პაციენტთა რეგისტრაციის ფორმის შაბლონები

2 შაბლონები

პაციენტის რეგისტრაციის ფორმები გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა სხვადასხვა პროცედურებზე დასარეგისტრირებლად. მიუხედავად იმისა თუ რა სახით გჭირდებათ ახალი პაციენტის რეგისტრაცია - იქნება ეს ჰოსპიტალი, კლინიკა, ჯანმრთელობის ცენტრი თუ კერძო პრაქტიკა - ჩვენი პაციენტთა რეგისტრაციის უფასო ფორმები დააჩქარებს ახალი პაციენტების მიღებისა და რეგისტრაციის პროცესს. მარტივად მოარგეთ სასურველი უფასო შაბლონი თქვენს სამედიცინო დაწესებულებას და მიეცით საშუალება პაციენტებს დარეგისტრირდნენ მომენტალურად! პაციენტებს შეეძლებათ წარმოადგინონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, საკონტაქტო დეტალები, ჩამოწერონ სამედიცინო ისტორია, დაურთონ ფაილები და გადაიხადონ საფასური - ყველაფერი ერთდროულად! გამოგზავნილი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება შენახული თქვენს JotForm-ი


თქვენი პაციენტთა რეგისტრაციის ფორმის მორგება არ უნდა იყოს ტვინის ოპერაცია. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის წყალობით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ ფორმის ველები, სურათები და თუნდაც თქვენი ლოგო ნებისმიერი სახის კოდის წერის გარეშე. Jotform ასევე გთავაზობთ ასობით აპლიკაციის ინტეგრაციას რომლებიც შექმნილია თქვენი მიმღების სამუშაო პროცესების დასაჩქარებლად. დააკავშირეთ თქვენი ფორმა გადახდის სისტემებთან რათა მიიღოთ რეგისტრაციის საფასური, ან ფაილის შენახვის ანგარიშებთან და ელექტრონულ ცხრილებთან რათა შეინახოთ პაციენტთა ჩანაწერები ერთ სივრცეში. მოიპოვეთ თქვენი პაციენტების ნდობა მათი ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვით - უბრალოდ გადადით ვერცხლის ან ოქროს პაკეტზე რათა გახადოთ ჩვენი პაციენტთა რეგისტრაციის ფორმები HIPAA სტანდარტების შესაბამისი. როდესაც მორჩებით სასურველი ფორმის შაბლონის მორგებას, გამოაქვეყნეთ ის თქვენს ვებსაიტზე რათა დაარეგისტრიროთ პაციენტები შეხვედრისათვის, ან შეავსებინოთ პაციენტებს ფორმა როდესაც ელოდებიან თავიანთ რიგს მიმღებში. ჩვენი პაციენტების რეგისტრაციის ფორმებით, თქვენ დაარეგისტრირებთ უფრო მეტ პაციენტს უფრო სწრაფად, უკეთესად მოახდენეთ პაციენტთა ჩანაწერების მართვა და უზრუნველყავით უკეთესი სერვისი პაციენტებისათვის.

ახალი პაციენტის რეგისტრაციის ფორმა

ახალი პაციენტის რეგისტრაციის ფორმა რომელიც აგროვებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას როგორიცაა პერსონალური მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია და სამედიცინო ისტორია, საშუალებას გაძლევთ გქონდეთ რეგისტრაციის მარტივი და სწრაფი პროცესი.

წევრობის ფორმები

კონსულტაციაზე მიღების ფორმა

კონსულტაციაზე მიღების ფორმა საშუალებას გაძლევთ გაამარტივოთ რეგისტრაციის პროცესი და ავტომატურად მიიღოთ კლიენტთა ინფორმაცია, შეამციროთ ქაღალდის საქმისწარმოება და უკეთესად მართოთ ჩანაწერები. ფორმა აგროვებს მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაციას, პერსონალურ დეტალებს, დაზღვევის ინფორმაციას, სამედიცინო ისტორიას და თქვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თქვენ შეგიძლიათ სრულად მოარგოთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს - შეცვალოთ, დაამატოთ ან წაშალოთ ველები, შეცვალოთ ფონტები, ფერები, აგებულება და ფონური სურათები JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. მოცემული კონსულტაციაზე მიღების ფორმა არის მობილურ მოწყობილობებზე მორგებული, და შესაძლებელია მისი შევსება სმარტფონების ან ტაბლეტების გამოყენებითაც.

წევრობის ფორმები