რეგისტრაციის ფორმები

3 შაბლონები

ონლაინ რეგისტრაციის ფორმები ამარტივებს თქვენი შემდეგი ღონისძიების დაგეგმვას როგორიცაა კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და კლასები. დაიწყეთ რეგისტრაციის ფორმის შაბლონის რედაქტირებით, შემდეგ გაუგზავნეთ იმეილი თქვენთვის სასურველ სიას და დაელოდეთ მონაცემების მომენტალურ მიღებას! Jotform ასევე სთავაზობს თქვენს მომხმარებლებს შეავსონ რეგისტრაციის ფორმები ნებისმიერი სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერიდან. ჩვენი რეგისტრაციის შაბლონები არის საკმაოდ მარტივად რედაქტირებადი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ინტეგრირება გადახდის სიტემებთან რათა მიიღოთ ღონისძიების მონაწილეობის საფასური ონლაინ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი რეგისტრაციის ფორმის შექმნით ან აირჩიოთ ნებისმიერი ქვემოთ მოცემული ფორმის შაბლონი. მას შემდეგ რაც აირჩევთ რეგისტრაციის შაბლონს თქვენთვის, გამოიყენეთ ჩვენი ფორმის მშენებელი რათა სრულიად დააფორმატოთ და მოარგოთ რეგისტრაციის ფორმა თქვენს საჭიროებებს. სცადეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმის შაბლონები დღესვე!

მუსიკალური სკოლის სარეგისტრაციო ფორ?

ფლობთ მუსიკალურ დაწესებულებას რომელიც ღიაა ყველა ასაკის წარმომადგენლისათვის? დაეხმარეთ მათ მიაღწიონ საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს მათი პრაქტიკული მომზადებითა და სწავლებით, რეგისტაციის პროცესის გასამარტივებლად კი გამოიყენეთ მოცემული მოხდენილი და მორგებადი ფორმა. მუსიკალური სკოლის განაცხადის ფორმა მომავალ სტუდენტებს ეკითხება თავიანთ ზოგად ინფორმაციას, კლასის სასურველ დღეებსა და დაწყების დროს. საშუალება მიეცით თქვენს მომავალ სტუდენტებს ნებისმიერ დროს შეავსონ მოცემული განაცხადი და მარტივად შემოუერთდნენ თქვენს მუსიკალურ სკოლას.

ფეხბურთის რეგისტრაციის ფორმა

რეგისტრაცია არის ნებისმიერი სპორტული ღონისძიების განუყოფელი ნაწილი, იქნება ეს სპორტული ბანაკი ან სპორტული ლიგა, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მოთამაშეები. ჩვენი ფეხბურთის რეგისტრაციის ფორმა დააჩქარებს და გაგიმარტივებთ რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის შეგროვებას. გამოიყენეთ მოცემული ფორმა რათა შეაგროვოთ საკონტაქტო ინფორმაცია, სათამაშო პოზიცია და ჯანმრთელობის ინფორმაცია. გაამარტივეთ მოთამაშეების, მწვრთნელების და აღჭურვილობის მონაცემების მართვა. გახადეთ თქვენი ფეხბურთის რეგისტრაციის ფორმის შაბლონი განსაკუთრებული JotForm-ის ვიჯეტების, აპლიკაციებისა და თემების გამოყენებით. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხბურთის რეგისტრაციის ფორმის შაბლონი როგორც საწყისი ნიმუში და მოარგოთ ის თქვენს საჭიროებებს.

სპორტდარბაზის რეგისტრაციის ფორმა

სპორტული დარბაზის რეგისტრაციის ფორმა რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ წევრთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, ფიზიკური მონაცემები, მიზნები და მოტივაციები. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის ხელსაწყოებისა და ინტეგრაციების გამოყენებით, მიიღოთ ონლაინ გადახდები, დააკავშიროთ მონაცემები თქვენს CRM სისტემას, დაამატოთ თქვენი ლოგო, ვიზუალური და საინფორმაციო კონტენტი, შეცვალოთ ფონური სურათი, ფონტები და თემები და ჩააშენოთ ის თქვენს ვებსაიტზე ან გამოიყენოთ დამოუკიდებელი სახით.

სპორტული სარეგისტრაციო ფორმა

დაიწყეთ სპორტული ღონისძიების რეგისტრაციის ფორმების გამოყენება და დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს. სპორტული რეგისტრაციის ფორმა აგროვებს ათლეტის ზოგად ინფორმაციას, გამოცდილების სფეროს და საკონტაქტო ინფორმაციას.

საკალათბურთო ლიგის რეგისტრაციის ფორ?

კალათბურთის მოთამაშის რეგისტრაციის ფორმის შაბლონი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ ათლეტთა ინფორმაცია, გადაუდებელი სიტუაციების კონტაქტები და ჯანმრთელობის დაზღვევის მონაცემები, მშობელთა თანხმობა და ნებართვები. თქვენ შეგიძლიათ ბაზისად გამოიყენოთ მოცემული ფორმა და დაამატოთ თქვენი ლოგო, სურათები, ფონტები, ფერები და ჩასვათ თუნდაც თქვენს ვებსაიტზე.

COVID 19 განცხადება მოთხოვნების შესაბამი?

კოვიდ პანდემიის პერიოდში საფეხბურთო კლუბის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისობაზე თანხმობა.

COVID 19 სიმპტომების შემოწმების ფორმა

კორონავირუსის სიმპტომების შემოწმების ფორმა სპორტული ორგანიზაციებისათვის

კონსულტაციაზე მიღების ფორმა

კონსულტაციაზე მიღების ფორმა საშუალებას გაძლევთ გაამარტივოთ რეგისტრაციის პროცესი და ავტომატურად მიიღოთ კლიენტთა ინფორმაცია, შეამციროთ ქაღალდის საქმისწარმოება და უკეთესად მართოთ ჩანაწერები. ფორმა აგროვებს მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაციას, პერსონალურ დეტალებს, დაზღვევის ინფორმაციას, სამედიცინო ისტორიას და თქვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თქვენ შეგიძლიათ სრულად მოარგოთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს - შეცვალოთ, დაამატოთ ან წაშალოთ ველები, შეცვალოთ ფონტები, ფერები, აგებულება და ფონური სურათები JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. მოცემული კონსულტაციაზე მიღების ფორმა არის მობილურ მოწყობილობებზე მორგებული, და შესაძლებელია მისი შევსება სმარტფონების ან ტაბლეტების გამოყენებითაც.

ახალი პაციენტის რეგისტრაციის ფორმა

ახალი პაციენტის რეგისტრაციის ფორმა რომელიც აგროვებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა პერსონალური მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია და სამედიცინო ისტორია, საშუალებას გაძლევთ გქონდეთ რეგისტრაციის მარტივი და სწრაფი პროცესი.

დასაქმების ფესტივალის სარეგისტრაცი?

დასაქმების ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმა საშუალებას აძლევს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მარტივად დარეგისტრირდნენ დასაქმების გამოფენაზე და უშუალოდ გაეცნონ კომპანიების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს. დამსაქმებლებს მოცემული ფორმა დაეხმარება მარტივად იპოვონ სასურველი კანდიდატები სასურველი პოზიციებისათვის.

მოსწავლეების სტუდენტების რეგისტრაც?

მოცემული რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება სკოლების, კოლეჯების ან უნივერსიტეტების მიერ ახალი მოსწავლეებისა და სტუდენტების დასარეგისტრირებლად. მოცემული სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით, ნებისმიერი ზომის საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია შეუფერხებლად აწარმოოს რეგისტრაციის პროცესი ონლაინ. მარტივად მოარგეთ სასურველი ფორმა თქვენი პროგრამის მოთხოვნებს, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით, მომენტალურად მიიღეთ სტუდენტთა სარეგისტრაციო ინფორმაცია და უკეთესად მართეთ თქვენი სკოლის ჩანაწერები. მოარგეთ მოცემული მოსწავლეებისა და სტუდენტების რეგისტრაციის ფორმა თქვენს სასწავლო დაწესებულებას, ატვირთეთ თქვენი ლოგო, დაამატეთ სასურველი ველები, შეცვალეთ ფონტები და ფერები. მიიღეთ ონლაინ გადახდები ისეთი სისტემების გავლით, როგორიცაა PayPal, Square და Stripe ნებისმიერი დამატებითი საკომისიოს გარეშე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა მაგალითად Google Sheets, Google Drive და მრავალი სხვა. გამოიყენეთ მოცემული ფორმის შაბლონი - დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და გააუმჯობესეთ სამუშაო პროცესები.

კონკურსის მონაწილის ფორმა

კონკურსის მონაწილის ფორმის შაბლონი აგროვებს მონაწილის კონკურსზე რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას. თქვენ შეაგროვებთ მონაწილის საკონტაქტო ინფორმაციას, კონკურსის სასურველი კატეგორიის დეტალებს და სხვა. ფორმა არის სრულიად რედაქტირებადი და მარტივად არის შესაძლებელი მისი ნებისმიერი სახის კონკურსის/შოუს/შეჯიბრების მოთხოვნებზე მორგება. მარტივად შეიტანეთ სასურველი ცვლილებები, დაამატეთ ფერები, ფონტები, სურათები, ლოგოები და მრავალი სხვა.

ფოტოკონკურსის ფორმა

ფოტოკონკურსის ფორმა

ტალანტების შოუს შესარჩევი კასტინგის

გამოიყენეთ ტალანტების შოუს შესარჩევი ტურის ფორმა რათა საშუალება მისცეთ მსურველებს მარტივად დარეგისტრირდნენ ონლაინ. გაამარტივეთ სასურველი მონაწილეების შერჩევის პროცესი და მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია.

კურსის რეგისტრაციის ფორმა

მოცემული კურსის რეგისტრაციის ფორმის შაბლონის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების მიერ რათა მოახდინოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაცია. ფორმა აგროვებს მონაწილეთა ყველა ძირითად ინფორმაციას როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი და მისამართი მარტივი რეგისტრაციისა და მონაცემთა დამუშავებისათვის. მოცემულ შაბლონში ასევე მოცემულია ხელმისაწვდომი კურსები რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მარტივად მოძებნონ და აირჩიონ სასურველი კურსი. მოცემულ რეგისტრაციის ფორმის შაბლონს ასევე გააჩნია ტექსტური ველი სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გამოგიგზავნონ თავიანთი კომენტარები რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან ნებისმიერი სახის კითხვა.

კლასის რეგისტრაცია

დააჩქარეთ სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი ფორმის შაბლონის გამოყენებით რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა საკონტაქტო ინფორმაციას, პირად ნომერსა და შერჩეულ კურსებს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კლასების შესაბამისად დასაგეგმად. თქვენ შეგიძლიათ ბაზისად გამოიყენოთ მოცემული შაბლონი და შექმნათ თქვენი საკუთარი ფორმა მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტების გამოყენებით თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

ცეკვის სტუდიის სარეგისტრაციო ფორმა

მოცემული ცეკვის სტუდიის სარეგისტრაციო ფორმა გამოიყენება ქორეოგრაფიული სტუდიების მიერ ონლაინ რეგისტრაციის პროცესების სამართავად. შაბლონი შესდგება რამოდენიმე სექციისაგან რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტებისა და მშობელთა ინფორმაციის შეგროვებას, ასევე გადახდის დეტალებსა და თქვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის ხელსაწყოებისა და ინტეგრაციების გამოყენებით, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

ცეკვის რეგისტრაციის ფორმა

ცეკვის რეგისტრაციის ფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ მონაწილეთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია, სთხოვოთ აირჩიონ სასურველი ცეკვის კატეგორია და წარმოადგინონ ნებისმიერი სასურველი კომენტარები. ფორმის გამოყენება ასევე შესაძლებელია კურსზე, კონკურსზე ან ფესტივალზე მონაწილეების დასარეგისტრირებლად. მოარგეთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს მრავალი ვიჯეტისა და ინტეგრაციების გამოყენებით, დაამატეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ ფონტები და ფერები, შემდეგ კი ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

კლუბის წევრობის რეგისტრაციის ფორმა

კლუბის წევრობის რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება თქვენი კლუბის ან ორგანიზაციის ახალი წევრის დასარეგისტრირებლად. არ აქვს მნიშვნელობა იღებთ ახალ წევრებს სოციალური, საზოგადოებრივი სამსახურის ან სპორტული კლუბისათვის, მოცემული კლუბის წევრთა რეგისტრაციის სრულიად უფასო ფორმა დააჩქარებს პროცესს და წაახალისებს ახალი წევრების რეგისტრაციას. მარტივად მოარგეთ მოცემული ფორმა თქვენი კლუბის მოთხოვნებს, გამოაქვეყნეთ ონლაინ და მომენტალურად მიიღეთ ახალი წევრები! რეგისტრაციის მონაცემები გაიგზავნება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში, მარტივად წვდომადი ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენი კლუბი არის ისეთივე უნიკალური როგორც მისი ყველა წევრი, ასე რომ გახადეთ თქვენი კლუბის წევრობის რეგისტრაციის ფორმაც უნიკალური. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ ფორმის ველები, შეცვალოთ შაბლონის დიზაინი, ფონტები და ფერები, და ატვირთოთ თქვენი კლუბის ლოგო ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის ინტეგრირება თქვენს ფავორიტ ონლაინ აპლიკაციებთან როგორიცაა Google Drive, Dropbox და Slack რათა მომენტალურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები აღნიშნულ ანგარიშებს. გჭირდებათ მიიღოთ წევრობის საფასური? უბრალოდ დააკავშირეთ თქვენი ფორმა თქვენთვის სასურველ გადახდის სისტემასთან - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ გადახდის ინტერგაციას, მათ შორის Square და PayPal. მას შემდეგ რაც გამოაქვეყნებთ თქვენი კლუბის ვებსაიტზე, თქვენი წევრთა რეგისტრაციის ფორმა გაგიმარტივებთ რეგისტრაციის პროცესს, წევრთა მიზიდვასა და რეგისტრაციების რაოდენობა - ყველაფერი ერთდროულად!

წევრობის რეგისტრაციის ფორმა

ეს არის PayPal-ის ღილაკის მქონე წევრობის რეგისტრაციის ფორმა. თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ სახელი, მისამართი, იმეილი, მობილურის ნომერი და სხვა სასურველი დეტალები. გამოიყენეთ ფორმის მშენებელი და შეიტანეთ სასურველი ცვლილებები მომენტალურად.

ეკლესიის წევრობის ფორმა

ეკლესიის წევრობის რეგისტრაციის ფორმა გთავაზობთ რეგისტრაციის სწრაფ და მარტივ პროცესს წევრთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაციის, ნიჭის, ცოდნის, შესაძლებლობებისა და მიზნების შესახებ ინფორმაციის შეგროვებით. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის მრავალი ხელსაწყოსა და ინტეგრაციების გამოყენებით - შექმენით სასურველი დიზაინი, დაამატეთ თქვენი ლოგო და კითხვები. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ფორმა იმეილით, ჩააშენოთ თქვენს ვებსაიტზე ან გამოიყენოთ დამოუკიდებელი სახით.

კურსდამთავრებულთა რეგისტრაციის ფორ?

კურსდამთავრებულთა რეგისტრაციის ფორმა საშუალებას გაძლევთ მარტივად შეაგროვოთ კურსდამთავრებულთა მონაცემები მათი პერსონალური და საკონტაქტო დეტალების, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიისა და სტუდენტობის პერიოდის მოგონებების შეგროვებით. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ შაბლონი თქვენს მოთხოვნებს JotForm-ის მორგების ხელსაწყოებისა და ინტეგრაციების გამოყენებით. დაამატეთ თქვენი ლოგო, დაურთეთ თქვენი ვიზუალური და საინფორმაციო კონტენტი, სთხოვეთ თქვენს კურსდამთავრებულებს გაგიზიარონ თავიანთი სტუდენტობის პერიოდის ფოტოები, შეცვალეთ ფერები, ფონტები, ფონური სურათი, შემდეგ კი ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

5k მარათონის რეგისტრაციის ფორმა

5k მარათონის რეგისტრაციის ფორმა გამოიყენება მარათონის მონაწილეთა ინფორმაციის შესაგროვებლად. მოცემული ფორმის გამოყენებით, ღონისძიების ორგანიზატორებს შეუძლიათ მოახდინონ რეგისტრაციის პროცესის ავტომატიზაცია მაქსიმალურად შეამცირონ სამუშაო დატვირთვა. მოცემული შაბლონი მოიცავს ფორმის ველებს, რომლებიც აგროვებენ მონაწილის პერსონალურ ინფორმაციას, გადაუდებელი მდომარეობის საკონტაქტო პირის დეტალებს, წესებსა და პირობებზე თანხმობას და ელექტრონულ ხელმოწერას. მონაწილეებს შეეძლებათ ატვირთონ თავიანთი პროფილის სურათი ფაილის ატვირთვის ველის გამოყენებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩასვათ დამატებითი ინსტრუქციები და დეტალები ტექსტური ინფორმაციის ველების გამოყენებით. შაბლონს ასევე აქვს ელექტრონული ხელმოწერის ველი რათა მონაწილეებისგან მიიღოთ წესებსა და პირობებზე სათანადო თანხმობა.

ავტომაგისტრალის მარათონის სარეგისტ?

ავტომაგისტრალის მარათონის სარეგისტრაციო ფორმა გამოიყენება რათა შეაგროვოთ მონაცემები მარათონის მონაწილეების შესახებ. მოცემული ფორმა საშუალებას აძლევს ღონისძიების ორგანიზატორებს მარტივად და სათანადოდ შეაგროვონ და მართოთ მონაცემები. შაბლონს აქვს ველები რომელიც აგროვებს მონაწილის პერსონალურ ინფორმაციას, გადაუდებელი მდგომარეობის საკონტაქტო პირის დეტალებს, წესებსა და პირობებზე თანხმობას და ელექტრონულ ხელმოწერას. ფორმის შაბლონს ასევე აქვს ფაილის ატვირთვის ველი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ პროფილის სურათები იდენტობის დასადასტურებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტატიკური ტექსტის ელემენტები რათა შეიყვანოთ სასურველი დამატებითი ინფორმაცია და ინსტრუქციები.

ავტორბოლის რეგისტრაციის ფორმა

ავტორბოლის რეგისტრაციის ფორმა არის ფორმა რომელიც აგროვებს აპლიკანტის ინფორმაციას რომელსაც სურს შეუერთდეს ღონისძიებას ან მონაწილეობა მიიღოს ავტორბოლაში. ფორმა ასევე მონაწილეს ეკითხება ავტომობილის დეტალებს, რაც აუმჯობესებს ღონისძიებაზე რეგისტრაციის პროცესს. მოცემულ შაბლონს აქვს ფორმის ველები, როგორიცაა მძღოლის ინფორმაცია, გადაუდებელი მდგომარეობის საკონტაქტო პირის დეტალები, ავტომობილის დეტალები, წესებსა და პირობებზე თანხმობა. ავტომობილის დეტალები მოიცავს ბრენდს, მოდელს, გამოშვების წელს, ფერს, სარეგისტრაციო ნომერს და სხვა მოდიფიკაციებს. ფორმას ასევე აქვს სექცია სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ სტატიკური ტექსტი, როგორიცაა ღონისძიების დეტალები. ფორმას ასევე აქვს ელექტრონული ხელმოწერის ველი, რათა სათანადოდ დაადასტურონ მონაწილეებმა თანხმობა.

ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის ფორ?

გაამარტივეთ თქვენი პოტენციური კლიენტებისათვის თქვენს ორგანიზაციასთან ჩართულობის პროცესი ჩვენი ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის ფორმის გამოყენებით. როდესაც გაქვთ მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მიიღოთ ახალი მომხმარებლის ყველა საჭირო ინფორმაცია, ჩვენი შაბლონი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მრავალი ტიპის თემა, აპლიკაცია და ვიჯეტი რათა შეაგროვოთ მონაცემები, ჰკითხოთ უკუკავშირი, მიიღოთ რეკომენდაცია და რეფერალები.

მყიდველის ინფორმაციის ფორმა სახლის ?

თუ თქვენ გაქვთ უძრავი ქონების განცხადებები თქვენს ვებსაიტზე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული მყიდველის ინფორმაციის ფორმა რათა შეაგროვოთ მყიდველთა უძრავი ქონების სასურველი ტიპის დეტალური მონაცემები, ბიუჯეტისა და საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ შაბლონს სასურველი ველები, მათ შორის ვიზუალური და ინფორმაციული კონტენტი, შეცვალოთ ფერები, ფონტები, თემები, ფონური სურათები; შემდეგ კი ჩააშენოთ თქვენს ვებსაიტზე ან გასაზიარებლად გამოიყენოთ ფორმის ლინკი.

რეგისტრაციის სხვა ფორმები

ანგარიშის შექმნა

სჭირდება თქვენს კომპანიას ონლაინ მომხმარებლები? გამოიყენეთ მოცემული ანგარიშის შექმნის ფორმა და დაარეგისტრირეთ უფრო მეტი მომხმარებელი. ახალი ანგარიშის ფორმის შაბლონი მოიცავს პერსონალურ ინფორმაციას, სასურველ მომხმარებლის სახელსა და პროფილის სურათს. გახადეთ მომხმარებლები თქვენი კომპანიის ნაწილი მოცემული მარტივი და მოქნილი ფორმის გამოყენებით.

რეგისტრაციის ფორმები

სასწავლო ბანაკის რეგისტრაცია

ფიტნეს ბანაკზე რეგისტრაციის მოსახერხებელი საშუალება. მომხმარებლებს შეუძლიათ დაგიტოვონ თავიანთი იმეილი, მობილურის ნომერი და პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის ფიზიკური მონაცემები.

რეგისტრაციის ფორმები

ძაღლის რეგისტრაციის ფორმის შაბლონი

თუ თქვენ გსურთ შექმნათ ძაღლის რეგისტრაციის ფორმა, ეს არის იდეალური ვარიანტი. მოცემული ფორმა აგროვებს ძაღლის ყველა დეტალურ ინფორმაციას, როგორიცაა მფლობელის ინფორმაცია, აცრის დეტალები და გადაუდებელი მდგომარეობის საკონტაქტო პირი.

რეგისტრაციის ფორმები

უფრო მეტი მსგავსი კატეგორია