IT ფორმები

2 შაბლონები

Covid 19 შემოწმების ფორმა

კონტრაქტორის წარმომადგენლის შემოწმება კორონავირუსზე

IT ფორმები

პროგრამული უზრუნველყოფის გამოკითხვ?

პროგრამული უზრუნველყოფის კითხვარი გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიის მიერ მომხმარებლებისგან უკუკავშირის მისაღებად. გამოიყენეთ მოცემული ფორმა და მარტივად ესაუბრეთ თქვენს მომხმარებლებს და გაიგეთ უფრო მეტი, თუ როგორ იყენებენ ისინი თქვენს პროდუქტს. ფორმა იდეალურია ახალი ფუნქციონალის იდეების მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და აპლიკაციის გასაუმჯობესებლად. დაამატეთ თქვენი ლოგო და ბრენდინგი, აირჩიეთ სასურველი დიზაინი და მარტივად შეაგროვეთ სასურველი ინფორმაცია. Jotform არის 100%-ით უფასო - ასე რომ თუ ეძებთ ონლაინ გამოკითხვის ხელსაწყოს ფარული ხარჯების გარეშე, თქვენ იპოვეთ იგი. ავტომატურად გაუგზავნეთ ფორმის მონაცემები 100+ ონლაინ აპლიკაციებს ჩვენი ინტეგრაციების გამოყენებით. შემდეგ კი, გამოიყენეთ მონაცემების ვიზუალიზაციის ხელსაწყოები რათა მარტივად წარმოადგინოთ ისინი რეპორტების სახით.

IT ფორმები

ახალი მომხმარებლის მოთხოვნის ფორმა

მოცემული ახალი მომხმარებლის მოთხოვნის ფორმა განკუთვნილია სერვერის ან ვებსაიტის ადმინისტრატორებისათვის ვინც ახდენს მრავალი მომხმარებლის ყოველდღიურ მართვას. თუ თქვენ ახდენთ ახალი მომხმარებლების დამატების მოთხოვნებს ან არსებული მომხმარებლების მონაცემების განახლებას, მოცემული ფორმა გაგიმარტივებთ მომხმარებელთა მოთხოვნების მართვას, როგორიცაა მაგალითად წვდომის უფლებების შეცვლა, რედაქტირების უფლებების მინიჭება და ტექნიკური მხარდაჭერის მოთხოვნების მიღება.

IT სერვისების მოთხოვნის ფორმა #2

IT სერვისების მოთხოვნის ფორმა საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებლებს გაცნობონ ნებისმიერი პრობლემის შესახებ და მოითხოვონ პრობლემის გამოსწორება მათი საკონტაქტო ინფორმაციის, წარმოქმნილი პრობლემის ტიპის, პრობლემის დეტალებისა და კომენტარების წარმოდგენით. თქვენ შეგიძლიათ ბაზისად გამოიყენოთ მოცემული ფორმა და შექმნათ თქვენი საკუთარი ფორმა მორგების მრავალი ხელსაწყოსა და ვიჯეტების გამოყენებით, შემდეგ კი ჩასვათ თქვენს ვებსაიტზე ან გააზიაროთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

IT სერვისის ბილეთის ფორმა

მოცემული IT სერვისის ფორმა სასარგებლოა ისეთი ბიზნესებისათვის რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ IT მომსახურებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას როგორიცაა მაგალითად ქსელის შეცდომებისა და დეფექტების აღმოჩენა და გამოსწორება სხვადასხვა მოწყობილობებზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს როგორც IT სერვისების მოთხოვნის რეპორტის შაბლონი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს წარმოადგინონ წარმოქმნილი პრობლემის დეტალები, დამატებითი ინფორმაცია და სკრინშოტები.

About IT ფორმები

თვალყური ადევნეთ სერვისის მოთხოვნებს და დაიქირავეთ ახალი ექსპერტები თქვენი ტექნიკური მხარდაჭერის გუნდისათვის. ჩვენი უფასო IT ფორმები დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მართოთ თქვენი IT დეპარტამენტი. ჩვენი ინტუიციური ფორმის შმენებლის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოარგოთ ნებისმიერი IT ფორმის შაბლონი თქვენ მოთხოვნებს რათა აკონტროლოთ პროგრამული ხარვეზები, მიიღოთ სამსახურის განაცხადები და პროგრამული უზრუნველყოფის უკუკავშირი. განმეორებადი დავალებების ავტომატიზირებისათვის, მოახდინეთ ფორმის ინტეგრაცია მენეჯმენენტის სასურველ აპლიკაციასთან. დააჩქარეთ თქვენი სამუშაო პროცესები და შექმენით IT ფორმა ახლავე!