სამსახურში დაბრუნების ფორმები

1 შაბლონები

სამსახურში დაბრუნების ფორმა გამოიყენება თანამშრომლის ავადმყოფობისა თუ ტრავმის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში არგამოცხადების შემდეგ დაბრუნების დეტალების დოკუმენტირებისათვის. ადამიანური რესურსების დეპარტამენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი სრულიად უფასო სამსახურში დაბრუნების ფორმები რათა შეაგროვონ ინფორმაცია თანამშრომლის ტრავმისა თუ ავადმყოფობის შესახებ, მიიღონ დამადასტურებელი დუკემენტები და ჩამოაყალიბონ რეინტეგრაციის გეგმა როგორც თანამშრომლის, ასევე კომპანიისათვის. ჩვენი ფორმის შაბლონების გამოყენებით, თქვენ დაემშვიდობებით ქაღალდის არაეფექტურ ფორმებს და მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ონლაინ - ეს დაგეხმარებათ როგორც თანამშრომელთა ინფომაციის უსაფრთხოდ შენახვაში, ასევე მათ უკეთესად ორგანიზებასა და დამუშავებაში.


ვინაიდან სხვადასხვა ინდუსტრიებს აქვთ განსხვავებული მოთხოვნები თანამშრომლებისათვის როდესაც ბრუნდებიან სამსახურში, თქვენ დაგჭირდებათ სამსახურში დაბრუნების ფორმის თქვენს საჭიროებებზე მორგება. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ამ პროცესს - თქვენი ფორმის ვიზუალის შესაცვლელად, მარტივად აიღეთ და ჩასვით სასურველი ველები, შეაგროვეთ ელექტრონული ხელმოწერები და მოახდინეთ მესამე მხარის აპლიკაციებთან ინტეგრირება. მომენტალურად გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები Google Drive-ს, Airtable-ს ან თქვენს ფავორიტ CRM სისტემას რათა უკეთესად შეძლოთ ინფორმაციის ორგანიზება და სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდა. თუ თქვენ აგროვებთ ჯანმრთელობის სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას, გახადეთ თქვენი ფორმა HIPAA სტანდარტების შესაბამისი ვერცხლის ან ოქროს პაკეტის გამოყენებით. უბრალოდ აირჩიეთ სამსახურში დაბრუნების სასურველი უფასო ფორმა რათა დაზოგოთ თქვენი HR დეპარტამენტის ღირებული დრო და დააჩქაროთ სამუშაო პროცესები - მონაცემთა უკეთესად ორგანიზებით, უკეთესად შეძლებთ დაეხმაროთ თქვენს თანამშრომლებს.

ექიმის ნებართვა სამსახურში დაბრუნების თაობაზე

ექიმის ნებართვის ფორმა გამოიყენება რათა აცნობოთ დამსაქმებელს რომ დასაქმებული აკმაყოფილებს სამსახურში დაბრუნების მოთხოვნებს ავადმყოფობის ან ტრავმის პერიოდის შემდგომ. ადამიანური რესურსების დეპარტამენტს შეუძლია გამოიყენოს მოცემული სამსახურში დაბრუნების ნებართვის უფასო ფორმა, რათა მარტივად შეაგროვოს თანამშრომლის ექიმის თანხმობის ინფორმაცია ელექტრონულ ხელმოწერებთან ერთად - იდეალური საშუალება რათა დარწმუნდეთ, რომ თანამშრომელი არის საკმარისად ჯანმრთელი რათა დაუბრუნდეს სამსახურში. მარტივად მოარგეთ მოცემული ფორმა, გაუზიარეთ თანამშრომელს და სთხოვეთ შეავსებინონ თავიანთ ექიმს. ფორმის მონაცემები ავტომატურად გაიგზავნება თქვენს Jotform ანგარიშში, ასე რომ მომენტალურად მიიღებთ ექიმის ნებართვას ხელმოწერასთან ერთად. JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ წამებში შეძლებთ მოცემული ფორმის შაბლონში ცვლილებების შეტანას - აიღეთ და ჩასვით ფორმის სასურველი ველები, დაურთეთ დამატებითი წესები და პირობები, შეცვალეთ ფონური სურათი, ატვირთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. გამოიყენეთ ჩვენი 100+ სასარგებლო ინტეგრაციები და ვიჯეტები, რათა უფრო მეტად გაააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტიოლობა. შეუფერხებლად მიიღეთ ელექტრონული ხელმოწერები, შექმენით PDF შაბლონი რათა მომენტალურად აქციოთ ფორმის მონაცემები პროფესიონალურ დოკუმენტებად, ან დააკავშირეთ თქვენი ფორმა CRM სისტემასთან რათა ავტომატურად დაურთოთ ხელმოწერილი ფორმები თანამშრომლის ჩანაწერებს. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და უზრუნველყავით თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

მოთხოვნის ფორმები