ფოტოგრაფიის ფორმები

6 შაბლონები

ქორწინების ვიდეო გადაღების ხელშეკრუ?

სთავაზობთ მომხმარებლებს ქორწინების ან ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიების ვიდეო გადაღებას? გამოიყენეთ მოცემული შაბლონი, რომელიც მოიცავს შეთანხმებას, თქვენი კლიენტის ინფორმაცია და მომსახურების დეტალებს. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაამატოთ ველები და შეიტანოთ სასურველი ცვლილებები. გამოიყენეთ JotForm-ის ხელსაწყოები და ინტეგრაციები, დაამატეთ თქვენი ვიზუალური და საინფორმაციო კონტენტი, დაამატეთ, წაშალეთ ან შეცვალეთ ველები, ფონტები, ფერები და ფონური სურათები, ჩასვით თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ლინკის გამოყენებით.

სოციალური მედიის ფოტო რელიზის ფორმა

სოციალური მედია შესდგება ტექსტური კონტენტის, ფოტოებისა და ვიდეოებისგან. ფოტოები იქცევს ვიზიტორთა ყურადღებას და ზრდის ონლაინ ჩართულობას. გამოიყენეთ მოცემული ფორმა რათა მიიღოთ თქვენი კლიენტებისგან თქვენ მიერ გადაღებული ფოტოების სხვადასხვა მედია პლატფორმებზე გაზიარების ნებართვა. ეს აუცილებლად გაზრდის თქვენი კლიენტების რაოდენობას, რადგანაც მათ შეუძლიათ იხილონ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოები ან პორტფოლიო სოციალურ ქსელში. ფორმას აქვს ყველა საჭირო ველი - კლიენტის ინფორმაცია, ნებართვა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონული ხელმოწერის ვიჯეტი საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ იურიდიული სტატუსის მქონე ხელმოწერები ონლაინ.

ფოტოგადაღების მოთხოვნის ფორმა

ეს არის ფოტოგადაღების მოთხოვნის შეკვეთის მარტივი ფორმა რომელიც შექმნილია ფოტოგადაღების სესიების დასაგეგმად მომხმარებელთა პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვებით და საშუალებას აძლევს კლიენტებს აირჩიონ სასურველი პაკეტი. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერი სასურველი ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმა თქვენს მოთხოვნებს, დაამატოთ ვიჯეტები და ინტეგრაციები, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმა

მოცემული ფოტოსესიის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, სესიის თარიღი და დრო, ადგილმდებარეობა, სესიის ტიპი და მონაწილე პიროვნებების რაოდენობა. ფორმა მოიცავს კონტრაქტსა და საავტორო უფლებების შეთანხმებას, ასევე დეპოზიტის გადახდის ფუნქციონალს. შაბლონი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ დაჯავშნის ინფორმაცია და გადახდები უსაფრთხო მეთოდით.

სხვა Photography Forms

6

ცნობილი პიროვნების კონტრაქტის ფორმა

თუ თქვენ ხართ ცნობილი პიროვნება და ახდენთ ბრენდების რეკლამირებას, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ საკუთარი კონტრაქტი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ფორმის შაბლონი რათა ავტომატურად შექმნათ PDF დოკუმენტები რომელიც ახდენს ცნობილ პიროვნებასა და რეკლამის დამკვეთს შორის ხელშეკრულების პირობების შეჯამებას. მოცემული ცნობილი პიროვნების კონტრაქტის ფორმას აქვს ველები რომელიც ეკითხება ცნობილი პიროვნებისა და რეკლამის დამკვეთის დეტალებს, სოციალური ანგარიშების მონაცემებს. ის ასევე აგროვებს მარკეტინგული კომპანიის დეტალებს როგორიცაა დაწყებისა და დასრულების თარიღები, გადახდის მეთოდები და ღირებულება. ფორმას ასევე გააჩნია ელექტრონული ხელმოწერის ვიჯეტი რომელიც საშუალებას აძლევს დამკვეთებს წარმოადგინონ ხელშეკრულების პირობებზე თანხმობა.

ფოტოგრაფიის ფორმები

ქორწინების ფოტოგადაღების კონტრაქტი

გსურთ ფოტოგადაღების კონტრაქტი ქორწინების უნიკალური დღისათვის? ეს არის ფოტოგრაფისა და კლიენტისათვის საჭირო ყველა დეტალის მქონე მზა ფორმა.

ფოტოგრაფიის ფორმები

About ფოტოგრაფიის ფორმები

ფოტოგრაფებს სჭირდებათ კონკრეტული ინფორმაცია თავიანთი კლიენტებისგან სანამ ისინი თუნდაც ჩართავენ კამერას. ამიტომაცაა პროფესიონალური ონლაინ ფოტოგადაღების ფორმების ქონა მოსახერხებელი. Jotform-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ელექტრონული ხელმოწერები, მიიღოთ მომსახურების საფასურის დეპოზიტი, გადაღების თარიღისა და მდებარეობის დეტალები და მრავალი სხვა — ყველაფერი ერთი ფორმის გავლით!

JotForm-ის ფოტოგადაღების ფორმის შაბლონები დააჩქარებს გადაღების სესიების ფორმის, გადაღების დაჯავშნის ფორმის, ფოტო რელიზის ფორმის და სხვა დაკავშირებული ფორმების შექმნის პროცესს. როდესაც მომხმარებელი შეავსებს და გამოაგზავნის თქვენს რომელიმე ფორმას, თქვენ მომენტალურად მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ინბოქსში, იმეილზე და თუნდაც თქვენთვის სასურველ აპლიკაციათა ინტეგრაციებზე. უნიკალური ფორმის გამოყენებით თქვენ გააუმჯობესებთ გამოხმაურებების მიღებას და ყველა საჭირო ინფორმაციის ორგანიზებას.

დაიწყეთ Jotform-თან ერთად დღესვე სრულიად უფასოდ.