თამამშრომელთა გამოკითხვის შაბლონები
გამოიყენეთ სრულიად უფასო თამამშრომელთა გამოკითხვის ონლაინ ფორმა და მიიღეთ პასუხები, რომლებიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომპანია თქვენი თანამშრომლებისათვის! იდეალური HR დეპარტამენტისა და გუნდის ლიდერებისათვის - Jotform-ის სრულიად უფასო თანამშრომელთა გამოკითხვები საშუალებას გაძლევთ გამოიკვლიოთ თანამშრომელთა შეხედულებები სამუშაო გარემოსა და კულტურის შესახებ - თუნდაც დისტანციურად მუშაობისას. მარტივად აირჩიეთ გამოკითხვის შაბლონი ქვემოთ, მოარგეთ თქვენ საჭიროებებს და გააზიარეთ ლინკის გამოყენებით ან ჩასვით ის თქვენს ვებსაიტზე, რათა მომენტალურად დაიწყოთ მონაცემების შეგროვება. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ ინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რომელიც დაცულია GDPR და CCPA შესაბამისობით, 256 ბიტიანი SSL კავშირით.
არ აქვს მნიშვნელობა ეძებთ სამსახურით კმაყოფილების გამოკითხვას, თანამშრომელთა საქმიანობისა და წარმადობის მიმოხილვას ან სამსახურიდან წასვლის ინტერვიუს ფორმას, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი შაბლონი რომლის გამოყენებაც მომენტალურად შეგიძლიათ - თქვენთვის სასურველი შაბლონის მორგება კი არის საკმაოდ მარტივი. Jotform-ის გამოკითხვის შემქმნელი საშუალებას გაძლევთ მარტივად აიღოთ და ჩასვათ ფორმის ველები, დაურთოთ თქვენი ლოგო, დაამატოთ ელექტრონული ხელმოწერის ველი ან შეცვალოთ ფონტები და ფერები წამებში. თქვენ შეგიძლიათ ასევე გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები 100+ სხვა პლატფორმას, მათ შორის Google Drive, Dropbox, Box, Slack, Airtable და მრავალი სხვა! დააჩქარეთ თანამშრომლებისაგან უკუკავშირის შეგროვების პროცესი Jotform-ის სრულიად უფასო თანამშრომელთა გამოკითხვის ონლაინ ფორმების გამოყენებით.