ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები

2 შაბლონები

ტესტ დრაივის მოთხოვნის ფორმა

ავტომობილის ცენტრებისა და წარმომადგენლობების საუკეთესო მეგობარი პოტენციურ კლიენტებთან არის კარგი ტესტ დრაივის გამოცდილება. მოცემული ტესტ დრაივის შაბლონი კი არის ეფექტური საშუალება აღნიშნული პროცესის გასამარტივებლად. ფორმა აგროვებს მომხმარებლის პერსონალურ დეტალებს, საკონტაქტო ინფორმაციას, ტესტ დრაივის სასურველ ავტომობილს და თარიღს. გამოიყენეთ მოცემული შაბლონი და მარტივად მოარგეთ თქვენი კომპანიის მოთხოვნებს.

ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები

ონლაინ დაჯავშნის ფორმა

ყოვლისმომცველი ონლაინ დაჯავშნის ფორმის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სახის დაჯავშნისათვის, ტრანსპორტირების დაგეგმვისათვის, ტურებისა და მოგზაურობებისათვის; სადაც სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ ადგილმდებარეობები, თარიღი და დრო და წარმოადგინონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია. მორგების მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტის გამოყენებით, შექმენით საკუთარი ფორმა და გამოიყენეთ მოცემული შაბლონი საწყისის სახით. დაამატეთ თქვენი ლოგო, სურათები, ფონტები, ფერები და დაამატეთ თქვენი ფორმა თქვენი კომპანიიის ვებსაიტს ან გამოიყენეთ ის დამოუკიდებელი სახით რათა დააჩაქროთ ჯავშნის მიღების სამუშაო პროცესები.

ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები

About ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები

ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები გამოიყენება სატრანსპორტო სერვისების მოთხოვნისათვის. არ აქვს მნიშვნელობა მართავთ შიდა სატრანსპორტო მომსახურებას, ტაქსების კომპანიას ან ლიმუზინების გაქირავებას, ჩვენი ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმები შექმნილია თქვენი კომპანიის მიერ კლიენტთა საქმისწარმოების გასაუმჯობესებლად. მარტივად მოარგეთ ნებისმიერი სასურველი ფორმის შაბლონი თქვენი კომპანიის ბრენდინგს, გამოაქვეყნეთ თქვენს ვებსაიტზე და დაიწყეთ ტრანსპორტირების მოთხოვნებისა და ჯავშნების მიღება მომენტალურად! ფორმის თითოეული გამოხმაურება ავტომატურად გაიგზავნება თქვენს JotForm-ის დაცულ ანგარიშზე, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეამოწმოთ ინისი ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან.

გააუმჯობესეთ თქვენი ტრანსპორტირების მოთხოვნის ფორმა მისი თქვენი საჭიროებებისამებრ მორგებით. ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი ამარტივებს ფორმის ახალი ველების დამატებას, შაბლონის აგებულების ცვლილებას და პროფესიონალური ვიზუალისათვის თქვენი კომპანიის ლოგოს დამატებას. თუ გჭირდებათ დაჯავშნის საფასურის წინასწარ მიღება, მარტივად დააკავშირეთ თქვენი ფორმა გადახდის უსაფრთხო სისტემებთან - Jotform გთავაზობთ 30-ზე მეტ გადახდის სისტემას, მათ შორის Square და PayPal. თქვენ ასევე შეგეძლებათ თქვენი ფორმის სხვა ონლაინ აპლიკაციების ანგარიშებთან დაკავშირება რათა მოახდინოთ შრომატევადი და მოსაწყენი დავალებების ავტომატიზაცია. ჩვენი ტრანსპორტირების ფორმების გამოყენებით, თქვენ დააჩქარებთ სამუშაო პროცესებს და გაუმარტივებთ მომხმარებლებს თქვენს ბიზნესთან ინტერაქციას.