დაჯავშნის ფორმები

3 შაბლონები

მოგზაურობის ინფორმაციის ფორმა

მოგზაურობის ინფორმაციის ფორმა გამოიყენება სამოგზაურო სააგენტოების მიერ, რათა შეაგროვონ კლიენტებისათვის მოგზაურობისა და საცხოვრებლის დაჯავშნისათვის საჭირო ინფორმაცია. მოცემული მოგზაურობის სრულიად უფასო ფორმის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეუფერხებლად მიიღოთ სამოგზაურო ინფორმაცია თქვენი კლიენტებისგან, პირდაპირ ონლაინ ფორმის გავლით - დაემშვიდობეთ არაეფექტურ იმეილებსა და სატელეფონო ზარებს და დააჩქარეთ თქვენი დაჯავშნის პროცესი. უბრალოდ მოარგეთ შაბლონი თქვენთვის სასურველი შეკითხვების გამოყენებით, დაამატეთ თქვენი ლოგო და განაახლეთ ფერთა სქემა თქვენი ბრენდინგის შესაბამისად, ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გაუზიარეთ პირდაპირ თქვენს კლიენტებს. ფორმის მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება თქვენს დაცულ Jotform ანგარიშში - მარტივად წვდომადი როგორც თქვენთვის ასევე თქვენი თანამშრომლებისათვის. გამოიყენეთ ჩვენი ინტუიციური ფორმის მშენებელი, რათა მარტივად შეიტანოთ შაბლონში ნებისმიერი სასურველი ცვლილება! შეცვალეთ ფონტები და ფერები, ატვირთეთ თქვენი კომპანიის უნიკალური ლოგო, დაამატეთ სასურველი კითხვები, დაურთეთ ფაილის ატვირთვის ველი რათა მიიღოთ სასურველი დოკუმენტაცია და დააკავშირეთ ფორმა 100+ ინტეგრაციას, რათა ავტომატურად გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს - როგორიცაა Google ცხრილები, Dropbox, Box, Trello, Asana და მრავალი სხვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის სამოგზაურო მომსახურებას სთავაზობთ თქვენს კლიენტებს, გამოიყენეთ მოცემული სრულიად უფასო ფორმა რათა შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაუმარტივოთ მომხმარებლებს მოგზაურობის დაგეგმვა.

სასტუმროს დაჯავშნის ფორმა

სასტუმროს ნომრის დაჯავშნის იდეალური ფორმა ონლაინ გადახდის ფუნქციონალით.

სასტუმროს ოთახის დაჯავშნის ფორმა

გამოიყენეთ მოცემული დაჯავშნის ფორმის შაბლონი რათა საშუალება მისცეთ თქვენს კლიენტებს მარტივად დაჯავშნონ თქვენი სასტუმროს ნომერი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია როგორიცაა სახელი, მობილურის ნომერი, იმეილი, სტუმართა რაოდენობა და თარიღის დეტალები. მოცემული დაჯავშნის ფორმის გამოყენებით თქვენ ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ ავტომოპასუხე იმეილები, ასე რომ თქვენს მომხმარებლებს შეეძლებათ დარწმუნდნენ რომ დაჯავშნის პროცესი წარმატებით დასრულდა.

დაჯავშნის მოთხოვნის ფორმა

დაჯავშნის მოთხოვნის ფორმის შაბლონი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააგზავნონ საკუთარი დაჯავშნის მოთხოვნა ან ნებისმიერი სხვა სასურველი კომენტარი თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად - თქვენ მარტივად შეძლებთ უპასუხოთ თქვენს კლიენტებს და დაუდასტუროთ დაჯავშნის ხელმისაწვდომობა. დაამატეთ თქვენი ლოგო, სურათები, ფერები და მოარგეთ ის მრავალი ვიჯეტის გამოყენებით. ჩასვით ფორმა თქვენს ვებსაიტზე ან გააზიარეთ ფორმის ლინკის გამოყენებით.

Other Reservation Forms

3

რესტორნის დაჯავშნის ფორმა

რესტორნის დაჯავშნის მარტივი და მოქნილი ფორმა რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს მომხმარებლებს მარტივად დაჯავშნონ თქვენი რესტორანი ან ბარი. შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია როგორიცაა სახელი, იმეილის მისამართი, მობილურის ნომერი, წვეულების ზომა და სხვა დამატებითი მოთხოვნები. როგორც JotForm-ის ყველა სხვა შაბლონი, მოცემული რესტორნის დაჯავშნის ფორმა არის სრულიად მორგებადი. JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით მარტივად მოარგეთ შაბლონის ვიზუალი თქვენს ბრენდინგს.

დაჯავშნის ფორმები

კვების ორგანიზების დაჯავშნის ფორმა

ეს არის კვების ორგანიზების დაჯავშნის მარტივი ფორმა თქვენი მომხმარებლებისათვის, რათა თქვენი კომპანიისგან მოითხოვონ კერძების მომზადებისა და მიწოდების სერვისი ბანკეტებზე, ქორწილებსა და სხვა მრავალი ტიპის ღონისძიებებზე, რომლებიც ტარდება სასმელებისა და კერძების მომზადების ადგილას (რესტორანი, სასტუმრო) ასევე დამკვეთის მითითითებით. ფორმა აგროვებს დაჯავშნისათვის საჭირო ძირითად ინფორმაციას, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, წვეულების დამსწრეთა სავარაუდო რაოდენობა და თარიღი. ფორმას ასევე აქვს სპეციალური მოთხოვნების ველი, რომლის გამოყენებითაც თქვენს მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

დაჯავშნის ფორმები

ფრენის დაჯავშნის ფორმა

ფრენის დაჯავშნის ფორმა გამოიყენება ავიაკომპანიის ან სამოგზაურო სააგენტოს მიერ რათა შეაგროვოს ყველა საჭირო ინფორმაცია კლიენტებისათვის საჰაერო მოგზაურობის დასაჯავშნად. დააჩქარეთ ფრენის დაჯავშნის პროცესი პოტენციური მგზავრებისათვის და გადაიყვანეთ თქვენი ბიზნესი ახალ ეტაპზე ყველა საჭირო ინფორმაციის ერთი მარტივი და დაცული ფრენის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით. ფორმის მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება თქვენს Jotform ანგარიშში, რაც ასევე დაგეხმარებათ შექმნათ კლიენტთა ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - და თუ თქვენ გსურთ უფრო მეტად გააუმჯობესოთ ფუნქციონალი და გაუგზავნოთ ფორმის მონაცემები თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებს, უბრალოდ დააკავშირეთ თქვენი ფორმა 130+ აპლიკაციების ინტეგრაციებს. გახადეთ ფრენის დაჯავშნის ფორმა უნიკალური JotForm-ის ინტუიციური ფორმის მშენებლის გამოყენებით. დაამატეთ თქვენი კომპანიის ლოგო, შეცვალეთ ფონტები და ფერები რათა მოარგოთ თქვენს ბრენდინგს, ან დაურთეთ სასურველი წესები და პირობები. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სერვისის საფასური ონლაინ, მიიღეთ გადახდები თქვენი ფორმის გავლით გადახდის ინტეგრაციების გამოყენებით როგორიცაა Square ან PayPal. ფრენის დაჯავშნის პროცესის გაციფრულებით, თქვენ დაზოგავთ ღირებულ დროს, შეამცირებთ არასაჭირო იმეილებსა და სატელეფონო ზარებს.

დაჯავშნის ფორმები

About დაჯავშნის ფორმები

დაემშვიდობეთ გართულებულ და ძვირ დაჯავშნის პროგრამულ უზრუნველყოფას Jotform-თან ერთად. დაიწყეთ დაჯავშნის ფორმის სასურველი შაბლონით - არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ფრენის დაჯავშნა, ტურში მონაწილეობის დაჯავშნა თუ უბრალოდ შეხვედრის წინასწარი დაჯავშნა. თქვენი ახალი ფორმის მორგება საკმაოდ მარტივია და თქვენ სწრაფად შეძლებთ მის თქვენს საიტზე დამატებას. Jotform-ის ფორმის მშენებელი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ვიჯეტების, თემებისა და აპლიკაციების ფართო სპექტრი რათა გახადოთ თქვენი დაჯავშნის ფორმა გამორჩეული და შეაგროვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დაჯავშნის ფორმის სასურველი შაბლონი და მოარგოთ ის თქვენს მოთხოვნებს. ასე რომ, ნუღარ დაელოდებით ზედმეტად - დაიწყეთ დაჯავშნის ფორმის შაბლონის გამოყენება დღესვე!