ინფორმაციის შეგროვებას, ასევე გადახდის დეტალებსა და თქვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის ხელსაწყოებისა და ინტეგრაციების გამოყენებით, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

კლასის რეგისტრაცია

დააჩქარეთ სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი ფორმის შაბლონის გამოყენებით რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა საკონტაქტო ინფორმაციას, პირად ნომერსა და შერჩეულ კურსებს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კლასების შესაბამისად დასაგეგმად. თქვენ შეგიძლიათ ბაზისად გამოიყენოთ მოცემული შაბლონი და შექმნათ თქვენი საკუთარი ფორმა მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტების გამოყენებით თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

About კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

კურსის რეგისტრაციის ფორმები გამოიყენება სტუდენტებისა და მოსწავლეების მოახლოებულ კლასებზე დასარეგისტრირებლად. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა საგანს ასწავლით, ჩვენი კურსზე რეგისტრაციის უფასო ფორმები შეამცირებს თქვენს სამუშაოს მოცულობას სტუდენტებისთვის შესაძლებლობის მიცემით, დარეგისტრირდნენ ონლაინ. მარტივად მოარგეთ ფორმის სასურველი შაბლონი თქვენს მოთხოვნებს და გამოაქვეყნეთ თქვენი სკოლის ვებსაიტზე - მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს შეეძლებათ დაიწყონ რეგისტრაციის პროცედურა მომენტალურად! თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რეგისტრაციის საფასური პირდაპირ თქვენი ფორმის გავლით. გამოგზავნილი ინფორმაცია უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს JotForm-ის დაცულ ანგარიშში, რომელთა ნახვაც შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით.

არ არის აუცილებელი წიგნების კითხვა იმის გამოსარკვევად თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი კურსზე რეგისტრაციის ფორმის მორგება. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის რედაქტირებას ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით თქვენთვის სასურველი ფორმის ველები და გრაფიკული ელემენტები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ფაილის ატვირთვის ველი რათა შეაგროვოთ დოკუმენტები ან უსაფრთხო გადახდის სისტემა როგორიცაა PayPal ან Square რათა მიიღოთ კლასის ღირებულების საფასური. დააკავშირეთ ფორმა თქვენს ფავორიტ აპლიკაციებთან რათა ავტომატურად გაუგზავნოთ მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს - გიმარტივებთ თქვენი ჩანაწერების ორგანიზებას და აჩქარებს თქვენს სამუშაო პროცესებს. თუ თქვენ გჭირდებათ სამედიცინო ინფორმაციის შეგროვება, დარწმუნდით რომ სარგებლობთ ვერცხლის ან ოქროს პაკეტით რათა გახადოთ თქვენი ფორმა HIPAA სტანდარტების შესაბამისი. თქვენს კურსზე რეგისტრაციის პროცესის ავტომატიზირებით, ჩვენი კურსზე რეგისტრაციის ფორმები დაგიზოგავთ ღირებულ დროსა და ძალისხმევას.