ანგარიშის შაბლონები

16 შაბლონები

არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საჩივარი, ინციდენტი ან პროგრამული შეცდომა, გამართული სახით მოხსენების გაგზავნა საკმაოდ მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება ჩვენი ანგარიშის ფორმის შაბლონების გამოყენებით. JotForm-ის ანგარიშისა თუ მოხსენების ფორმის ონლაინ ფორმის შაბლონები არის სრუალ მორგებადი და უფასო. JotForm-ის ფორმის მშენებლის გამოყენებით, თქვენის ფორმის შაბლონს აქვს წვდომა ვიჯეტებთან, აპლიკაციებთან და თემებთან რათა გაზარდოს ჩართულობა და გააუმჯობესოს მიღებული ინფორმაციის რაოდენობა. აირჩიეთ რეპორტის ფორმის მაგალითი ჩვენი კოლექციიდან ან დაიწყეთ სრულიად ახალი ფორმით. გამოსცადეთ ჩვენი ანგარიშის ონლაინ ფორმის უფასო შაბლონები დღესვე!

პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების ფორმა

პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების ფორმა არის დოკუმენტი რომელიც გამოიყენება პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენების აუცილებლობის დასადგენად. დამცავი აღჭურვილობის ტარება შეიძლება იყოს საკმაოდ რთული და მოსაბეზრებელი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ეს საჭიროა პიროვნების მიერ სამსახუროებრივი მოვალეობების შესრულების უსაფრთხოებისათვის. შეფასება წარმოებს სამუშაო გარემოსა და თანამშრომლის მიერ შესრულებული მოვალეობების გათვალისწინებით - ემუქრება თუ არა მათ ჯანმრთელობას საფრთხე პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არ გამოყენების შემთხვევაში. პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეფასების შაბლონი არის ვებ ფორმა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ სასურველ ადგილას შეგიძლიათ აწარმოოთ შეფასება - მრავალი დოკუმენტაციის გარეშე. გჭირდებათ მხოლოდ მობილურის ტელეფონი ან ტაბლეტი და ინტერნეტ კავშირი. ფორმის გახსნას შეძლებთ ნებისმიერი ბრაუზერის გამოყენებით, როგორც კი მორჩებით მის შევსებას ერთი კლიკით გააგზავნეთ იგი. ფორმის ყველა მონაცემი უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც საშუალებას გაძლევთ მომენტალურად მოძებნოთ სასურველი ინფორმაცია, დაახარისხოთ და გაფილტროთ ჩანაწერები. გამოიყენეთ JotForm-ის რეპორტების ხელსაწყო რათა მოახდინოთ თქვენი მონაცემების ანალიზი. გამოიყენეთ ჩვენი ფორმის შაბლონი და JotForm-ის ყველა ფუნქციონალი სრულიად უფასოდ!

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

სკოლის კონსულტაციის პროგრერის ჩანაწერები

ეს არის სკოლის საკონსულტაციო ჩანაწერების შაბლონი რომლის გამოყენებითაც მრჩევლებსა და კონსულტანტებს შეუძლიათ აწარმოონ საკონსულტაციო სესიების ჩანაწერები. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ კლიენტის სახელი და თარიღი, ასევე დამატებითი ინფორმაცია საკონსულტაციო სესიის შესახებ, მათ შორის განხილული თემები, ინტერვენციის ტექნიკები და მოკლე შეჯამება. გაამარტივეთ საკონსულტაციო სესიების ჩანაწერების წარმოება მოცემული შაბლონის გამოყენებით დღესვე!

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

პოლიციის ინციდენტის მოხსენების ფორმა

პოლიციის ინციდენტის მოხსენების ფორმის შაბლონი გამოიყენება პოლიციისათვის ისეთი ინციდენტის ან საკითხის შესატყობინებლად რომელიც არ არის გადაუდებელი. მოცემული შაბლონის გამოყენებით მოქალაქეებს შეუძლიათ გაცნობოთ ინციდენტის დეტალების შესახებ როგორიცაა შემხვევის თარიღი და დრო როდესაც ეს მოხდა, ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია.

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

სახანძრო დეპარტამენტის ინციდენტის რეპორტი

რეპორტის ფორმა სახანძრო დანაყოფისათვის. ფორმა აგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის, გასული დანაყოფებისა და ინციდენტის რეპორტის დეტალების შესახებ.

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

ავტომობილის შეფასების საკონტროლო სია

თუ თქვენ ყიდით ავტომობილს, მოცემული ავტომობილის შეფასების საკონტროლო სია აუცილებლად დაგეხმარებათ. მოცემული მიმღების ფორმის შაბლონი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ დეტალები, როგორიცაა შეკვეთის ქარხნული ნომერი, მიმწოდებელი კომპანია, ავტომობილის ტიპი, თარიღი და ავტომობილის შემოწმება რაც მოიცავს გვერდითა შუქებს, წინა ფარებს, შორი განათების ფარებს, უკანა გაბარიტულ ფარებს, უკუსვლის შუქებს, მუხრუჭის მაშუქებს, ავარიული სიგნალიზაციის ნათურებს, მოხვევის მაჩვენებლებს, ნისლსაწინააღმდეგო ფარებს, ხელის მუხრუჭს და დეშბორდის განათებას.

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

ავტოსაგზაო შემთხვევის რეპორტი

ეს საავტომობილო ავარიის ფორმა არის სასარგებლო პიროვნებებისათვის ვისაც სჭირდება შეავსოს სრული ანგარიში თავიანთი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. ავტოავარიის ფორმის შაბლონი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის არის გამოსაყენებლად მოსახერხებელი და გააჩნია ყველა მზა შეკითხვა. როდესაც დაასრულებთ მოცემული საავტომობილო ავარიის ფორმის შაბლონის მორგებას, თქვენ შეძლებთ ყველა საჭირო ინფორმაციის მომენტალურად შეგროვებას. მოცემული შაბლონი არის იდეალური დასაწყისი ორგანიზაციებისათვის რომელსაც სჭირდება მაღალი ხარისხი და სისწრაფე.

რეკომენდაციის ფორმები
გადახედვა

უფრო მეტი მსგავსი კატეგორია