კორონავირუსის გამოხმაურების ფორმები

78 შაბლონები

კოვიდ 19-ის პანდემიის დღითიდღე გაუარესების ფონზე, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა. JotForm-ის უფასო ონლაინ კორონავირუსის გამოხმაურების ფორმები ეხმარება ჯანდაცვის, არაკომერციულ და სამთავრობო დაწესებულებებს შეაგროვონ საჭირო ინფორმაცია - გამუდმებული სატელეფონო ზარების და იმეილების საჭიროების გარეშე. ასე რომ, თქვენი საჭიროების მიუხედავად, იქნება ეს პაციენტების ინფორმაციის შეგროვება, შესყიდული ბილეთების თანხის უკან დაბრუნება თუ თქვენი სამუშაო გარემოს უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი, მოცემული მზა შაბლონები შექმნილია რათა გაგიმარტივოთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ინფორმაციის დისტანციური შეგორვება და დამუშავება.

თუ გსურთ თქვენ მიერ არჩეული კორონავირუსის რესპონდენტის ფორმის დიზაინის შეცვლა, გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა შეიტანოთ აუცილებელი ცვლილებები წამებში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფორმის მონაცემების სინქრონიზაცია პირდაპირ თქვენს სხვა ანგარიშებთან ან შეაგროვოთ დონაციები ონლაინ 100+ უფასო ფორმის ინტეგრაციებით. და ვინაიდან თქვენ ეხმარებით თქვენს საზოგადოებას არსებული რთული სიტუაციის განმავლობაში, ჩვენც გვსურს დაგეხმაროთ - ამიტომაც შევიმუშავეთ უფასო ულიმიტო, HIPAA შესაბამისობის კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს კრიზისის წინა ხაზზე მყოფ პიროვნებებს შეაგროვონ მონაცემები ყველანაირი ფორმის გამოგზავნის, შენახვისა და გადახდის შეზღუდვების გარეშე.

და ვინაიდან თქვენ ეხმარებით თქვენს საზოგადოებას არსებული რთული სიტუაციის განმავლობაში, ჩვენც გვსურს დაგეხმაროთ - ამიტომაც შევიმუშავეთ უფასო ულიმიტო, HIPAA შესაბამისობის კორონავირუსის რესპონდენტის პროგრამა რომელიც საშუალებას აძლევს კრიზისის წინა ხაზზე მყოფ პიროვნებებს შეაგროვონ მონაცემები ყველანაირი ფორმის გამოგზავნის, შენახვისა და გადახდის შეზღუდვების გარეშე.

COVID-19 ვაქცინის ვიზიტის დაჯავშნის ფორმა

COVID-19 ვაქცინის ვიზიტის ფორმა გამოიყენება სამედიცინო პერსონალის მიერ "COVID-19"-ის ვაქცინის მისაღები ვიზიტის დასაგეგმად. დიდი ხანია რაც ველოდებოდით ვაქცინის შექმნას და პაციენტებსაც სურთ რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვაქცინა - ასე რომ, გამოიყენეთ JotForm-ის სრულიად უფასო "კოვიდ-19"-ის ვაქცინის მისაღებად განკუთვნილი შეხვედრის დაგეგმვის ფორმა. მარტივად მოარგეთ ფორმა თქვენს სამედიცინო პრაქტიკას, პაციენტთა მონაცემების უსაფრთხოებისათვის გამოიყენეთ HIPAA შესაბამისობა, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ლინკის გამოყენებით და დაიწყეთ ვიზიტების დაგეგმვა ონლაინ. გამოიყენეთ JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა სწრაფად დაამატოთ შეხვედრის ხელმისაწვდომი პერიოდები კალენდარის ვიჯეტს, რომელიც ავტომატურად გააუქმებს წინა პაციენტის მიერ დაჯავშნილ პერიოდს - იდეალური საშუალება რათა არ მოხდეს ორმაგი დაჯავშნა! თქვენ ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ლოგო, დაურთოთ დამატებითი კითხვები და სურვილისამებრ მოარგოთ დიზაინი - ან გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები მესამე მხარის აპლიკაციებს, როგირცაა Google კალენდარი, Google ცხრილები და Slack ჩვენი 100+ უფასო ფორმის ინტეგრაციების გამოყენებით! გააუმჯობესეთ პაციენტების მიერ ვიზიტის დაჯავშნის პროცესი JotForm-ის "კოვიდ-19" ვაქცინის მისაღები ვიზიტის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ-19 ფაზა 1ა ვაქცინაციის სარეგისტრაციო ფორმა

კოვიდ-19 ფაზა 1ა ვაქცინაციის სარეგისტრაციო ფორმა გამოიყენება კორონავირუსის ვაქცინის დისტრიბუტორების მიერ, რათა მიიღონ 1ა ფაზის ვაქცინაციის რეგისტრაციები სამედიცინო დაწესებულებების, ჰოსპიტალებისა და ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციებისაგან. მოცემული სრულიად უფასო ონალინ ფორმის გამოყენებით, თქვენ შეუფერხებლად შეგიძლიათ მიიღოთ ვაქცინაციის მოთხოვნები ონლაინ! მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენს ბრენდინგს, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით და მომენტალურად მიიღეთ მონაცემები ნებისმიერი მოწყობილობიდან. თქვენ შეგიძლიათ მართოთ მონაცემები თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - ინბოქსის, ცხრილებისა და რეპორტების მშენებლის გამოყენებით. თავისუფლად დაამატეთ ფორმის ახალი ველები რათა შეაგროვოთ დამატებითი ინფორმაცია, დააყენეთ პირობითი ლოგიკა ან შეცვალეთ ფონტები და ფერები ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. Jotform ასევე გთავაზობთ HIPAA შესაბამისობას ვერცხლის, ოქროს და Enterprise პაკეტის მომხმარებლებს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის მაქსიმალური უსაფრთხოება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ავტომატურად აქციოთ ფორმის მონაცემები PDF დოკუმენტებად. დააჩქარეთ ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი ჩვენი "COVID-19"-ის ვაქცინაციის სარეგისტრაციო ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ 19-ის ტესტირების ინფორმირებული თანხმობა

"კოვიდ-19"-ის ტესტის ინფორმირებული თანხმობის ფორმა გამოიყენება ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორგანიზაციების მიერ პაციენტებისგან კორონავირუსის ტესტის გაკეთების ინფორმირებული ნებართვის მისაღებად. დაიწყეთ ელექტრონული ხელმოწერების და საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვებაონლაინ ჩვენი მარტივი და მოქნილი ფორმის გამოყენებით. უბრალოდ დაამატეთ თქვენი ლოგო და ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე, გააზიარეთ ლინკის გამოყენებით ან შეავსებინეთ პაციენტებს თქვენი ოფისის კომპიუტერში ან ტაბლეტის გამოყენებით. თქვენ ავტომატურად შეგიძლიათ აქციოთ ფორმის მონაცემები PDF დოკუმენტებად - რათა მარტივად გადმოწეროთ, შეინახოთ ან გააზიაროთ. მოარგეთ მოცემული ფორმის შაბლონი თქვენს ორგანიზაციას ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. ატვირთეთ თქვენი ორგანიზაციის ლოგო, დაამატეთ ფორმის ველები რათა შეაგროვოთ დამატებითი ინფორმაცია, ან დააკავშირეთ თქვენი ფორმა 100+ აპლიკაციებთან რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა Google Drive, Dropbox და მრავალი სხვა. Jotform ასევე გთავაზობთ HIPAA შესაბამისობას რათა უზრუნველყოთ ჯანმრთელობის სენსიტიური დეტალების უსაფრთხოება. დაემშვიდობეთ ქაღალლდის ფორმებს და გააუმჯობესეთ ტესტირების პროცესი ჩვენი კორონავირუსის ტესტირების თანხმობის ონლაინ ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ-19 ვაქცინის გამოკითხვა

კოვიდ-19 ვაქცინის გამოკითხვა გამოიყენება სამედიცინო ორგანიზაციების მიერ, ახალი ვაქცინის მიმართ მოსახლეობის განწყობის კვლევის ჩასატარებლად. "კოვიდ-19"-ის ვაქცინის გამოკითხვის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ გამოკითხვის პასუხები ნებისმიერი მოწყობილობიდან! უბრალოდ მოარგეთ გამოკითხვის კითხვები, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით და უსაფრთხოდ მიიღეთ მონაცემები თქვენს Jotform ანგარიშში. Jotform ასევე გთავაზობთ HIPAA შესაბამისობას, რაც საშუალებას გაძლევთ უზრუნველყოთ პაციენტთა ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის დაცვა. თავისუფლად განაახლეთ კითხვები JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით - თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა სახის კითხვები, როგორიცაა მრავალვარიანიტანი კითხვა ან ტექსტური ველები, ატვირთოთ თქვენი ლოგო, შეცვალოთ ტექსტის ფონტები და ფერები. და თუ გსურთ თქვენი გამოკითხვის შედეგების ანალიზი, თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად შექმნათ ვიზუალური რეპორტები წამებში და გაუზიაროთ ისინი კოლეგებს JotForm-ის რეპორტების მშენებლის გამოყენებით! გააუმჯობესეთ გამოკითხვის ჩატარებისა და ანალიზის მეთოდები JotForm-ის "კოვიდ-19"-ის ვაქცინის გამოკითხვის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

თვითიზოლაციის მიზნით სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნის ფორმა

თვითიზოლაციის მიზნით სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნის ფორმა გამოიყენება თანამშრომლების მიერ, რათა მოითხოვონ სამუშაო ვალდებულებებისგან დროებითი გათავისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გამო. ასე რომ, თუ თანამშრომელს აქვს ვირუსი ან აღენიშნება ვირუსის სიმპტომები, საშუალება მიეცით მიიღონ უსაფრთხოების ზომები და გამოაგზავნონ მოთხოვნა მოცემული თვითიზოლაციის მიზნით სამუშაოდან გათავისუფლების სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით. ეს საშუალებას მოგცემთ შეამციროთ კოვიდ 19-ის გავრცელება და გაუფრთხილდეთ თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას. გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი და მარტივად მოარგეთ მოცემული შაბლონი თქვენს საჭიროებებს. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ლოგო, დაამატოთ ფორმის ველები, ან შეცვალოთ ფონტები და ფერები თქვენი კომპანიის ბრენდის შესაბამისად. თუ გსურთ მომენტალურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები პოპულარულ აპლიკაციებს, აუცილებლად გამოიყენეთ ჩვენი მოქნილი ინტეგრაციები. როგორც კი დაასრულებთ თქვენი ფორმის რედაქტირებას, მარტივად გაუზიარეთ ფორმა თქვენს თანამშრომლებს და მომენტალურად მიიღეთ შვებულების მოთხოვნები.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

COVID-19 ფინანსური დახმარების განაცხადის ფორმა

ფინანსური მხარდაჭერის განაცხადის ფორმა გამოიყენება საჭიროებაზე დაფუძნებული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე განაცხადის შესატანად ტენისის პროფესიონალების მიერ, ვისზეც საგრძნობლად იმოქმედა კოვიდ 19-ის პანდემიამ. ფორმა აგროვებს აპლიკანტის პერსონალურ და საკონტაქტო ინფორმაციას, რეკომენდაციას და პანდემიის დეტალებს. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ ფორმის შაბლონი თქვენს საჭიროებებს - შეცვალოთ, დაამატოთ ან წაშალოთ ველები, შეცვალოთ ფონტები, ფერები და ფონური სურათები, ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ-19 ვაქცინის შეკვეთის ფორმა

"კოვიდ-19"-ის ვაქცინის შეკვეთის ფორმა გამოიყენება "კოვიდ-19"-ის ვაქცინის მომწოდებლების მიერ ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებებისგან შეკვეთების მისაღებად. უზრუნველყავით კორონავირუსის შეუფერხებელი მიწოდება JotForm-ის უფასო კოვიდ-19 ვაქცინის შეკვეთის ონლაინ ფორმის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გაუზიაროთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ფორმის უნიკალური ლინკის გამოყენებით. ფორმის მონაცემები უსაფრთხოთ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადმოწეროთ PDF დოკუმენტების სახით ან მართოთ Jotform ცხრილების გამოყენებით. გამოიყენეთ ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა მარტივად მოარგოთ ფორმა თქვენს მოთხოვნებს. რამოდენიმე კლიკით, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კომპანიის ლოგო, შეკვეთის მიწოდების ხელმისაწვდომი პერიოდები და დამატებითი ინფორმაციის ველები. Jotform ასევე გთავაზობთ HIPAA შესაბამისობას რათა უსაფრთხოდ შეინახოთ ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაცია და საშუალებას გაძლევთ გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები 100+ აპლიკაციის ანგარიშებს. ეფექტურად მიიღეთ და მართეთ კორონავირუსის ვაქცინის შეკვეთები ონლაინ, ჩვენი "COVID-19"-ის ვაქცინის შეკვეთის ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

Covid კითხვარი ექიმის კაბინეტისათვის

პანდემიის დროს თქვენი პაციენტებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. გამოიყენეთ ჩვენი სრულიად უფასო კოვიდ 19-ის კითხვარი, რათა უზრუნველყოთ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. თქვენი ფორმის გავლით, პაციენტებს შეუძლიათ შეიყვანონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, აღწერონ კოვიდ 19-ის ნებისმიერი შესაძლო სიმპტომი და უპასუხონ დამატებით კითხვებს თავიანთი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით. თქვენ მომენტალურად მიიღებთ მონაცემებს თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში, პაციენტთა ჯანმრთელობის პერსონალური ინფორმაცია კი დაცული იქნება HIPAA სტანდარტების შესაბამისად. მოცემული COVID 19-ის კითხვარი ექიმის კაბინეტისათვის მზადაა გამოსაყენებლად, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები. არ გჭირდებათ კოდის წერის გამოცდილება - მარტივად აიღეთ და ჩასვით ფორმის ველები, შეცვალეთ ფორმის ვიზუალი, დააყენეთ ავტომოპასუხე იმეილები და მრავალი სხვა. როდესაც მორჩებით ფორმის მორგებას, თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე, გაუგზავნოთ პაციენტებს, გამოიყენოთ ფორმის მიმაგრების ფუნქციონალი ან შეავსებინოთ პაციენტებს უშუალოდ მიმღებში. გამოიყენეთ ჩვენი მარტივი და მოქნილი კორონავირუსის კითხვარი - უზრუნველყავით ექიმებისა და პაციენტების უსაფრთხოება.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

მანქანით გავლით ტესტირების დაჯავშნის ფორმა

თუ თქვენი სამედიცინო კლინიკა სთავაზობს კოვიდ 19-ის ტესტირებას ავტომობილებიდან გადმოუსვლელად, მაშინ ჩვენი სრულიად უფასო დაჯავშნის ფორმა არის ის რაც გაგიმარტივებთ ტესტირების პროცესის მართვას. ჩვენი კორონავირუსის ტესტირების დაჯავშნის ფორმის გამოყენებით, პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მოწყობილობა რათა შეიყვანონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, დაჯავშნონ შეხვედრა, აირჩიონ გადახდის მეთოდი და წაიკითხონ თქვენი პრაქტიკული რეკომენდაციები. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ გამოაქვეყნოთ ფორმა თქვენს ვებსაიტზე, გააგზავნოთ იმეილის გამოყენებით ან გააზიაროთ სოციალურ ქსელებში. თქვენ მომენტალურად მიიღებთ პაციენტთა გამოხმაურებებს თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი ნებისმიერი კომპიუტერისა და მობილური მოწყობილობის გამოყენებით. ტესტირების დაჯავშნის ფორმა უკვე მზად არის გამოსაყენებლად, მაგრამ თუ გსურთ ცვლილებების შეტანა, მარტივად შეძლებთ ამას ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით ფორმის დამატებითი ველები, დაურთეთ თქვენი ლოგო, შეცვალეთ ფორმის განლაგება ან დიზაინი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა 100+ აპლიკაციებთან - როგორიცაა Google კალენდარი, Google Drive, Dropbox ან Airtable - რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ანგარიშებს და უკეთესად მართოთ ჩანაწერები. უზრუნველყავით თითოეული თანამშრომლის სათანადო ტესტირება ჩვენი მარტივი და მოქნილი ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმა

მოცემული ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმის გამოყენება შესაძლებელია მრავალი ბიზნესის მიერ COVID 19-ის პანდემიის პერიოდში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაშიფროთ ფორმის მონაცემები, რათა უზრუნველყოთ მომხმარებელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ 19-ის ტესტის გაკეთების მოთხოვნის ფორმა

კოვიდ 19-ის ტესტის გაკეთების მოთხოვნის ფორმა არის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება პაციენტების მიერ კლინიკისათვის "კოვიდ-19"-ის ტესტის ჩატარების მოთხოვნის გასაგზავნად. აღნიშნულ პროცედურამდე, კლინიკებისათვის მნიშვნელოვანია პაციენტის დეტალების შემოწმება, რაც დაეხმარებათ უკეთესად განსაზღვრონ ჩასატარაბელი ტესტის ტიპი. კოვიდ 19-ის ტესტის გაკეთების მოთხოვნის ფორმა მოიცავს ველებს, რომელიც პაციენტებს ეკითხება პერსონალურ მონაცემებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს და ყველა აუცილებელ ინფორმაციას. მოცემული ფორმის შაბლონი იყენებს ველების ჩვენებისა და დამალვის პირობით ლოგიკას, რომელიც ფორმის კონკრეტულ ველებს აჩვენებს მოხმარებლის მიერ არჩეული პასუხების შესაბამისად. შაბლონი ასევე იყენებს წესებისა და პირობების ვიჯეტს, სადაც რესპოდენტებს შეუძლიათ დაადასტურონ, ეთანხმებიან თუ არა ფორმაზე მოცემულ წესებსა და პირობებს. ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ მარტივად შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი კომპანიის ლოგო. ხელმოწერის ხელსაწყოს გამოყენებით, რესპოდენტებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ თქვენს წესებზე თანხმობა ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

Covid თანამშრომლების სკრინინგის ფორმა

უზრუნველყავით კორონავირუსის გავრცელების პრევენცია თქვენს ბიზნეს გარემოში, ჩვენი სრულიად უფასო კორონავირუსის თანამშრომელთა სკრინინგის ფორმის გამოყენებით. კორონავირუსის სკრინინგის დროს, თანამშრომლებს შეუძლიათ შეიყვანონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია და ტემპერატურა, მონიშნონ ნებისმიერი სიმპტომი, და პიროვნება ვინც ჩაატარა სკრინინგი. თქვენ მომენტალურად მიიღებთ ფორმის მონაცემებს თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში, ასე რომ შეფერხების გარეშე შეძლებთ გაიგოთ თუ რომელიმე თანამშრომელი კორონავირუსის გამო ვერ მოახერხებს სამსახურში მოსვლას. Covid 19-ის თანამშრომლების სკრინინგის ფორმა უკვე მზადაა გამოსაყენებლად, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ შეიტანოთ სასურველი ცვლილებები. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ფორმის ველები, შეცვალოთ ფორმის დიზაინი ან პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთოთ თქვენი კომპანიის ლოგო. როდესაც მორჩებით ფორმაზე მუშაობას, მისი შევსება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი კომპიუტერის, ტაბლეტის ან სმარტფონის გამოყენებით - უბრალოდ გააზიარეთ ფორმის ლინკი, QR კოდი ან ჩასვით თქვენს ვებსაიტზე. უზრუნველყავით თქვენი ბიზნესის უსაფრთხოება ჩვენი კორონავირუსზე თანამშრომლების სკრინინგის ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

COVID 19 დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩანაწერების შაბლონი

თუ გეგმავთ თქვენი ბიზნესის თავიდან გახსნას, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის სტანდარტებს რათა შეძლოთ ინფექციის გავრცელების რისკების პრევენცია. თვალყური ადევნეთ დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველდღიურ რუტინას ჩვენი სრულიად უფასო კოვიდ 19-ის დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩანაწერების შაბლონის გამოყენებით. მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენს საჭიროებებს და გაუზიარეთ დასუფთავების პერსონალს, რათა შეავსონ ყოველდღიური ცვლის შემდგომ. თანამშრომლებს შეუძლიათ მარტივად შეიყვანონ თარიღი და დრო, დასუფთავების ტიპი და ელექტრონული ხელმოწერა. ფორმის ყველა მონაცემი ავტომატურად გაიგზავნება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში. თქვენი კოვიდ 19-ის დაუფთავებისა და დეზინფექციის ჩანაწერების შაბლონის მორგება საკმაოდ მარტივია ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით ფორმის ველები, ტექსტი, სურათები, ცხრილები და ნებისმიერი სხვა სასურველი ელემენტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა 100+ აპლიკაციასთან, როგორიცაა თქვენი ღრუბლოვანი საცავის ანგარიშები ან ონლაინ ელექტრონული ცხრილები, რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს, გაუმარტივეთ თანამშრომლებს საქმისწარმოება და დაიცავით მომხმარებლები ვირუსის გავრცელებისგან.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

Covid კითხვარი პაციენტებისათვის

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახით მკურნალობთ პაციენტებს - ადგილზე ვიზიტით თუ დისტანციურად - გაიგეთ აქვთ თუ არა კოვიდ 19-თან დაკავშირებული რაიმე სიმპტომი ჩვენი კორონავირუსის კითხვარის გამოყენებით. მონაცემების შესაგროვებლად, მარტივად გააზიარეთ ფორმა ლინკის გამოყენებით, ჩასვით თქვენი სამედიცინო დაწესებულების ვებსაიტზე, ან შეავსებინეთ პაციენტებს ვიზიტისას თქვენი კომპიუტერის ან ტაბლეტის გამოყენებით. მონაცემები უსაფრთხოდ ინახება თქვენს Jotform ანგარიშში - რათა მარტივად იხილოთ, გააზიაროთ ან აქციოთ PDF დოკუმენტებად. თქვენი ონლაინ კითხვარის მორგება არ საჭიროების კოდის წერის ცოდნას! უბრალოდ აიღეთ და ჩასვით ფორმის ახალი კითხვები, დაურთეთ თქვენი ლოგო, ან დააკავშირეთ ფორმა 100+ ინტეგრაციასთან რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. პაციენტთა სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ HIPAA სტანდარტების შესაბამისობით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ 19-ის PCR ტესტის მოთხოვნის ფორმა

თუ თქვენი ჯანდაცვის დაწესებულება ახდენს ცხვირის აცხის აღებით კორონავირუსის ტესტირებას, მოახდინეთ ტესტის მოთხოვნების ორგანიზება ჩვენი მარტივი და მოქნილი ფორმის გამოყენებით. პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მოწყობილობა რათა შეიყვანონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, აღწერონ ტესტის გაკეთების მიზეზი და დაეთანხმონ თქვენს პრაქტიკული რეკომენდაციებს იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული ხელმოწერებით. ფორმის მონაცემები მომენტალურად გაიგზავნება და შეინახება თქვენს უსაფრთხო Jotform ანგარიშში, რომლის დაცვა ასევე შესაძლებელია HIPAA შესაბამისობით. გჭირდებათ უფრო მეტი თქვენი კოვიდ 19-ის PCR ტესტის მოთხოვნის ფორმისგან? არ არის პრობლემა - უბრალოდ გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა შეიტანოთ ნებისმიერი ცვლილება. მოარგეთ მოთხოვნის ფორმა სასურველი ველების დამატებით, შეცვალეთ აგებულება და დიზაინი, დაარედაქტირეთ წესები და პირობები, დაურთეთ თქვენი კომპანიის ლოგო. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა 100+ აპლიკაციებთან რათა მომენტალურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, როგორიცაა Google Drive, Dropbox, Box ან Airtable. მართეთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების მოთხოვნები მარტივად და უკონტაქტოდ, ჩვენი ეფექტური ონლაინ ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ-19 გაწერის ფორმა

უზრუნველყავით შეუფერხებელი გაწერის პროცესი "კოვიდ-19"-ის პაციენტებისათვის თქვენს ჰოსპიტალში ან კლინიკაში ჩვენი სრულიად უფასო "COVID-19"-ის გაწერის ფორმის გამოყენებით. არ აქვს მნიშვნელობა სრულად განიკურნა პაციენტი თუ მიმდინარეობს მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, სამედიცინო პროფესიონალებს შეუძლიათ მარტივად შეავსონ მოცემული ფორმა პაციენტის მკურნალობის ინფორმაციით, დაურთონ ელექტრონული ხელმოწერა, დაბეჭდონ ან გაუგზავნონ სხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალს. ფორმის ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, სადაც მონაცემების ნახვა და დახარისხება შესაძლებელია სხვადასხვა სახით. კოვიდ-19 გაწერის ფორმა მზად არის გამოსაყენებლად, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ მისი მორგება ფორმის მშენებლის გამოყენებით. არ საჭიროებს კოდის წერის ცოდნას - უბრალოდ აიღეთ და ჩასვით ფორმის ველები და ვიჯეტები, შეცვალეთ ფორმის აგებულება ან დიზაინი, დააკავშირეთ ფორმა 100+ აპლიკაციასთან. პაციენტთა ჯანმრთელობის სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ HIPAA შესაბამისობით. COVID 19-ის გაწერის ფორმის გამოყენებით, თქვენ გექნებათ ეფექტური და უკონტაქტო საშუალება რათა გააუმჯობესოთ პაციენტთა ჩანაწერებისა და გაწერის ინფორმაციის წარმოების პროცესი.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

თანამშრომლის კოვიდ 19-ის თვითშემოწმების კითხვარი

მოცემული თანამშრომლის კოვიდ 19-ის თვითშემოწმების კითხვარი უნდა შეივსეს თქვენი თანამშრომლების მიერ. ფორმა ეკითხება მათ ხომ არ აქვთ კორონავირუსის რაიმე სიმპტომი ან ხომ არ ჰქონიათ კონტაქტი პიროვნებასთან ვისაც დაუდასტურდა კოვიდ 19 ან ხომ არ ყოფილან საერთაშორისო მოგზაურობაში. ფორმა ასევე სთხოვს რესპოდენტებს დაადასტურონ პასუხების სიზუსტე და სთავაზობს შემდგომი მოქმედების რეკომენდაციებს პასუხების შესაბამისად. მოცემული თანამშრომლის კოვიდ 19-ის თვითშემოწმების მარტივი კითხვარი საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და დარწმუნდეთ რომ მიიღეთ უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. მოცემული შაბლონი არის სრულიად მორგებადი. შეცვალეთ, დაამატეთ ან წაშალეთ ველები; შეცვალეთ ფონტები, ფერები და ფონური სურათები კოდის წერის ცოდნის გარეშე. გამოიყენეთ მოცემული შაბლონი ბაზისად და შექმენით თქვენი საკუთარი კითხვარის ფორმა ახლავე.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კორონავირუსის გამოკითხვა

ეს არის კითხვარი კოვიდ 19-ის ზემოქმედების შესახებ. თავისუფლად დაამატეთ სასურველი კითხვები, ატვირთეთ თქვენი ლოგო ან შეცვალეთ ფონტები და ფერები JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კორონავირუსის თვითგამოცხადების ფორმა

კორონავირუსის თვითგამოცხადების ფორმა გამოიყენება კოვიდ 19-ით ინფიცირებული პიროვნებების მიერ რათა აცნობობ თავიანთი სამედიცინო სტატუსის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა ხართ თანამშრომელი ან კომპანიის HR მენეჯერი, მოცემული კორონავირუსის თვითგამოცხადების უფასო ფორმა საშუალებას აძლევს თქვენს თანამშრომლებს დაადასტურონ აქვთ თუ არა კორონავირუსი; ასე რომ შეუძლიათ დაიწყონ მკურნალობა და შეაჩერონ დამატებითი გავრცელება თქვენს სამუშაო სივრცეში. თანამშრომლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი საკონტაქტო დეტალები, აღწერონ მოგზაურობის ისტორია, იმ პიროვნებათა სია ვისთანაც იყვნენ კონტაქტში და მოითხოვონ მუშაობა სახლიდან შესაძლებლობის შემთხვევაში. თქვენი თანამშრომლების სენსიტიური სამედიცინო ინფორმაციის ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოების გამოყენებით შესანახად, Jotform ჯანდაცვის პროფესიონალებს გთავაზობთ HIPAA შესაბამისობის ფუნქციონალს. თუ თქვენ გსურთ შეიტანოთ ნებისმიერი სახის სასურველი ცვლილება მოცემულ მზა კორონავირუსის თვითგამოცხადების ფორმაში, ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ მარტივად დაამატოთ ფორმის ველები, პირობითი ლოგიკა, სურათები, მრავალი სხვა რათა შექმნათ თქვენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული ფორმა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ინტეგრირება 100+ პოპულარულ აპლიკაციებთან რათა მოახდინოთ გამოგზავნილი მონაცემების თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებში ორგანიზება. ჩვენი კორონავირუსის თვითგამოცხადების ფორმის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მიიღოთ სათანადო უსაფრთხოების ზომები და დაიცვათ თქვენი თანამშრომლები პანდემიის დროს.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

სილამაზის სალონის კოვიდ-19 პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმა

"კოვიდ-19"-ის პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმა გამოიყენება სილამაზის სალონების მიერ რათა უზრუნველყონ მომხმარებლების ინფორმირება პანდემიის დროს სალონში ვიზიტთან დაკავშირებული შესაძლო რისკების და ამ რისკების შესამცირებლად მისაღები ზომების შესახებ. მოცემული სილამაზის სალონის "კოვიდ-19"-ის პასუხისმგებლობის მოხსნის ფორმა უზრუნველყოფს მომხმარებელთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაციის, ასევე წარმოდგენილ პირობებთან ნებაყოფლობითი თანხმობის ხელმოწერის შეგროვებას.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ 19 გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან გადაყვანის ფორმა

გადაუდებელი დახმარების გაწევა ხდება გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ სხეულის მძიმე დაზიანება ან ავადმყოფობა. თუ თქვენს სამედიცინო დაწესებულებას სჭირდება კოვიდ 19-ის პაციენტების გადაყვანა განცალკევებულ კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობის საავადმყოფოში, ან გაუმჯობესებული პაციენტების გადაყვანა შემდგომი მკურნალობისათვის, დააჩქარეთ პროცესები ჩვენი სრულიად უფასო, კოვიდ 19 გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან გადაყვანის ფორმის გამოყენებით. ექიმებს შეუძლიათ შეავსონ ფორმა ნებისმიერი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის გამოყენებით, წარმოადგინონ პაციენტის ინფორმაცია, გადაყვანის დეტალები და თავიანთი ელექტრონული ხელმოწერები. ფორმის მონაცემები მომენტალურად გაიგზავნება და შეინახება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში. პაციენტთა სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე შესაძლებელია HIPAA შესაბამისობის გააქტიურებაც. გსურთ უფრო მეტად მოარგოთ მოცემული COVID 19-ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაყვანის ფორმა თქვენს მოთხოვნებს? გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი რათა მარტივად შეცვალოთ შაბლონი თქვენი საჭიროებების შესაბამისად. უბრალოდ აიღეთ და ჩასვით ფორმის სასურველი ველები, შეცვალეთ ფორმის აგებულება, პროფესიონალური ვიზუალისათვის დაურთეთ თქვენი საავადმყოფოს ლოგო. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ფორმა აპლიკაციებთან, როგორიცაა Google Drive, Dropbox ან Box რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. როდესაც დაასრულებთ ფორმაზე მუშაობას, გაუზირეთ ფორმა კოლეგებს იმეილით ან პირდაპირ ფორმის ლინკის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

კოვიდ-19 პერსონალისა და ვიზიტორთა ჩანაწერების ფორმა

კოვიდ-19 პერსონალისა და ვიზიტორთა ჩანაწერების ფორმა გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რათა მოხდეს შენობაში შემსვლელი თითოეული პიროვნების დეტალების საგულდაგულო ჩაწერა, რაც უზრუნველყოფს COVID 19-ის გავრცელების პრევენციას. შეაგროვეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ჯანმრთელობის დეტალები და ელექტრონული ხელმოწერები ონლაინ კოვიდ 19-ის თანამშრომელთა და სტუმართა ჩანაწერების ფორმის გამოყენებით! თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ ფორმა წამებში, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით რათა მომენტალურად დაიწყოთ მონაცემების შეგროვება ნებისმიერი მოწყობილობიდან. მოარგეთ მოცემული ფორმის შაბლონი თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით - დაამატეთ თქვენი ლოგო, სასურველი ველები, შეცვალეთ ფონტები და ფერები - სულ რამოდენიმე კლიკით! Jotform გთავაზობთ HIPAA შესაბამისობას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ პაციენტთა სენსიტიური მონაცემების უსაფრთხოება, HIPAA სტანდარტების შესაბამისად. დაემშვიდობეთ ქაღალდის ფორმებს და ისიამოვნეთ უფრო ეფექტური ონლაინ ფორმის გამოყენებით - დაზოგეთ დრო და გააუმჯობესეთ ვიზიტორთა ჩანაწერების წარმოება.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

COVID-19 შვებულების მოთხოვნის ფორმა

COVID-19 შვებულების მოთხოვნის ფორმა გამოიყენება თანამშრომლების მიერ COVID-19-ით დაინფიცირების წყაროსთან კონტაქტის ან ავადმყოფობის გამო. თუ თქვენ ხართ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მენეჯერი ან პატარა ბიზნესის მფლობელი, გამოიყენეთ მოცემული კოვიდ 19-ის შვებულების მოთხოვნის ფორმა რათა დისტანციურად მიიღოთ თანამშრომლების შვებულების მოთხოვნები ნებისმიერი მოწყობილობიდან! მარტივად მოარგეთ შაბლონი თქვენი ბიზნესის ბრენდს - შემდეგ გაუზიარეთ თქვენს თანამშრომლებს იმეილით ან ფორმის ლინკის გამოყენებით ან ჩასვით თქვენს ვებსაიტზე. ფორმის მონაცემები უსაფრთხოდ ინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რათა მარტივად იხილოთ ან აქციოთ PDF დოკუმენტებად. დაამატეთ თქვენი ლოგო, დაურთეთ სასურველი კითხვები ან განაახლეთ დიზაინი JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი ონლაინ ფორმა 100+ უფასო ინტეგაციასთან - მათ შორის Google კალენდარი, Dropbox, Google Drive, Airtable, Slack და მრავალი სხვა - რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს. პანდემიის დროს, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეამციროთ ფიზიკური კონტაქტი - ასე რომ, მიიღეთ შვებულების მოთხოვნები ონლაინ, ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით, ჩვენი მარტივი და მოქნილი კორონავირუსის შვებულების მოთხოვნის ფორმის გამოყენებით.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

სილამაზის სალონის სერვისებზე კლიენტის თანხმობა COVID 19-ის პანდემიისას

კოვიდ 19-ის პანდემიისას მომსახურების მიღებაზე თანხმობის ფორმა, რომელიც მორგებულია სილამაზის ინდუსტრიაზე და სადაც მომხმარებლები წარმოადგენენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებს და წესებსა და პირობებზე თანხმობას.

კონტენტის ფორმები
გადახედვა

Disclaimer

These templates are suggested forms only. If you're using a form as a contract, or to gather personal (or personal health) info, or for some other purpose with legal implications, we recommend that you do your homework to ensure you are complying with applicable laws and that you consult an attorney before relying on any particular form.